ფინურ კლუბ "იაროს" 28 წლის ქართველი თავდამსხმელი მშვენიერ ფორმაშია და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს
ფინურ კლუბ "იაროს" თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე მშვენიერ ფორმაშია და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. მეტი კურიოზი რა გინდა - 28 წლის ფორვარდი ფინეთის ვეიკაუსლიგაში უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ქვეყნის პირველ ლიგაში იყო.

თავად განსაჯეთ: სირბილაძემ პირველი წრე რანგით მეორე ლიგის კპვ-ში ჩაატარა და 11 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიტანა, ვეიკაუსლიგის "იაროში" გადასვლის შემდეგ კი შვიდ მატჩში შვიდი გოლი მიითვალა - ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგია!

ირაკლი სირბილაძეს ფინეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ფინეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებული დებიუტი გაქვს. რამ განაპირობა ეს - მხოლოდ მონდომებამ თუ გუნდი ხელს გიწყობს?

- თავისთავად ცხადია, მოუნდომებლად არაფერი გამოვა, თუმცა სხვა სასიკეთო ფაქტორებიც იყო: ვარჯიში და შრომა არასოდეს დამზარებია, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც შემიწყვეს ხელი და გულშემატკივრებმაც, რომლებიც ძალიან თბილად დამხვდნენ. ჩემდა გასაკვირად, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ეს კი ჩემთვის დიდი სტიმულია. მეც ვცდილობ, ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარო. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ ვარ.

- შვიდ შეხვედრაში შვიდი გოლი ფორმაში არყოფნაა?!

- მე ხომ ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია. მოსამზადებელი პერიოდი საერთოდ არ გამივლია.

- რატომ?

- მეკარე შემეჯახა და ცხვირი გამიტეხა. ამის გამო მთელი თვე დავისვენე და, ცხადია, ასეთ მდგომარეობაში გუნდს შეკრებაზე ვერ გავყევი, მოუმზადებელი გადავედი "იაროშიც" და სასურველ ფორმაში ვერანაირად ვერ ვიქნები.

- ასე თუ გააგრძელე, შესაძლოა, ბომბარდირებში უფრო დაწინაურდე.

- პირველ წრეში რომ გადავსულიყავი, შეიძლება, ასეც ყოფილიყო. მაგრამ ახლა ძნელი იქნება. პირველ ადგილზე მყოფ ტიმო ფურუჰოლმს 15 გოლი დაუგროვდა, ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ გაიტანს და სხვაობის აღმოფხვრა წარმოუდგენელი ჩანს. მაგრამ მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, ვეცდები, რაც შეიძლება მეტი გავიტანო.

- ძველმა გუნდმა, კპვ-მ შენი ტრასნფერი "იაროს" მიჰყიდა თუ იჯარით გაგიშვა?

- ძველმა გუნდმა გამანათხოვრა, იჯარის ვადა კი უკვე დასრულდა და ჯერ არც ვიცი, სეზონის დასრულებამდე დარჩენილ ორ თვეს რომელ გუნდში ვითამაშებ.

- ეს როდის უნდა გაირკვეს?

- უახლოეს დღეებში. მე კი მინდა, სეზონი უმაღლესი დივიზიონის "იაროში" ჩავამთავრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუმცა კპვ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს მიმთავრდებაა და მერე თავად გადავწყვეტ, სად ვითამაშებ.

- ფინეთში შენხ თამაშზე როგორი გამოხმაურებებია?

- საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კუნძი
ძააან მაგარი ხარ სიბო, ასე მიაწექი, ყველაფერი იქნება, ჩემი ციცარი ხარ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად