ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიას წერტილი დაესვა და ტურნირიდან ლა ლაგუნა ტენერიფე გამოეთიშა, რომელმაც მანამდე ნამდვილი ფურორი მოახდინა — მერვე ნომრად განთესილმა გუნდმა რეგულარული სეზონის გამარჯვებული, მადრიდის რეალი სენსაციურად დაამარცხა.

სამწუხაროდ, სანტა კრუზში დაგეგმილი პოტენციური ქართული დერბი პარკეტზე არ შედგა. ტენერიფეს ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ამჟამად არითმიის გამო მკურნალობის კურსს გადის და მოედანს მოგვიანებით დაუბრუნდება, მისი გუნდისთვის კი წლევანდელი სეზონი დღევანდელი მარცხით დასრულდა. თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მასპინძლებს 85:76 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ დრამატული და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყისი თანაბარი მეოთხედის შემდეგ, რომელიც 19:19 დასრულდა, ტენერიფემ მეორე პერიოდში ხელთ იგდო ინიციატივა და დიდ შესვენებაზე რვაქულიანი ლიდერობით გავიდა, თუმცა კატალონიელებმა მესამე და მეოთხე მეოთხედებში თამაში სრულად შეატრიალეს, ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქე 29:18 გატეხეს.

გამარჯვებულთა რიგებში თორნიკე შენგელიამ მოედანზე თითქმის ოცი წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბარსას რიგებში მთავარი ძალა უილ კლაიბერნი იყო 19 ქულითა და 7 მოხსნით, ხოლო კევინ პანტერმა 17 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა მხრიდან კი ყველაფერი გააკეთა ვეტერანმა მარსელინიო უერტასმა, რომელმაც 17 ქულასთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, მას კი მხარი კევინ იებომ აუბა 16 ქულითა და 6 მოხსნით.

ბარსელონას მეტოქე ფინალში მეორე ნახევარფინალური წყვილიდან გაირკვევა, სადაც ვალენსია სერიაში ხუვენტუდს 2:0-ს უგებს და ფინალამდე ერთი მოგება აშორებს.

GBF

[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა