საქართველოს ნაკრებისა და "ტორონტო რეპტორსის" კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი, ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა იმ მოთამაშეების სიაში შეიყვანა, რომლებსაც შესაბამისი ყურადღება არ ექცევა.

"NBA-ში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელები, რომლებიც სამქულიანებს 39%-იანი სიზუსტით ესვრიან, ისედაც იშვიათობაა. კიდევ უფრო იშვიათია ისეთი მოთამაშე, რომელიც ამ უნარს გამორჩეულ სათამაშო ხედვასა და პასის კულტურასთან აერთიანებს. სწორედ ამიტომ, სანდრო მამუკელაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ თავისუფალ აგენტად მიიჩნევა. ქართველი კალათბურთელის კარიერაში გასული სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა. 2025/26 წლების სეზონამდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არც ერთ სეზონში 681 წუთზე მეტი არ ჰქონდა ჩატარებული და საშუალოდ 6.3 ქულაზე მეტი არ დაუგროვებია. თუმცა, გასულ ზაფხულს შეცვლილი გუნდის შემდეგ ყველაფერი სხვანაირი გახდა.

მამუკელაშვილმა სეზონის განმავლობაში 80 მატჩში ითამაშა, პარკეტზე ჯამში 1 751 წუთი გაატარა და საშუალოდ 11.2 ქულა დააგროვა, ეს კი მხოლოდ სტატისტიკურ მონაგარში არ ასახულა, ქართველმა ფორვარდმა სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ჯილდოს კენჭისყრაში ხმებიც კი მიიღო, რაც მისი წინსვლის ნათელი დასტურია.

განსაკუთრებულ ყურადღებას მისი სამქულიანი სროლა იმსახურებს. მამუკელაშვილის რბილი, ტექნიკურად დახვეწილი მარცხენა ხელი მეტოქეებისთვის სერიოზულ იარაღად იქცა. მისი სათამაშო პროფილი კი თანამედროვე NBA-ის მოთხოვნებს იდეალურად ერგება, სროლების უმეტესობა სამქულიანის ხაზიდან ან უშუალოდ ფარის ქვეშ სრულდება, ხოლო საშუალო დისტანციიდან შეტევები პრაქტიკულად გამქრალია. ეს სწორედ ის კალათბურთია, რომელსაც დღევანდელი ანალიტიკით შეპყრობილი ლიგა ყველაზე მეტად აფასებს.

მოსალოდნელია, რომ მამუკელაშვილი "ტორონტოსთან" არსებული კონტრაქტის მეორე წელზე უარს იტყვის და ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გავა. ამჯერად კი მისი ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია. თუ ერთი წლის წინ ქართველი მოთამაშე პერსპექტიულ როტაციის წევრად მიიჩნეოდა, ახლა ის უკვე გამოცდილი და სანდო კალათბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია.

NBA-ის გუნდები სულ უფრო აქტიურად ეძებენ მოთამაშეებს, რომლებიც ზომას, უნივერსალიზმსა და სროლის უნარს აერთიანებენ. მამუკელაშვილი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მისი სახელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე სულ უფრო ხშირად ისმის. ქართველი კალათბურთელი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმების ზღვარზე დგას".

სანდროსთან ერთად დაასახელეს: კოლინ გილისპი ("ფინიქს სანსი"), ჯონ კოლინსი ("ლოს ანჯელეს კლიპერსი"), მატიას ტაიბული ("პორტლენდ ტრეილბლეიზერსი), დეანტონი მელტონი ("გოლდენ სტეიტ უორიორსი") და დინ ვეიდი ("კლივლენდ კავალიერსი").

საქართველო-ს
ახლა იგივე კაცები ლანძღავენ😂🫢
საქართველო
ქართველი კაცები არიან უცხოელი ქალების ხამები!მახსოვს ნინა დრამაზე რა დღეში იყვნენ, ლამის ფეხებს უკოცნიდნენ
საქართველო უპირველეს ყოვლისა-ს
ასეა ქართველ ქალებს ყოველთვის მეტს თხოვენ,ვიდრე ქართველ კაცებს🤦
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
დისლაიქების ავტორებო!მაშინ კვარაცხელიას ქართველ ცოლს რატომ იწუნებდით და რატომ ლანძღავდით??ასეა უცხოელებს,შავკანიან რძლებს იცავთ და ქართველ ქალებს ლანძღავთ,გრცხვენოდეთ!

შავკანიანი კალათბურთის მწვრთნელი

მამუკელაშვილს ამერიკელი გელფრენდი ყავს,შოკი მაქვს🤦♂️

როცა ნდობას გრძნობს,სანდრო გაცილებით საიმედო ხდება ხოლმე.დარწმუნებული ვარ,პროგრესს გააგრძელებს.
Irakli Apkhaidze
ან ბალასტის მნიშვნელობა არ იცი, ან ,,რაცხა" სხვა ამბავი ჩანს.. იმას რომ თავი დავანებოთ, რომელ სტატიაზე რას აკომენტარებ...
კეინის დეიდა
ბოლო წამებზე კი არ უნდა სდიო სარდალაშვილო, თავიდანვე უნდა შეუტიო მოწინააღმდეგეს. ეს გრიგალაშვილი რო დიდი ხანია მხოლოდ ბალასტია ნაკრებში, ძნელი მისახვედრია. კაშიას ასაკამდე უნდა აჭიდაოთ?
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"ვიცოდი, როგორი კალათბურთელიც იყო, მაგრამ მისმა ამ უნარებმა გამაოცა" - დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა