საქართველოს ნაკრების თავკაცის თქმით, მის გუნდს რუსეთის ნაკრებთან გამოცდილება არ ეყო
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა რუსებთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს მატჩის მოსაგებად გამოცდილება არ ეყო. სერბმა სპეციალისტმა ისიც აღიარა, რომ მოწინააღმდეგე გუნდი უფრო ძლიერი იყო.

- რუსეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. ასეთი თამაშებისთვის გამოცდილება გვაკლია. რუსეთის ნაკრები მსგავს ტურნირებზე ძალიან ხშირად გამოდის და 4 წლის წინ ესპანეთში ოქროს მედლებსაც დაეუფლა. ჩვენთვის კი ამ დონეზე ეს მხოლოდ მეორე მატჩი იყო.

მიუხედავად ამისა, გახარებული და ამაყი ვარ, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. დიდი ჩამორჩენა შეამცირეს, ანგარიშში სხვაობა სულ რაღაც 2 ქულამდე დაიყვანეს. მაგრამ რუსეთს უფრო ათლეტური გუნდი ჰყავს. და ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუსეთი დღეს უფრო ძლიერი იყო.

- თქვენს კალათბურთელებს დღევანდელ თამაშში დამატებითი მოტივაცია ჰქონდათ?

- სერბი ვარ და საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი. დიახ, ვიცი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაძაბულია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს ბიჭებს დღეს ამაზე არ უფიქრიათ. ისინი ნებისმიერ სხვა დაპირისპირებაშიც ბოლომდე დაიხარჯებიან. აქ იმისთვის ვართ, რომ კალათბურთი ვითამაშოთ. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ და არა რაღაც სხვა საკითხებზე.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე