UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაზიანების სიმძიმე დაუდგინდა.

“მარკას“ ჟურნალისტმა ირატი პრატმა სოციალურ ქსელში თოფურიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: „კარგი ამბები ვაშინგტონიდან - ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს. ის ისვენებს. თვალბუდის მოტეხილობა არ აქვს, საბედნიეროდ“.

ერთი სიტყვით, ოპერაცია არ დასჭირდება.

პირველი კომენტარი თავად ილიამ გააკეთა. „ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ეს გააკეთე. მარჯვენა თვალში მხედველობა უკვე პირველ რაუნდში დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს მარცხენაშიც. არანაირი გამართლება.

ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლაში საუკეთესო ფორმაში და სრულ მზადყოფნაში გამოვედი. გასული ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთმანეთის გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით სახიფათო დავბრუნდები.

და მერწმუნე, ჩვენი ისტორია დასრულებისგან შორსაა. ჩვენ რევანში გველოდება“, - დაწერა თოფურიამ თავის „ინსტაგრამზე“.

დავითი
ილია მაგარი კაცია ფიზიკურად და სულიერადაც ვაჟკაცი. ლომი ხარ ბიძი ლომი ღმერთმა დაგლოცოს
გიორგი
დავით 67, ყველას თავისი პრობლემა აქვს. შენი პრობლემაა რო უზრდელი ხარ.
ზურა
თვალში თითი რომ ატაკა გამოჩნდა, მაგრამ ზურგზე რომ იწვა გეიჯი დანებების ჟესტი აჩვენა ბევრი არასპორტული მომენტი იყო ალბათ დოპინგიც მიღებული ქონდა...ამერიკას ეგრე აწყობდა ნჯეო-ებიც ხარობენ მაგათ ხომ ამერიკა უყვართ ქართველ ხალხზე მეტად... აღიზიანებთ ხალხის სიხარული როგორც კონტროლიორებს ავტობუსში ჩვენი ბრალია რომ ვერ თხოვდებიან!
გიორგი
რა მოხდა ოქტაგონში, ბრძოლის კვალიფიციური გარჩევა გვჭირდება გულშემატკივრებს, და არა ის ფანტაზიები რასაც ჩაუხედავი ხალხის კომენტარებში ვკითხულობ აქ. ფაქტია, ილიას კომენტარიდან არანაირი მსგავსი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. აღიარა მარცხი და გამოიწვია. ამიტომ გვჭიდრდება მცოდნე ხალხის ანალიზი ბრძოლის.
დავით 67
ნაღდად მკურნალობა გჭირდება, მაგრამ ილიაზე მალე ვერ გამოჯანმრთელდები. ოპერაციის დროს ვინმეს გადაამოწმებინე რამე სითხე არ შეგიყვანონ ტვინში გასაქვავებლად))
Გიო შ
Ვიღაცას ეწერა ხელთათმანებში რაღაცის შეყვანაო, ხელთათმანის გაქვავების მიზნით, დარწმუნებული ვარ, ხელთათმანიც გაქვავებული იყო, ის კირაკოზაც დადოპინგ3ბული და ყოვ3ლ შესვენებაზე, ადოპინგებდნენ და ადოპინგებდნენ, ხო ნახე რა სალტო გააკეთა, მაგას ნორმალური ადამიანი იზაავს, კისრით დახტა))), და ილიას სახეშიც შეყვანილი ექნებოდა ისეთი სითხე, კანი ეგრევე რო სკდება, ფულიც იქნებოდა საეშ თან დიდი, შეიძლება კომპრომატებიც, თვით ტრამპის თხოვნაც და რა თქმა უნდა რევანშის გარანტიაც, რომ მოგიგდებთ მერე და გადაგიკეტავთ გალიას, და სანამ არ მიიყბან სიკვდილამდე არ შემოვალთო, ანუ ყველაფერი, ოღონდ ესე დამთავრებულიყო როგორც დამთავრდა, ამერიკქნ დრიმ და ძლიერი, ერთიანი ამერიკა დ აა. Შ., უბრალოდ ვჭამეთ მიამიტურად, დავიჯერეთ ქართული სიამაყით.... Მერაბამაც იგივე ქნა, ზუსტად, ოღონდ ნაკლები მაშტაბები იყო იქ... Სხვანაირად არ გამოდის, შპს აქვს თავისი გახსნილი დანა თეთრს და გინდა - გინდა არ გინდა დავაი, კარები ღიააა...
კეთილისმსურველზე
