საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაასრულა. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დღეს, 21 ივნისს, დილის 6:00 საათზე, თბილისიდან პირდაპირი რეისით რიგაში გაფრინდა, საიდანაც ავტობუსით 30 წუთის სავალ მანძილზე მდებარე ზღვისპირა კურორტ იურმალაში გადაინაცვლებს და გენერალურ შეკრებას შეუდგება.

ჩვენს გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.

შემადგენლობა და გეგმა მატჩებამდე

თბილისური შეკრების შედეგად, მთავარმა მწვრთნელმა ლატვიაში წასაყვანი 14-კაციანი შემადგენლობა შეარჩია:

რატი ანდრონიკაშვილი („ალფტანესი“, ისლანდია)

გიორგი ოჩხიკიძე („ს.კ ბათუმი“)

ლუკა ალავიძე („ს.კ ქუთაისი“)დუდა სანაძე („პალმერ ბასკეტი“, ესპანეთი)

სანდრო სანაძე („ს.კ მარგვეთი“)

გიორგი კობახიძე („ს.კ მარგვეთი“)

კახაბერ ჯინჭარაძე („ს.კ ქუთაისი“)

ალექსანდრე ფევაძე („ს.კ თსუ“)

ბექა ბურჯანაძე („გრანადა“, ესპანეთი)

გიორგი კორსანტია („გიპუზკოა ბასკეტი“, ესპანეთი)

ალექსანდრე მერკვილაძე („ოსტენდე“, ბელგია)

გიორგი ტურძილაძე („ს.კ თსუ“)

ვილი ისიანი („ს.კ რუსთავი“)

გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქი“, NBA)

თბილისური ვარჯიშების შემდეგ, გუნდს გამგზავრებამდე შემოუერთდნენ ბექა ბურჯანაძე და ცოტნე ცარციძე. რაც შეეხებათ სხვა წამყვან ლეგიონერებს – ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი მარკის რიდი და სანდრო მამუკელაშვილი გუნდს პირდაპირ ლატვიაში შეუერთდებიან. შენგელია შეკრებაზე მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიას დაასრულებს. სერიაში ანგარიში ამ მომენტისთვის 1:1-ია.

ნაკრები იურმალაში 28 ივნისამდე დარჩება და ოფიციალურ მატჩებამდე ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს:

24 ივნისი (იურმალა): საქართველო – ანგოლა

28 ივნისი (რიგა): საქართველო – ლატვია (ეს მატჩი ზუსტად იმ დარბაზში ჩატარდება, სადაც 3 დღეში ნაკრები ოფიციალურ შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება).

სატურნირო ვითარება მსოფლიო ფორუმის გზაზე

მსოფლიო ფორუმზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის, რომლებიც ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით გაინაწილებენ. ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 4 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია, 2-2 გამარჯვებით უკრაინა და საქართველო მიჰყვებიან, ხოლო დანიას არცერთი მოგება არ აქვს.

დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე ესპანეთსა და საქართველოსთან ერთად უკრაინაც გადავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები ახალ ჯგუფებში დაწყვილდებიან და მხოლოდ იმ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოოდ, ამ ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.

GBF.GE

Dato
წარმატებები
გიგა-ს
ამერიკაშია,არ კადრულობს თბილისს!
გიგა
ბითაძე თუ იყო, მამუკელაშვილი რატო არ იყო თბილისურ შეკრებაზე??
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება