საქართველოს 14-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა. ორი დღის წინ ტურნირის მთავარი ტრიუმფატორის ვინაობა გაირკვა, პარასკევს კი გულშემატკივარმა უკვე ბრინჯაოს პრიზიორი გუნდიც შეიტყო, რომელმაც სეზონი გამარჯვებითა და მედლებით დააგვირგვინა.

საპრიზო მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „მენსანა“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი რუსთავში გაიმართა და მოლოდინისამებრ, უკომპრომისო და დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი მხოლოდ ბოლო წუთებზე გადაწყდა — სტუმრებმა უკეთესად ითამაშეს გადამწყვეტი ეპიზოდი, ნიკა მეტრეველის გაწვრთნილმა გუნდმა 73:67 იმარჯვა და მიმდინარე სეზონი საპრიზო, მე-3 ადგილზე დაასრულა.

გუნდს ულიდერა და 34 ქულა დააგორვა მენსანას ტანმორჩილმა, თუმცა უჭკვიანესმა გამთამაშებელმა, გიორგი გასიტაშვილმა.

ეს გუნდები მთელი სეზონის განმავლობაში ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს, რაც რეგულარული ჩემპიონატის ცხრილშიც აისახა:

„რუსთავი“: 19 მოგება და 5 მარცხი (მე-2 ადგილი)„მენსანა“: 18 მოგება და 6 მარცხი (მე-4 ადგილი)პლეი-ოფის სტარტი ორივე გუნდისთვის დამაჯერებელი გამოდგა. მეოთხედფინალური სერიები მათ იდენტური ანგარიშით — 2:0 დახურეს: „მენსანამ“ „აკადემიას“ აჯობა, ხოლო „რუსთავმა“ „ჰიუნდაი“ ჩამოიშორა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე გუნდებს სერიოზული ბარიერები შეხვდათ. ნახევარფინალში „მენსანა“ ტურნირის მომავალ და დაუმარცხებელ ჩემპიონთან — ზფა-თან (ზაზა ფაჩულიას აკადემია) დამარცხდა. რაც შეეხება „რუსთავს“, მათ უმწვავეს 3-მატჩიან ბრძოლაში (1:2) დათმეს სერია მომავალ ვერცხლისმედალოსან „თბილისი ბასკეტთან“. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, „მენსანას“ წევრებს ბრინჯაოს მედლები და შესაბამისი სიგელები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჯაფარიძემ გადასცა.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს