მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, I ჯგუფში საფრანგეთმა სენეგალი 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სენეგალი უკეთ გამოიყურებოდა, ორი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ საფრანგეთმა თამაში გამოასწორა, აქტიურად შეუტია და პირისპირ გასულ ოლისეს და მბაპეს მენდიმ არ გაატანინა. თუმცა, კილიანმა მაინც დალაშქრა მეტოქის კარი. მერე დემბელეს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ დაამწუხრა მენდი. კომპენსირებულ დროში მბაიემ ანგარიში შეამცირა, მბაპემ კი დუბლი შესრულა.

ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ერაყი და ნორვეგია დაუპირისპირდებიან.

მეორე ტურში, 23 ივნისს საფრანგეთი ერაყს, ნორვეგია კი სენეგალს შეხვდება.

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“

საფრანგეთი - სენეგალი 3:1

გოლები: 1:0 მბაპე (66), 2:0 ბარკოლა (82), 2:1 მბაიე (90+5), 3:1 მბაპე (90+6)

. მატჩამდე სენეგალის ნაკრების თავდამსხმელმა ილიმან ნდიაიემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გახდებიან.

. საფრანგეთმა ტურნირზე ზედიზედ მეოთხედ მოიგო პირველი შეხვედრა.

- მბაპემ ნაკრებში 58-ე გოლი გაიტანა და ჟირუს გადაასწრო. მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლია და კლოზეს რეკორდამდე 2 გოლი აშორებს.

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ოლისე დაასახელეს.

- დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში მეოცე მატჩი ჩაატარა - უფრო მეტი, 25 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის ჰელმუტ შიონის ანგარიშზეა.

. 80 663-იან სტადიონზე თამაშს 80 545 მაყურებელი დაესწრო.

- საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირის ისტორიაში თავისი ანტირეკორდი დაამყარა - პირველ ტაიმში კარისაკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

გიორგი
ესეთი მაგარი მეორე ტაიმი კარგა ხანია არ მინახავს.
gogi
ოლისემ მაგარი პასები აკეთა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
[VIDEO] 5-გოლიანი დრამა - ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ პლეი-ოფი გაინაღდა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი