27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

არგენტინა

არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის გ ჯგუფში ინგლისთან, ირლანდიასთან და აშშ-სთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს არგენტინა თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 13:00 საათზე აშშ-ს; 2 ივლისს 15:30 საათზე ირლანდიას; ხოლო 7 ივლისს 15:30 საათზე ინგლისს ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

“პუმიტასი” (არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების თიკუნი) მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობს. 2008 წლიდან დღემდეგ გამართული 15 ტურნირიდან (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ორში, მათ მესამე ადგილი დაიკავეს - 2016 და 2025 წლებში, ორჯერ კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ (2012 და 2019).

გუნდმა სადებიუტო შეხვედრა 2008 წლის 6 ივნისს გამართა და ირლანდია 17:9 დაამარცხა. განვლილი 15 ტურნირიდან არგენტინამ სარეკორდო სხვაობით 2015 წელს იტალია დაამარცხა (46:5), თავად კი 2008 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა (0:60). რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩატარებული 75 მატჩიდან, არგენტინამ მოიგო 38 თამაში, ერთი ფრედ დაასრულა, 36-ში კი მარცხი განიცადა.

არგენტინამ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ორჯერ უმასპინძლა - 2010 და 2019 წლებში. “პუმიტასს” განსაკუთრებით ძლიერი თაობა 2019 წელს ჰყავდა. მაშინ გუნდმა ნახევარფინალში ითამაშა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კი ხუან პაბლო კასტრო გახდა.

არგენტინა 2024 წელს დაარსებულ 20-წლამდელთა რაგბის ჩემპიონშიფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ჩაერთო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა, ერთხელ კი ბოლო, მე-4 ადგილზე გავიდა. მას სხვადასხვა დროს სამივე სამხრეთული გრანდი ჰყავს დამარცხებული.

არგენტინაში რაგბი ბრიტანელებმა ჩაიტანეს და პირველი თამაში 1873 წელს დაფიქსირდა, 1899 წელს არგენტინის რაგბის კავშირი დაარსდა, რომელიც 1932 წლამდე მჭიდრო კავშირში იყო ინგლისის რაგბის კავშირთან.

ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც “ლოს პუმას” ეწოდება, პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1910 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ გამართა და 3:28 დამარცხდა. არგენტინამ სარეკორდო გამარჯვება 2002 წელს პარაგვაისთან მოიპოვა - 152:0, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 1997 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 8:93.

1987 წლიდან დღემდე, “ლოს პუმასმა” ყველა მსოფლიო თასზე (10) ითამაშა და საუკეთესო შედეგს 2007 წელს მიაღწია, როდესაც მესამე ადგილის დაკავებით ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, ორჯერ კი მეოთხე ადგილს (2015 და 2023) დასჯერდა.

2012 წლიდან არგენტინა რაგბი ჩემპიონშიფში ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას დაემატა. ამ ტურნირში მას საუკეთესო შედეგი 2020 წელს ჰქონდა - მეორე ადგილი.

მსოფლიო რეიტინგში „პუმასი“ საუკეთესო ადგილს 2008 წელს იკავებდა (მესამე), ამჟამად კი 84.97 ქულით მე-5 პოზიციაზეა. ქვეყანაში 500-ზე მეტი კლუბი და 50-ათასზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული.

არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები დღესდღეისობით ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია. 2008 წლის შემდეგ, “პუმიტასიდან” “პუმასში” 70-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა. მათ შორის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პაბლო მატერა, ხუან მონტოია, ნიკოლას სანჩესი, ტომას კუბელი, სანტიაგო კორდერო, ემანუელ ბოფელი, ფაკუნდო ისა და სხვები.

2017 წელს საქართველოში გამართულ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, არგენტინელთა რიგებში თამაშობდნენ სანტიაგო კარერასი, მარკოს კრემერი, ბაუტისტა დელგუე, ტომას ალბორნოზი და სხვები.

Rugby.ge

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა
[VIDEO] ცარიელი კარის წინ დემბელეს მოქმედებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
"ბარსელონამ" მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალზე უარი ლუიშ ფიგუს გამო თქვა
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში