ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო

შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, უაღრესად დრამატული და საოცარი მატჩით დაიწყო. "ვალენსია ბასკეტმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სერიაში მოედნის უპირატესობა ვალენსიელებს ჰქონდათ, მათ ეს უპირატესობა პირველივე შეხვედრაში, უმძიმეს ბრძოლაში დაკარგეს.

მატჩის ძირითადი დრო საოცრად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული 40 წუთში ვერ გამოვლინდა - შეხვედრა ფრედ, 101:101 დასრულდა. თამაში ისე წარიმართა, რომ კატალონიელებმა მასპინძლებს გამარჯვება ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯეს. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე სულ რაღაც 27 წამით ადრე, "ვალენსია" 4 ქულით იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა უილ კლაიბერნის ორმა ფანტასტიკურმა სამქულიანმა ანგარიში სირენამდე 3 წამით ადრე გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითი დრო ნიკო ლაპროვიტოლას ზუსტი სამქულიანით გაიხსნა, რის შემდეგაც "ბარსელონამ" ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვა და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე, 113:112-მდე მიიყვანა. ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებაში თანაგუნდელებთან ერთად უდიდესი წილი ქართველ ფორვარდს უდევს. თორნიკე შენგელიამ მოედანზე 28:48 წუთი გაატარა და საკმაოდ შედეგიანი თამაში აჩვენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულა, 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, და 3 დაფარება დააგროვა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი (63%) ჩააგდო, ააცილა 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა (VAL) 13 შეადგინა.

რაც შეეხება ორივე გუნდის სხვა მოთამაშეების მონაგარს: გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო 21 ქულით, მას მცირედით ჩამორჩნენ ნიკო ლაპროვიტოლა 20 ქულითა (7 ასისტი) და ხოელ პარა 18 ქულით, ხოლო კევინ პანტერმა 14 ქულა დააგროვა. მასპინძელთა მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი ჯან მონტერო გახდა 24 ქულითა და 7 პასით, ბრანდო ბადიომ 20 ქულა მიითვალა, კამარ ტეილორმა და ბრენდონ კიმ 13-13 ქულა დააგროვეს.

ფინალური სერიის შემდეგი მატჩი ისევ ვალენსიაში, 20 ივნისს გაიმართება, თუმცა მოედნის უპირატესობა დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ უკვე კატალონიური გრანდის მხარესაა.

GBF.GE

• ბადრი

ვისაც არ გინახავთ ეს თამაში, აუცილებლად ნახეთ. მაგარი თამაში იყო.

ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს

თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს

მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე

ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო

18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან

19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის

18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს

გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა

საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო

[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო

ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი

საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს

"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა

დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს

სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა

თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს

თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში

[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა