ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რატომ გაახსენდა "ლივერპულს" ბელამი?

რატომ გაახსენდა "ლივერპულს" ბელამი?

ოთხი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც 32 წლის უელსელი ვარსკვლავი მერსისაიდსა და რაფა ბენიტესს გაექცა, მაგრამ ცხოვრებამ ისევ „ენფილდ როუდზე“ მიიყვანა
ასე და ამგვარად, კრეიგ ბელამი ისევ „წითელია“. ოთხი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც 32 წლის უელსელი ვარსკვლავი მერსისაიდსა და რაფა ბენიტესს გაექცა, მაგრამ ცხოვრებამ ისევ „ენფილდ როუდზე“ მიიყვანა.

საინტერესო და დაძაბული ოთხშაბათი ჰქონდა ცნობილ მაჩხუბარს. იჯდა და ელოდა როგორ გადაწყდებოდა მისი ბედი. ვინ აჯობებდა, „ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიში „ტოტენჰემის“ შეფი ჰარი რედნაპი თუ რომელიმე სხვა ინგლისური გუნდი, რომელთაც ამ ორ გიგანტთან შედარებით ბელამის ყიდვის შანსი განუზომლად მცირე ჰქონდათ. რასაკვირველია, მოკრძალებული სიტყვა მის მშობლიურ „კარდიფ სიტისაც“ ეთქმოდა და იყო კიდევ ერთი რუსული კლუბი, როგორც ამბობენ მოსკოვური, რომელიც უელსელს, ალბათ რუსულ ანუ ძალიან დიდ გასამრჯელოს და ზამთარს ჰპირდებოდა.

და რა მდგომარეობაში იყო თავად ფეხბურთელი? ის კონტრაქტით „მანჩესტერ სიტისთან“ გახლდათ შეკრული, იქ კი მწვრთნელად რობერტო მანჩინი მუშაობს, კაცი, რომელსაც უელსელი ხშირად ეჩხუბებოდა და რომელიც მას მოედანს არ მიაკარებდა. მეორე მხრივ, ბელამის ისტლენდზე, ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაეტარებინა და გავიდოდა მოედანზე თუ არა, 4,5 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო - აი, ასეთი ხელფასი ჰქონდა. დაგვეთანხმებით, ამ ფულის აღებაზე უარის თქმა და სხვაგან გადასვლა იოლი საქმე არ არის.

მაგრამ ბელამი გადავიდა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ „ლივერპულში“ მას დიდ ხელფასს აღარ გადაუხდიან. კლუბებს შორის ისეთი მოლაპარაკება შედგა, რომ მერსისაიდელებმა ისტლენდელებს უელსელი ფაქტობრივად კაპიკის გადაუხდელად „გამოსტყუეს“ (თუ ისტლენდელებმა შეაჩეჩეს „შერეკილი“) ასე რომ, სატრანსფერო თანხა დაიზოგა და ხელფასის გადახდის საშუალება გამოჩნდა.

რა უნდა ბელამის „ლივერპულისგან“? უპირველეს ყოვლისა ძირითად შემადგენლობაში თამაში, გარდა ამისა კი, შინაურული გარემო, „თავის კლუბში“ ყოფნა. ამას დალგლიში და კომპანია თითქოს ჰპირდება, ოღონდ მისგან სანაცვლოდ, თავდადებას, დირკ კუიტივით დაუზარელ სირბილს და ორივე ფრთაზე აქტიურობას ითხოვს. ბელამისაც, აბა სხვა რა შეუძლია. და კიდევ, უელსელს იმედი აქვს, რომ „ლივერპულში“ მწვრთნელთან ექნება კარგი ურთიერთობა, ოღონდ ეს მასზეც არის დამოკიდებული. მეტისმეტად ფიცხი და შერეკილია.

უელსემა თქვა: „ჰკითხეთ „ლივერპულის“ ნებისმიერ გულშემატკივარს, ის გეტყვით, რომ „წითლების“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი კენი დალგლიში იყო. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის გახლდათ პირველი მოთამაშე-მწვრთნელი, რომელმაც გუნდს დუბლი მოაგებინა“.

ვიღაცამ ეს სიტყვები, შესაძლოა, ახალ გუნდში მისვლის წინა დიპლომატიად ჩამოართვას, მაგრამ მაშინ გავიხსენოთ ის, რაც მან კარგა ხნის წინ თქვა, როდესაც „ლივერპული“ საერთოდ არაფერ შუაში იყო და მანჩინიზე გაბრაზებული ბელამი „კარდიფში“ წავიდა. მან თქვა:

„ბავშვობაში „ლივერპულს“ ვქომაგობდი. ძალიან მიხარია იქ დალგლიში რომ დაბრუნდა. ძალიან მიყვარს, როდესაც გასახდელში ნაღდი ბრიტანული, კაცური ატმოსფეროა. ასეთს „ბუცის სროლის გასახდელს“ ეძახიან. თუ კაცი გუნდს ქომაგობ, მისი გულისცემა გესმის და იცი როდის აღწევს ის წარმატებას. შენკლის დროსაც ასე იყო, „ბუცების გასახდელი“ ჰქონდათ და გუნდმა რამდენი ჩემპიონთა თასი მოიგო“.

ამბობენ, რომ „ლივერპულში“ თამაშის დროს ბელამიმ გუნდის მაშინდელი მწვრთნელი, ბენიტესი ვერ დაარწმუნა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. მერე, ამას „გოლფის ინციდენტი“ დაემატა, როდესაც პორტუგალიაში შეკრებაზე ყოფნის დროს უელსელი გოლფის ხელჯოხით იონ არნე რიისეს ეჩხუბა. კლუბში ამას ვერავინ დაივიწყებდა, თუმცა, არც ბელამის მიერ „კამპ ნოუზე“ გატანილი გოლის დავიწყებაა ადვილი - „ლივერპულმა“ მაშინ გათამაშებიდან „ბარსელონა“ გამოაგდო. მაშინდელ „ბარსაში“ თამაშობდნენ ჩავი, ინიესტა, რონალდინიო...

მაშინ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და „მილანს“ შეხვდა. უელსელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მარჯვენა ფრთაზე „წითლებს“ ბუდევინ ზენდენი ჰყავდათ, მარცხენაზე კი ჯერმაინ პენანტი. ჰოდა, ბელამიც გაბრაზდა და „ვესტ ჰემში“ გადავიდა.

ისე, ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დალგლიში მაჩხუბარსა და ბრაზიანს ყოველ ტურში სულაც არ ათამაშებს. ასე რომ, ძალიანაც ნუ განეწყობა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა