ერთიხანობა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდად აღარებული 23 წლის ფეხბურთელი "მეთოფეებზე" გაბრაზებულია
23 წლის დანიელ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს ერთიხანობა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ მისი სახით საფეხბურთო ზეცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ... ბენდტნერის საქმე ისე წავიდა, რომ ბოლო ორი სეზონია „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს ძირითად შემადგენლობაში ხეირიანად აღარც უთამაშებია და 31 აგვისტოს ანუ საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს, „სანდერლენდში“ გაყიდა კიდეც.

ფეხბურთელი ამას ორი წლის წინ მომხდარი ავტოავარიით ხსნის. თუ გახსოვთ, მაშინ, ბენდტნერის „ასტონ მარტინი“, ტრასაზე, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზისპირა რელიეფში დაიმტვრა. მაშინ წერდნენ, რომ მანქანა გადასაგდები იყო, ფეხბურთელს კი არაფერი დამართნია, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არ იყო საქმე. ყოველ შემთხვევაში, თავად დანიელი საკუთარ დაღმასვლას იმ ავარიას აბრალებს. გარდა ამისა, ის „არსენალზე“ გაბრაზებულიც არის.

„ცხოვრებაში არ დავბრუნდები „არსენალში“. რა გინდა შანსი გამომიჩნდეს, ამ გუნდის მაისურას არ ჩავიცვამ. ავარიის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების ერთი შანსიც კი არ მოუციათ ჩემთვის. დამივიწყეს და დამივიწყეს. იმ ამბიდან წელიწადნახევარი გავიდა. წარმოგიდგენიათ, ამდენ ხანში ერთხელ რომ არ გენდობიან? ერთხელ რომ არ შეგიწყობენ ხელს?

ახლა „სანდერლენდში“ გადავედი და ძალიან მოწადინებული ვარ. მინდა „შავი კატების“ გამარჯვებებში მონაწილეობა მივიღო, შემდეგ ზაფხულს კი შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ, ახალ გუნდს მოვძებნი, მაგრამ „არსენალში“ არასდროს რომ არ დავბრუნდები, ეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"