ეს ტვინნაღრძობი,კეთილისმსურველი კი არა,კეთილსასურველია.ისეთ არაკაცულ სისულელეს დაახეთქებს,პირდაპირ გინებას გაწყებინებს.მილოცვას მუშტების ქნევაში რომ ვერ გაარჩევ,რა უნდა ელაპარაკო.
lasha
ეს სპორტი არაა. შოუა. დიდი ალბათობით დოპინგზე იჯდა მოწინააღმდეგე. ეგრე აწყობდათ. შოუს ეგ ჭირდებოდა.
საჩინო
ბევრი ფაქტორი იყო ამ ბრძოლაში თოფურიას წინააღმდეგ.პირადი პრობლემები,დიდი ინტერვალი ბოლო ბრძოლიდან და ყველაზე მთავარი___ ბრძოლა ამერიკელის წინააღმდეგ ამერიკაში და არა უბრალოდ ამერიკაში ,არამედ დედაქალაქში,არა რომელიმე სპორტულ სასახლეში ,არამედ პირდაპირ თეთრი სახლის ეზოში, თანაც პრეზიდენტის დაბადების დღეს და თანაც ,დამატებით,ამერიკის დაარსებიდან 250 წლის იუბილის ღონისძიებასთან კავშირში. აქ ყველაფერი ნათელია ,ამერიკელმა უნდა გაიმარჯვოს,სხვა ვარიანტი გამორიცხულია.ეს ხომ ადვილი გასაშიფრი იყო და თოფურიას შტაბმა რატომ ვერ გაშიფრა? იქნებ გაშიფრა კიდეც და აიძულეს ან დაიყოლიეს წინასწარ წაგებულ ბრძოლაზე? მაგრამ რის ფასად? ასეთ შემთხვევაში გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო ქულებით.ჩვენ კი რა ვნახეთ? დალეწილი და დასახიჩრებული ფავორიტი და საღსალამათი აუტსაიდერი(ამ შეხვედრაში). ბევრი კითხვაა,რომლებზეც პასუხს ალბათ ვერასდროს მივიღებთ.დაგვრჩენია ერთადერთი ,__ იმედით ველოდოთ ილიას დროულ გამოჯანმრთელობას და კვლავ გაჩემპიონებას. რაც შეეხება მატჩრევანშს,ის (ჩემი აზრით)არ შედგება.არ ჩანს გეიჯის მხარე ისე სულელი ,რომ ისტორიულ ჩემპიონთან ,ისტორიული გამარჯვება გააფერმკრთალოს და შებღალოს.
სიმართლე
ილია თორუფია ფეხბურთის პსჟ_ა. გეიჯი კი ლონდონის ჩელსი ან არის ან არა. სტეროიდ გეიჯი. ფუუუფ.
ჯონი ონიანი
მიდი ილია მუხბე ეგ ნაძირალა უნდა გაანადგურო შენ არ წაგიგია შენ სულ მოგებული იქნები.გაიხარე
ჟორა
დიდებული ამბავია! მე მაინც მგონია, რომ იქ რაღაც მამაძაღლობას ჰქონდა ადგილი. ცარუკიანმა ორჯერ გვაცნობა ამის შესახებ, ჯერ მაშინ რომ უარი თქვა ამ ბრძოლის დამზღვევი მებრძოლი ყოფილიყო და მეორედ მაშინ, როცა მილიონი დადო გეჯის გამარჯვებაზე. კი უნდა გვცოდნოდა, რომ ცარუკიანს ჰაერზე გასასროლი მილიონი არ აქვს 99% გარანტია თუ არ ექნებოდა გეიჯის მოგების, ასეთი გარანტია კი თუ ყველაფერი პატიოსნად ჩატარდებოდა არანაირად არ შეიძლებოდა ჰქონოდა.
Knarik222
Surik222, შენი კეთილი სურვილები შარიკიანის ფორუმზე დაწერე.
aburjga
ქართველებს გვაქვს ერთი გამონათქვამი - ანდაზა, წაქცეულს არ ურტყამენო! ამ მეკობრე იანკების ანდაზაა წააქციე და ურტყი, დაასახიჩრე და სკალპი ააძვრეო! ეს უმსგავსობა ქართული საქმე არ არის!
კეთლილისმსურველო
ეგ რა შუაშია?კაცმა მოაგება მიულოცა და რევანშის სურვილი გამოთქვა რაც აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია. აბა რა უნდა ეთქვა? მომიგე და კარიერა დამისრულეო?? ეჭვიც არავის შეეპაროს რომ თუ ეს გეიჯი კარიერას არ დაასრულებს რევანშამდე, ილია პირველ ორ რაუნდს აკმარებს დასაფინიშებლად
კეთილისმსურველს
ალბათ მარტო ღრუსულად კითხულობ და არასოდეს გაგიგია რომ მატჩრევანში არსებობს ყოველთვის ბრძოლებში. ასე იყო როდესაც წააგი მერებმა იართან. მანამდე დაამარცხა მერაბმა და მატჩრევანში დამარცხდა. საკვირველია ისაა რომ ეს არ გსმენია და მხოლოდ ღრუსების სულელობებს იძახი, რომელიც ამ შემთხვევაში უადგილოა.
ალექს
