ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში წონასწორობა აღდგა. პირველ მატჩში განცდილი დრამატული მარცხის შემდეგ, „ვალენსია ბასკეტმა“ საკუთარ მოედანზე რევანშის აღება მოახერხა და მეორე შეხვედრაში „ბარსელონა“ სრულიად უშანსოდ, 102:75 დაამარცხა. მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 26:11 მოიგეს, მესამე პერიოდში კი კატალონიელებს მხოლოდ 14 ქულა ჩააგდებინეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს. სერიაში ანგარიში 1-1 გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გუნდისთვის ეს საღამო საკმაოდ მძიმე გამოდგა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:52 წუთი გაატარა და თავის გუნდს 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი (40%) გამოიყენა, სამქულიანი არ უსვრია, ხოლო 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა (VAL) ამჯერად 6 შეადგინა, ხოლო მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდის პლუს-მინუს მაჩვენებელი - 8 იყო.

რაც შეეხება ორივე გუნდის სხვა მოთამაშეების მონაგარს: „ბარსელონას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ხოელ პარა აღმოჩნდა 16 ქულითა და 3 მოხსნით, ხოლო ნიკო ლაპროვიტოლამ გუნდს 14 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტით (27) ჯან მონტერო გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, ხოლო ბრენდონ კიმ მასპინძლებს 15 ქულა და 6 მოხსნა მოუტანა.

ახლა ფინალური სერია ბარსელონაში გადაინაცვლებს, სადაც მესამე და მეოთხე მატჩები გაიმართება. კატალონიელებმა ვალენსიაში პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს, მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და თუ მომდევნო ორ შეხვედრას საკუთარ კედლებში მოიგებენ, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლებიან. მომდევნო დაპირისპირება 22 ივნისსაა დაგეგმილი.

GBF.GE

[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება