მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირანის ნაკრები ინგელვუდში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ აზიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამირ გალენოეიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ავიწროვებენ.

"აქ დარჩენა და მეორე დღეს აღდგენითი ვარჯიში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გვითხრეს, ახლავე უნდა წახვიდეთო. აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუყოვნებლივ ტიხუანაში დაბრუნება მოგივწია.

ეს ძალიან შემაშფოთებელია. არ ვიცი, ასე რატომ გვექცევიან. ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება და გადაწყვეტილებას არა FIFA-ში, არამედ სხვაგან იღებენ. აშშ-ში თამაშამდე 2 დღით ადრე უნდა ჩავსულიყავით, მეორე დღემდე აღდგენამდე უნდა დავრჩენილიყავით და ლანჩზე დავბრუნებულიყავით, რისი საშუალებაც არ მოგვეცა.

ჩვენს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტად ავიწროვებენ", - განაცხადა გალენოეიმ.

ზელანდიასთან მატჩის შემდეგ ირანელთა გასახდელში FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ჩავიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ნაკრების კაპიტანმა მეჰდი ტარემიმ თქვა, რომ კატასტროფულ სიტუაციაში არიან.

მათთან ერთად ჩასვლას ვერ ახერხებს ფედერაციის პრეზიდენტი და დამხმარე პერსონალი. ცნობილმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან შესაძლო დახმარებას ელოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ძალები FIFA-საც არ გააჩნია.

ინფორმაციისთვის, G ჯგუფში პირველი ტურის მერე ოთხივე ნაკრებს 1 ქულა აქვს. ირანელები მომდევნო მატჩს 21 ივნისს იმავე სტადიონზე გამართავენ. გუნდი მექსიკაშია დაბინავებული, მატჩებს კი აშშ-ში მართავს.

ბადრი
რამდენი პუტინისტი ხართ ამ საიტზე, თქვენი უჯიშო ჯიში რა ვთქვა... ფუჰ თქვენი
თამაზ
ყველაფერში პოლიტიკა რომ არ გარიოთ არაა? ისე, რომ იცოდეთ, ამერიკა გამძღარი და ფულიანი რუსეთია. მასე რომ არ იყოს, რა ჯანდაბა ესაქმებათ ირანში? ამერიკის სირცხვილია, ირანს რომ მესიკიდან უწევს თამაშებზე ჩასვლა და თურმე კიდევ პრობლემებს უქმნიან დამატებით.
ღრუსებს
ნეტა არ ატრახუნებდე რაა?
ევრო კავშირს და ამერიკას რა?
ტყიურს შენ უფრო გავხარ საცოდავო!
რუსეთს რაა?
მადლობა თქვან რომ საერთოდ დაუშვეს ეგ ტყიურები.
ლევანი
მე მგონი აქ ირანელები პოსტავენ.... არ გაიგიჟეს ბიჭო ამათმა თავი... არსად დაგეკარგოთ
zura222
უსაფრთხოების გარანტიის მიცემა არის ნომერი პირველი მოთხოვნა კანდიდატი ქვეყნისთვის ! და ამერიკა ვალდებულია შეასრულოს ის პირობა ! ის პირობა ამერიკაზე ბევრად ღარიბმა და სუსტმა ქვეყნებმა შეასრულეს--მექსიკამ ჩილიმ ურუგვაიმ არგენტინამ ესპანეთმა და სხვებმა !
ანტიამერიკელ ღრუსებს
რატომ არ უნდა ჩატარებუკიყო აშშ-ში ჩემპიონატი? კარგით მოგყვებით რომ არასაფეხბურთო ქვეყანაა და რა მერე? მხოლოდ ტოპ-5 ჩემპიონატის ქვეყნებში ჩატარდეს? ისფრასტურუქტურაა მთავარი და ორგანიზაცია ჩემპიონატის და არა ის რომელ ადგილზეა ფიფას რეიტინგში ქვეყანა. სტადიონები მშვენიერი და ორგანიზებულია მშვენივრად, სხვა რა გინდათ რუსებო? ფულ წყვეტს ყველაფერს? დიახ წყვეტს, აბა ღარიბ მონღოლეთს გინდოდათ ჩაეტარებინა თუ მდიდარ გერმანიას, რომეკმაც უკვე ჩაატარა 2-ჯერ ჩემპიონატი? თქვენი აზრით მხოლოდ ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, იტალიაში უნდა ჩატარდეს თუ თქვენს სულიერ სამშობლოში ღრუსეთში?
დდდ
და ერთ დიდ ნარკოკარტელად ქცეული მექსიკა როგორღა უზრუნველყოფს ირანელების უსაფრთხოებას?!...
ზაზა

zura222
ასეა ფული წყვეტს ყველაფერს @ რა დამსახურებისთვის მისცეს ძალიან არასაფეხბურტო ქვეყანას ამერიკას ორჯერ ჩემპიონატის მასპინძლობა ? იქ ეხლაც კი დასცინიან ფეხბურთს--სოკერს უწოდებენ და ამბობნენ --ჩვენ ერთი ფეხბურთი ვიცით ამერიკულიო !
უსაფრთხოება
ირანელმა დელეგაციამ აშშ-ში რომ იცხოვროს პასუხისმგებლობა აშშ-მ უნდა აიღოს და ეს მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ყველა დელეგაციის წევრზე უსაფრთხოების გარანტირებას ნიშნავს. რაზეც ვალდებულებას ვერ აიღებს ვერცერთი ქვეყანა. წარმოიდგინეთ ყველა დელეგაციის წევრს დაცვა უნდა დაუყენო სადაც ისინი გადაადგილდებიან და არა მარტო ვარჯიშების დროს.
aburjga
ფული და მოგება სადაც გაერევა იქ რაიმე ადამიანობაზე და სამართლიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია!

ფიფას იმის ძალა ნამდვილად გააჩნდა,ჩემპიონატის ჩატარება,ამერიკაში კი არა,სადმე სხვაგან დაენიშნა.უზარმაზარ ფულს აიღებენ და სიხარბემ გადასძალათ,როგორც ამ ბოლო ათწლეულში,სისტემატურად მეორდება.ასე რომ ინფანტინოსგან სიტყვიერი მხარდაჭერა,პირის გამორეცხვას ჰგავს.ფეხბურთი,მათთვის მესამე ხარისხოვანი საქმე გახდა და არც რცხვენიათ!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"