რევანშამდე დიდი გზაა თუ საერთოდ შედგა. ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს ილიას ხელახლა. ჩემი აზრით, შესაფერისი დროა პიმბლეტს და ცარუკიანს ეჩხუბოს. არაუშავს, ისლამი საერთოდ ერთი დარტყმით გაუშვეს ნოკაუტში წლების წინ,ხოლო რაც ილიამ გუშინ ჭამა გეიჯისგან, რომელიც ხაბიბის თქმით ტრაილერივით ურტყამს და ბრძოლას აგრძელებდა მაინც მის საოცარ ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. უცნაური წელი გამოვიდა - ყველა კავკასიელმა წააგო და თან მაგრად დაიჩაგრნენ: ანკალაევი, ჩიმაევი და ჩვენები.
კონტეს მამა
არაა მთლად სუფთად საქმე ამ დაპირისპირებაში. ილიამ მატჩ-რევანში მოითხოვა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო და ამ კაზიოლს უკვე სასწრაფოდ ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ მეორე შეხვედრა არ შედგებოდა რაღაც აბსურდული მიზეზის გამო. ილიას უბრალოდ ან პირდაპირ მოთხოვეს ამ ბრძოლის დათმობა(რა თქმა უნდა დიდი ფულის სანაცვლოდ) ან სხვა უცნობი მეთოდი გამოიყენეს, რომ დაპირისპირებაში ამერიკელი გამოსულიყო გამარჯვებული. აბა მაშინ რას უნდა მივაწეროთ ასეთი საჩქარო უარი მეორე შეხვედრის ჩატარებაზე? პირიქით, თავის თავში დარწმუნებული და პატიოსანი მებრძოლი უპასუხებდა რომ ნებისმიერ დროს დაამარცხებდა მეორეჯერაც. დაველოდოთ, დრო ყველაფერს მოჰფენს ნათელს...
უფროსი
დანა უაითი (UFC-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი) ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს ადრეც ვიცოდი. ტრამპის მიერ მოწყობილ ღონისძიებაში რომ მაიმუნობას ექნება ადგილი, ესეც ცხადია. ათასი მეთოდი არსებობს, რომ ორგანიზატორებმა მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ. მაგალითად, ხელთათმანებში შეიძლება დამატებითი ელემენტები იყოს ჩაქსოვილი. და ბევრი სხვა მაიმუნობაც არის შესაძლებელი.
უფროსი
ეს წაიკითხეთ -> https://x.com/Residentt4/status/2066483703052693989
კეთილის მსურველს
"დამპალ ღრუსებს" კარგი გამოთქმები სხვაც ბევრი აქვთ,შენ რა ჯიშის და ჯილაგის ხარ ,უვიცობას და ბოროტებას ,რომ აფრქვევ?
კეთილისმსურველი
აი იმ დამპალ ღრუსებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ, ჩხუბის მერე მუშტებს აღარ იქნევენ.
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
კაზუსი - ზაბარნიმ სუპერთასის სურათიდან საფონოვი "გააქრო"
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
ღმერთმა გვიმრავლოს - ლა ლიგაში უკვე მინიმუმ ოთხი ლეგიონერი გვყავს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ოფიციალურად: ჩავი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა" - ილია თოფურიას მენეჯერი
"მატჩის წაგების მერე, მწერდნენ, რომ თამაში გაყიდული მქონდა... გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიაზეც იგივე ვნახე" - ბასილაშვილი თოფურიას მარცხს ეხმაურება
"ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ" - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
"ვიბრძოლებ თუ არა წელს?" - გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] როგორ აღნიშნა ილია თოფურიამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
"ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა" - თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა