მსოფლიოს ჩემპიონატი იმითაა საოცარი, რომ უამრავ ისეთ რამეს ვაწყდებით, რაც შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვრჩეს. ერთ-ერთი ასეთი ამბავი კონგოელი გულშემატკივარი "ლუბუმბუ ვეა" გახლავთ, რომელიც მოედანზე ყველასგან გამორჩეულია. გამორჩეული ფერის კოსტიუმი, 60-იანი წლების რეტრო სათვალე და ზემოთ აღმართული ხელი, უძრავად დგომა მთელი თამაშის განმავლობაში და მნიშვნელობა არ აქვს მისი გუნდი გოლს იტანს თუ უშვებს. საინტერესოა, თუ რას აღნიშნავს ეს ყველაფერი...

თითქოს და ერთი შეხედვით უწყინარი რიტუალის უკან ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი იმალება. კონგო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1974 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაშინ ქვეყანა ზაირის სახელით ასპარეზობდა და დიქტატორ მობუტუ სესე სეკოს რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა. მობუტუ მხოლოდ პოლიტიკით არ შემოიფარგლებოდა, ნაკრების საქმიანობაში აქტიურად ერეოდა და სხვადასხვა ცნობების თანახმად, ფეხბურთელების სელექციასა და შეცვლებზეც კი ახდენდა გავლენას. იმ ტურნირზე ზაირის გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბად შემორჩა.

ამ ისტორიის ფესვები კიდევ უფრო შორს, 1961 წლამდე მიდის. სწორედ მაშინ პატრის ლუმუმბა, დამოუკიდებელი კონგოს პირველი პრემიერ მინისტრი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული გმირი მოკლეს. ლუმუმბა კონგოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა, თუმცა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დააპატიმრეს და მოგვიანებით მოკლეს. ისტორიკოსთა შეფასებით, მის მკვლელობაში ბელგიელი სამხედროებისა და ოფიციალური პირების მონაწილეობაც ფიქსირდებოდა. 4 წლის შემდეგ, 1965 წელს, ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით მობუტუ სესე სეკომ ჩაიგდო ხელში, 1971 წელს ქვეყანას სახელიც შეუცვალა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ზაირად გადააქცია, ეს სახელი 1997 წლამდე შენარჩუნდა.

სწორედ, პატრის ლუმუმბას ხსოვნას უკავშირდება მაიკლ მბოლადინგას ცნობილი პოზირებაც. მისი გაუნძრევლად დგომა ლუმუმბას ერთ-ერთი ცნობილი ძეგლის პოზას იმეორებს და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიდერისადმი მიძღვნილი პატივისცემის გამოხატულებაა.

2025 წლის აფრიკის ერთა თასზე, მბოლადინგას გამოსახულებები ვირუსულად გავრცელდა. მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, თუმცა ამ ისტორია ფაქტობრივად არავინ იცოდა... ალჟირთან, მერვედფინალური შეხვედრა კონგოს მარცხით, 0:1 დასრულდა. ერთ-ერთმა ალჟირელმა ფეხბურთელმა, მოჰამედ ამინ ამურამ მბოლადინგას იმიტაცია გაიმეორა, რაზედაც დიდი დაპირისპირება და სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მოგვიანებით, ალჟირის ნაკრებმა მბოლადინგა საკუთარ სამწვრთნელო ბანაკში მიიწვია და სიმბოლური საჩუქარი, მაისური გადასცა, წარწერით, "ლუმუმბა". როდესაც კონგომ მუნდიალის საგზური მოიპოვა, მბოლადინგა კი სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ამოჩნდა და ისტორიული წარმატების სიმბოლოდ იქცა. მისი პოპულარობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, კონგოელებმა ის ოფიციალურ დელეგაციაში შეიყვანეს, მთლიანი ხარჯები დაუფარეს და ე.წ. საპატიო წევრად აქციეს.

კონგოში ახლა მძიმე ებოლა მძვინვარებს, ქვეყნის რეგულაციებიდან გამომდინარე, პორტუგალიასთან შეხვედრას, რომელიც 1:1 დასრულდა, სავალდებულო კარანტინის გამო ვერ დაესწრო. 24 და 28 ივნისს, კოლუმბიასთან და უზბეკეთთან კი უკვე ადგილზე იქნება და თავისებურად გაამხნევებს ეროვნულ ნაკრებს.

zura222
იაშა ჯან თვითონ ამერიკელებმა აღიარეს რომ ლუმუმბას წინააღმდეგ ბრძოლაში მათი "ინსტრუქტორები" სინამდვილეში საზღვაო ფეხოსნები აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი დაზვერვის დიდი წილიც აღიარეს ლუმუმბას დაჭრაში მოსკოვის ლუმუმბას უნივერსიტეტს რაც შეეხება რუსები კი არა მთელი პატიოსანი მსოფლიო პატივს სცემს ლუმუმბას ხსოვნას და უამრავიქუცა სკოლა და უნივერსიტეტია მთელ მსოფლიოში ლუმუმბას სახელობის! ნელსონ მანდელა ხო მოგწონს ? ხოდა მანდელა ლუმუმბას თავის მასწავლებელს ეძახდა !
ბუჯანგა
პატრის ლუმუმბას დასავლეთის სახელმწიფოები ცივი ომის პერიოდში კომუნიზმის მიმართ სიმპათიებში ადანაშაულებდნენ და ეშინოდათ მისი ანტიკოლონიური, პან-აფრიკული იდეების. აშშ-ის პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის ბრძანებით, CIA-მ ფინანსურად და სამხედრო რესურსებით მხარი დაუჭირა კონგოს აჯანყებულებსა და ბელგიურ ძალებს ლუმუმბას ჩამოსაცილებლად. 1961 წლის 17 იანვარს, კონგოს სეპარატისტულმა მთავრობამ და ბელგიელმა ოფიცრებმა ლუმუმბა დაატყვევეს, სასტიკად აწამეს და კატანგას პროვინციაში, ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმეს...
S.K.K.
რამდენადაც მახსოვს ისტორიიდან კონგო ბელგიის კოლონია იყო. მეფე ლეოპოლდმა გააძრო მაგათ ტყავი კაუჩუკის პლანტაციებში. ისე რომ არ არის გამორიცხული ბელგიური კვალიც (აშშ-ც ჩართული იქნებოდა)
რეზო
მა ვინ მოკლა, იშტოიანმა?
მართლა ამერიკელებმა მოკლეს არადა
იაშა ბიძია ამერიკელებმა მოკლეს ამერიკელებმა
კონტეს მამა
ჩვენც გვჭირდება ერთი ეგეთი ვახტანგ გორგასალი სტადიონზე.)))
იაშა ბიძია
ეს რუსები რა საშინელი ხალხია, ლუმუმბას სახელლი გამოიყენეს იდეოლოგიური კამპანიისთვის, თითქოს ამერიკელებმა მოკლეს და მოსკოვში ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის სახელობის უნივერსიტეტიც კი დააარსეს..
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა