"ტრანსფერმარკტი" ნუკრი რევიშვილს - 1 000 000, გიორგი ლორიას - 800 000, როინ კვასხვაძეს კი 700 000 ევროდ აფასებს
ვებგვერდი "ტრანსფერმარკტი" საფეხბურთო მოვლენებს დროულად და ადექვატურად ეხმაურება. ევროთასებზე ჩვენი კლუბების არცთუ წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელთა ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" მოთამაშეებისა.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს ნაკრების მეკარეების, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძის ამბავი - პირველი 450 000 ღირდა, ახლა - 800 000-ად აფასებენ, "ზესტაფონის" კიპერის ფასი კი 400 ათასით გაიზარდა და 700 ათასს უწია!

ბარემ აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგის მახაჭყალის "ანჟიში" მშვენიერი თამაშის წყალობით "თავი დაიფასა" ნუკრი რევიშვილმაც, რომლის "ნახტომიც" ასევე შთამბეჭდავია - 400 ათასის ნაცვლად ახლა 1 000 000 ევროდ ფასობს! შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველ მეკარეებს ასეთი მაღალი "მაზანდა" არასოდეს ჰქონიათ.

მათ გარდა, ევროტურნირების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ნიკა გელაშვილის, შოთა გრიგალაშვილის, ჯაბა დვალის, გიორგი რეხვიაშვილის, ნიკა კვეკვესკირის, ლევან კაკუბავასა და ირაკლი ქობალიას ფასები.

თუმცა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შემცირდა დინამოელების, ხისკოს (მილიონ ევროდ აფასებდნენ) და მიკელ ალვაროს (900.000) ფასები - პირველი ახლა 800 ათასად ფასობს, მეორე - 750 ათასად, ასე რომ, ეროვნულ ჩემპიონატში მილიონიანი მოთამაშე აღარ გვყავს.

ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

1-2. გიორგი ლორია, ხისკო (ორივე - "დინამო") 800 000

3. მიკელ ალვარო ("დინამო") 750.000

4. როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") 700.000

5. ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი") 600.000

7. ბუბა დაუშვილი ("ზესტაფონი") 550.000

7-8. შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი ( ორივე -"ზესტაფონი") 450.000

9-12. ჯაბა დვალი ("ზესტაფონი"), გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლევან კაკუბავა (სამივე - "დინამო") - 400.000

აღსანიშნავია, რომ ქართული კლუბების ჯამურმა ფასმა ბოლო წლებში პირველად გადააჭარბა 30-მილიონიან ზღვარს. თბილისის "დინამოს" საკმაოდ მიუახლოვდა "ზესტაფონი", რომლის მოთამაშეთა ფასმაც მნიშვნელოვნად მოიმატა და 5.675.000 ევროს ნაცვლად ახლა 7.075.000-ია.

ქართული კლუბების მოთამაშეთა ჯამური ფასი კი ასე გამოიყურება:

კლუბი მ.რ. ს.ა. გ.ს.ფ. ფ.ს.ფ

დინამო 27 25.3 7.875.000 291.667

ზესტაფონი 26 24.8 7.075.000 272.115

მეტალურგი 23 25.3 3.850.000 167.391

ტორპედო 22 26.8 2.175.000 98.864

გაგრა 19 22.7 2.125.000 111.842

სპარტაკი 24 23.3 1.550.000 64.583

ვიტ ჯორჯია 22 21.7 1.425.000 64.773

ბაია 24 21.8 1.250.000 52.083

კოლხეთი 26 24.2 1.025.000 39.423

დილა 24 26.1 900.000 37.500

მერანი 22 24.7 725.000 32.955

სიონი 29 24.1 575.000 19.828

სულ 30.550.000

მოთამაშეთა საშუალო ღირებულება 105.382 (წინა თვეში - 95.780)

* თანხები მოცემულია ევროში

* მ.რ. - მოთამაშეთა რაოდენობა, ს.ა. - საშუალო ასაკი; გ.ს.ფ. - გუნდის საერთო ფასი; ფ.ს.ფ. - ფეხბურთელთა საშუალო ფასი.

* ბოლო სამ თვეში ქართველი ფეხბურთელების საშუალო ფასი გაიზარდა. თუ გასული სეზონის ბოლოს "ტრანსფერმარკტი" ჩვენებურებს 91.064 ევროდ აფასებდა, აგვისტოს დასაწყიში 95.780 ევრო გახდა, ახლა კი - 105.382.

* ივნისის დასაწყისში ქართული კლუბების მოთამაშეთა ჯამური ფასი 21.400.000 ევრო იყო, აგვისტოს დასაწყისში - 27.910.000, ახლა კი 30.550.000.

* მილიონზე მეტად კი ექვსის ნაცვლად უკვე ცხრა გუნდი ფასობს.

ბოლოს გავეცნოთ გუნდებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას:

"დინამო"

ხისკო - 800.000

გიორგი ლორია - 800.000

მიკელე ალვარო - 750.000

"ზესტაფონი"

როინ კვასხვაძე - 700.000

ნიკა გელაშვილი - 600.000

ბუბა დაუშვილი - 550.000

შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი - 450.000

"მეტალურგი"

ირაკლი მოდებაძე - 350.000

ლექსო კვახაძე, რევაზ გეწაძე - 325.000

"ტორპედო"

თენგიზ ჩიკვილაძე - 250.000

ვახტანგ კვარაცხელია - 175.000

"ვიტ ჯორჯია"

ბესიკ ჩიმაკაძე, გურამ გურეშიძე - 125.000

გიორგი კორიფაძე - 100.000

"სპარტაკი"

გიორგი ციმაკურიძე - 250.000

თემურ შონია, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე - 125.000

"სიონი"

დავით ლეგაშვილი, ვაჟა ქორიძე, ვილი ისიანი, გიორგი თარგამაძე, მიხეილ კობერიძე, ლაშა კემუხტაშვილი, ვალერი ბოლქვაძე, გიორგი ქუცურუა - 50.000

"ბაია"

ირაკლი ქობალია - 250.000

ნიკა აფაქიძე - 125.000

ლუკა გუგუჩია - 100.000

"კოლხეთი-1913"

გიორგი ცხადაია - 100.000

ლაშა გვალია, ლაშა ქებაძე, დავით მეგრელიშვილი, გიგა კვერენჩხილაძე - 75.000

"გაგრა"

ოვონიკოკო სეუნი აბაიომო - 275.000

გიორგი გაბედავა - 225.000

ნიკა ჯიშკარიანი - 200.000

"მერანი"

თორნიკე კაკუშაძე, ვალერი იობაშვილი - 75.000

"დილა"

ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, დავით რაჟამაშვილი, გია თოდუა, ოლეგ გველესიანი, რომან ახალკაცი - 75.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა