"იბერიას" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას კლუბის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

"იბერიას" ბოლოდროინდელი თამაში არ მაძლევდა იმის წინაპირობას, რომ ევროტურნირებზე არ შევრცხვებოდით.

"სპაერს" ვეთამაშებოდით და ჩვენი კლუბის ძირითადში რომ ვერ ხვდებოდნენ ისეთმა მოთამაშეებმა ბურთი არ დაგვანახეს და ამას რომ ვუყურებ, მშვიდად როგორ უნდა ვიყო?

"სამგურალთან" რამდენიმე კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ გუგა ნერგაძემ კლუბის სპორტულ დირექტორს უთხრა, რომ საკუთარი თავი ამოწურა და წასვლა უნდოდა, ანუ იგივე პრობლემის წინაშე დავდგებოდით, რაც წინა წელს გვქონდა.

"იბერიადან" წასული მწვრთნელებიდან ვინმემ იმას ნახევარს მაინც მიაღწია, რა შედეგიც ჩვენთან ჰქონდათ? იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში "არარატ არმენიასთან" და "ლევადიასთან" ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ და თავის მართლების რეჟიმში ჩვენ, ხელმძღვანელები ვიმყოფებით.

წინა წლებში მომხდარიდან გამომდინარე, დემჩენკოსთან 6 თვეს +1 წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ის ხედავს ჩვენს კლუბში პოტენციალს და იმედია წარმატებას მიაღწევს.

”იძულებულები ვართ, ფეხბურთელებს დავემშვიდობოთ: 3 ფეხბურთელს უკვე დავემშვიდობეთ და ჯამში, ევროტურნირებამდე, მინიმუმ 5 ფეხბურთელი დაგვტოვებს. კლუბი განცხადებებს უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

პირდაპირ გეტყვით, მცდელობა არ დაგვიკლია, რომ საქართველოს ნაკრების უთამაშებელი ფეხბურთელები, მათ შორის, ჩვენი აღზრდილები, უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება არ სურთ.

ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში ან ჩეხეთში, რა ხელფასიცაა, იმაზე ნაკლებ ხელფასს არ ვთავაზობთ, მაგრამ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში არავის უნდა. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი მოტივირებული ფეხბურთელებით შევავსოთ", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

ლევანი
თუ ასეთ ხელფასს სთავაზობთ და ფეხბურთელი ვერ მოგიწვევიათ ე.ი პრობლემა ისევ თქვენში უნდა ეძებოთ. ალბათ უუნაროები ხართ, ვერ არწმუნებთ, არ სჯერათ თქვენი, არ გაქვთ მოწესრიგებული შიდა სტრუქტურა, არც ახალგაზრდის განვითარებისთვისაა სასარგებლო თქვენთან ყოფნა და არც ასაკიანისთვის საინტერესო, ვერც უცხოელებთან ვერ გაქვთ სელექცია. ხელს, რომ იშვერთ მწვრთნელებისკენ, ის მწვრთნელები თქვენი მოყვანილი არ იყვნენ? გუნდი მწვრთნელიდანბდა ფეხბურთელიდან კი არ იწყება, თერაპევტი გყავთ? ფსიქოლოგი? ანალიტიკოსი? ფიზმომზადების მწვრთნელი? დამლაგებელსაც კი არ უხარია თქვენთან მუშაობა და მარტო მოიყვანე ფეხბურთელები 3 თვით, ასე კლუბი არ იქმნება. დავამატებ, რაც ზემოთ დავწერე, ზოგადია, ყველა ქართულ კლუბს ეხება და არამარტო თქვენ. დამლაგებლებს და პერსონალს არ დაუწყოთ ახლა დევნა, ამბები გაგაქვთო. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი
ოჰოო
როდესაც მოვსულვართ სტადიონზე ხო გადაგვყევით დაბრდღვნეს ყველაფერი ისე ითამაშეს კარგით რა ხალხო კარგით რაა არ გივარგათ არაფერი ვაფშე ფეხბურთელებიდან დაწყებული არცერთი არ ვარგააა ვაფშე ვაფშე არაფერში არაფერს არ ვარგვართ საკლუბო ფეხბურთი არის ნოლი ნაკრებიც არის ნოლი ერთადერთი (კვარა მიქა და მამარდა გვყავს მაგრამ მაინც აზრი არაქვს ვერსად ვერ გავალთ აგერ მე აგერ თქვენ ვაფშე არავის წინაღმდეგი არვარ ნეტა ვცდებოდე ამ შემთხვევაში მაგრამ სიმართლეა!
ვაგლახ
ეს კაცი ასე იმიტომ საუბრობს, რომ 'ფეხბურთის განვითარების პროგრამით' 270 მლნ ლარს ვუხდით ჩვენს ფულს აი ამეებს. ამათაც ჰგონიათ, რომ ეს ცხადია 'ეკუთვნით' და ახლა ეს აღარ ჰყოფნით და ჩვენი აღზრდით დაკავდნენ, გვამუნათებენ, სტადიონზე რატომ არ დავდივართ ... ობიექტურად, მეტის ღირსი ვართ.
ლევანი
დედა ლაუკო ლა.ანუ ყველა ამას ატყუებს.გაგიჟდები კაცი:))))
levani

Levani
ქუთაისის ბაში აჩუკმა სპაერთან ქულა მოიპოვა. ძლიერი დაცვა ყავს,გოლს არ უშვებს სახლში
რეზო
სად ნახე, ძმობას გაფიცებ საქ ჩემპიონატში მოტყუებული კაცი ?
მწარე
ყველას აზრს პატივს ვცემ გინდ იყოს გულშემატკივარი და გინდაც პრეზიდენტი, თუმცა ჩემ აზრზე ვრჩები, საქაართველოში თამაშობენ მოძველებულ ფეხბურთს. აქ პატივს მხოლოდ მატაობას და დრიბლინგს სცემენ და მერე დარნაჩენს. ჩემი აზრით მთავარი უნდა იყოს აზროვნება მოედანზე. სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. თუნდაც სტანდარტული გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე უაზრო მატაობა. თუ მესი ხარ, კვარა, ან სხვა ეგეთი კი ბატონო იმატავე, მაგრამ ჯერ გახდი ეგეთი.
555
პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ჩემპიონატის ფორმატი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.კლასიკური, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემის დადებით მხარეზე ბევრი დაიწერა და არ ღირს კიდე დაკონკრეტება. გადავიდეთ და ნახავთ უკეთესობას, ყოველ შემთხვევაში ამაზე ქვევით ვეღარც წავალთ, 2 ქვეყანას ვუსწრებთ რეიტინგში. მერე ნელ ნელა სხვა ნიუანსებიც უნდა გამოსწორდეს და იქნებ გათენდეს.
Zaza
ტექნიკური გათვლააა თუ გავიდნენ ჯგუფურ ეტაპზე პრეზიდენტის დამსახურებაა თუ არადა მწვრთნელის. Სამ თვეში გინდა 6 თვეში როგორ უნდა მოამზადოს მწვრთნელმა?
დავითი
იგივე სცენას ატრიალებს რაც წინა წლებში გააკეთა. უნდა ახლა მწვრთნელს გადააბრალოს. წრეზე დადიან და თვალში ნაცარს გვაყრის და ითხოვს რომ სტადიონზე მივიდეს ხალხი. ვინც დავდივართ ვხედავთ კარგად რაც ხდება.
ტიტე
იბერიას და თვითონ ტარიელ ხეჩიკაშვილს რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ როგორც ევრო სარბიელზე ასევე საშინაო ასპარეზზე, მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი საკუთარ ფულს ხარჯავს, მაგრამ ბატონო ტარიელ ძალიან ავად მენიშნა თქვენი ნათქვამი, რომ იბერიაში დაწუნებულმა ფეხბურთელებმა, რომლებიც მეორე გუნდშიც ვერ ხვდებოდნენ ბურთი არ დაანახეს საქართველოს ჩემპიონს, სელექციის და კლუბის მართველობაში გქონიათ უდიდესი პრობლემა, ამას მწვრთნელების ცვლილება ვერ უშველის, იქნებ მთავარი გუნდის მწვრთნელებამდე ვერც მიდიან ისეთი ფეხბურთელები რომლებიც მერე ამავე გუნდს ბურთს დაუმალავენ, ფუნდამენტური პრობლემები გქონიათ კლუბში, რეალურად შეიძლება ითქვას წყალს ატანთ იმ ფულს რასაც ხარჯავთ და თქვენივე გარემოცვაში ხომ არ მდიდრდება ვინმე თქვენ ხარჯზე და იბერიას დასუსტების ხარჯზე.
საჩინო
სტადიონზე მაყურებელი არ მოდის და ჩვენი ჭ ლიგების ლეგიონერები ამიტომ არ ბრუნდებიანო.ყველას გასაგონად ვამბობ ჩემ აზრს,____ გუნდებმა ფეხბურთი უნდა ითამაშონ და მაყურებელს თქვენი დამოძღვრა და მოწოდება არ დაჭირდება.რაღაც აბსურდულ აზრებს გვახვევთ თავზე ქართული ფეხბურთის მესვეურები,სტადიონზე ,რომ არ დადიხართ მიტომ არის დაბალი დონეო.სად მეპატიჟები და რა ნამუსით სვარკაზე ? ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ,ნამდვილი შეჯიბრი და სანახაობა მაჩვენოთ და მერე თუ არ მოვიდე ,აი ,ე მაშინ დამანამუსეთ.
სიმართლე
ხოდა ტარიელი რო გამოვიდა გუშინ და ილაპარაკა კორღალიძემ წასვლა მთხოვაო ევროტურნირის წინო ზუსტად მაგიტომ მიდიოდა 10 ფეხბურთელი რო გაუშვეს ჩემპიონობის მერე და ერთი კვირით ადრე 2 ლეგიონერი რო მოუყვანეს მაგრამ არ გაუშვეს,პასუხისმგებლიანი კაცია და გამიშვოო უთხრა და არ გაუშვეს,აგერ თვითონ გამოვიდა პრეზიდენტი და თვითონ თქვა და მეტი რაღა უნდა ექნა კორღალიძეს,რო წააგო ლევადიასთან გამოვიდა ბოდიში მოიხადა და წავიდა,მეტი რა ექნა,თუ ბოლომდე უნდა გადაუაროთ და მაგას ელოდებოდით
ლევანი
ვიზე აქ საუბარი და ვინც იყვნენ მაგ დროს მწვრთნელები.არარატან როგორც მახსოვს ჭიაბრიშვილი იყო.და ლევადიასთან კიდევ კორგალანთ ბიწი:))) ისე ფეხბურთელი 2 კვირით ადრე არ უნდა მოიყვანო გუნდში სანამ ევრო ტურნირები დაიწყება.გაიგე ტარიელ იგივე შეცდომას აკეტებ ეხლაც!რაც შეხებათ მწვღთნელებს რასაც ვაკვირდები კრუგზე დარბიან ტიპები.ვინმე ახალგაზრდას შანში არ აქვთ.აი ვტქვად გეგუჩაძე ჭიაბრიშვილი ჩხეტიანი.და რავიცი კიდევ არიან დამოუკიდებელი ვითომ მწვრთნელები.ტან იმხელა ხელფასებს ითხოვენ არაფერში ნოლი შედეგები.ვიგაცები ყავთ და კრიშავენ.ახალგაზრდა მწვღტნელს მიზერული შანში აქ თუ ვინმემ არ გყავს.ეხლა რაც შეხება ამ ტარიელას და ბევრ სხვა გუნდის უფროსებს...რო გვამადლით ფულს ვხარჯავთო შეიძლება უბრალო გულშემატკივრებმა არ იციან.და ზუსტად ვიცით ეს გუნდები ძალიან გეხმარებათ ფულის გატეტრებაში.და საკმაოდ კარგად გამოგდით.ასე რომ თქვენ ისე არაფერს დახარჯავთ და ნუ გვაგოიმებთ....არ წაიგეს ტვინი.უეფა იწყება და 2 კვირით ადრე მოყავს ფეხბურთელი რატომ იმიტომ რომ ფული არ უნდა დახარჯოს და თუ რამე მწვრთნელს გადაბრალოს ესა.მანდაც კორგალიზეს ბრალიც არის უნდა ეტქვა მე წავედი.არ წავიდა კი ვნახედ რაც მოხდა
