მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, L ჯგუფში ინგლისმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და რომ არა მეკარე ლივაკოვიჩის ჩინებული თამაში, უფრო დიდი ანგარიშითაც მოუგებდა.

ეს, ალბათ, მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში იყო.

მატჩი ინგლისელთა შეტევებით დაიწყო, მოდრიჩი უნებურად მადუეკეს ეუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. კეინის დარტყმული ლივაკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ იქამდე მან კარის ხაზი დატოვა, ჰარის მეორედ მისცეს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება და მან ამჯერად გაიტანა. ხორვატებმა ლამის პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც პიკფორდის კარი ბატურინამ დალაშქრა. თუმცა, შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კეინმა მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი. პირველი ტაიმის დასასრულს პერიშიჩის პასით თანაფარდობა მუსამ აღადგინა.

შესვენების შემდეგ „სამი ლომი“ სრულად დომინირებდა - ბელინგემმა ისევ წინ გაიყვანა ინგლისი. მერე ლივაკოვიჩმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 85-ე წუთზე რაშფორმა უპირატესობა გაზარდა და ტუხელის გუნდმა გაიმარჯვა.

ამავე ჯგუფში დღეს განა პანამას დაუპირისპირდება.

მეორე ტურში, 24 ივნისს ინგლისი განას, პანამა კი ხორვატიას შეხვდება.

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“

ინგლისი - ხორვატია 4:2

გოლები: 1:0 კეინი (12, პენ), 1:1 ბატურინა (36), 2:1 კეინი (42), 2:2 მუსა (45+5), 3:2 ბელინგემი (47), 4:2 რაშფორდი (85)

- ინგლისმა ზედიზედ მესამედ მოიგო ტურნირის პირველი მატჩი, რაც რეკორდია.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი კეინი დასახელეს. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე მეხუთე პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 115 მატჩში 81 გოლია, რაც თავისი ქვეყნის რეკორდია.

- 22 წლის და 353 დღის ბელინგემი ევროპული ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა - ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიოს ორ და ევროპის ორ პირველობაზე მიიღო მონაწილეობა. მან პოდოლსკის რეკორდი დაამხო.

- 37 წლის პერიშიჩმა ოთხ მუნდიალზე გააკეთა საგოლე გადაცემები და მესის რეკორდი გაიმეორა.

ჟორა
მსოფლიო ჩემპიონატის დონის თამაში იყო. ინგლისი წარმოჩდა, როგორც ერთ-ერთი ფავორიტი, მაგრამ ეყოფათ გამძლეობა ფეხბურთელებს ამხელა ეროვნული ჩემპიონატების შემდეგ?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა