მონღოლეთში, ულანბატორის გრან-პრიზე პირველი საჭიდაო დღის ფინალურ ბლოკში გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მეტოქე მასპინძელი სუხბატ ბუამბასურენი იქნება.

გიორგიმ პირველ და მეორე წრეში ჯერ სლოვაკი დავიდ სტარკერი, ხოლო შემდეგ ყაზახი ამად ბაკიტხანი დაამარცხა. მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან შებოჭვით დამარცხდა. რეპეშაჟში სარდალაშვილი ტაიპეელ იუნ ვეი იანგს შეხვდა. მეტოქე აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის დასაჯეს.

მონაწილეობა მიიღეს ასევე -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაურმა და ვაჟა მარგველაშვილმა. ვაჟამ პორტუგალიელი მიგელ გაგოს დამარცხების შემდეგ რუსი რამაზან აბდულაევის ბარიერი ვეღარ გადალახა და ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება თორნიკეს, ჩვენებურმა პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ ფინელი ლუკას საჰა დაამარცხა, მესამე წრეში კი აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან დამარცხდა.

რაც შეეხება ფინალებს, - 60 კილოგრამში ერთმანეთს აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი და იაპონელი რუიჯი ნაგაიამა შეხვდებიან.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსი რამაზან აბდულაევი იაპონელ ტაკეოში ტაკეოტას დაუპირისპირდება.

ქალთა შორის -48 კილოგრამში ჩინელი ვენ ჟუანგი იაპონელ ვაკანა კოგას ეჭიდავება, ხოლო -53 კილოგრამში უტა აბემ უკვე გაიმარჯვა. მისი იტალიელი მეტოქე, ოდეტე გიუფრიდა ფინალის წინ ტურნირიდან ტრავმის გამო მოეხსნა.

ფინალური ბლოკი 13:00 საათზე დაიწყება.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უმედლო დღე ულან-ბატორში - სარდალაშვილმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!