Givi
ვერაფრით მივხვდი ვის გულისხმობს ნაკრების უთამაშებელ ფეხბურთელებში, ქოჩორა ან აზაროვი იგულისხმა თუ მამარდა?
მ. კლდიაშვილი
ეს რა დონის აფერისტიც არის ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ქვეყნის ტრაგედია ის არის, რომ ამის ხელქვეითი, რომელიც ფეხბურთის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა და რომელმაც თავი გაფლანგული მილიონებით და ევროტურნირებზე მრავალწლიანი კრახით დაგვამახსოვრა დღეს დაწინაურებული არია და სპორტს ხელმძღვანელობს.
მწვრთნელი
სირცხვილი არის კაცად რომ არ ვარგიხარ ადამიანი და არა ის რომ ფეხბურთში ვუღაც დაგამარცხებს,ასერომ ეს მოგონილი ფრაზა და თავის მართლება თქვენთვის დაიტოვეთ.პასუხისმგებლობაა და აეა სირცხვილი და მეტი რაღა ექნათ მწვრთნელებს ადგნენ და წავიდნენ გუნდიდან პასუხისმგებლობას რო გრძნობდნენ და იმედგაცრუებისთვის ბოდიშიც მოიხადეს.
მირო
ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის,მისი პრესტიჟის ამაღლებისა და ტრიბუნაზე გულშემატკივრის დაბრუნებისათვის ფეხბურთის ფედერაცია არ აკეთებს არაფერს,გულზე ხელდაკრეფილი უყურებს ამ კატასტროფას.ეს ხდება ქვეყანაში,სადაც ფეხბურთს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და ერთ დაძახილზე სტადიონი მსურველებს ვერ იტევს.
ვახტანგი
საქართველოში მსხვილი “ბიზნესმენების” თაღლითი და აფერისტია. ესეც მაგათიანია, ევროპის 55 ქვეყანაში 53-ე ადგილზე ვართ საკლუბო ჩემპიონატების რეიტინგში, ჩვენზე წინ არიან ანდორა, მალტა, ფარერები, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი ანუ ჯუჯა ქვეყნებიც კი, ასევე სამოყვარულო 5 ქვეყნის ჩემპიონატი და მეხანძრეების გუნდები გვიგებენ, შაბათ-კვირას და საღამოობით რომ თამაშობენ გასართობად. ეს კიდევ ხან ჭიჭიკოს აბრალებს და ხან ბიჭიკოს უსირცხვილო ადამიანი ხარ, იბეროა მაინც არ დაარქვა კლუბს, დაარქვი ხეჩიკას ხუშტურები ფიფია და ეს ორივე გასაგდებია ამ სფეროდან!
უკანპასა ნაკრების გულშემატკივარი
რა შუაშია ცარიელი ტრიბუნები? ხელფასიც მეტი აქვთ და ნორმალურ ქვეყნებში უნდათ ცხოვრება, ანუ ევროპაში.
გიორგი
ამათ უტიფრობას საზღვარი არააქ ჯერაა დინამოს პრეზიდენტის დაპირებები ხან სტადიონიო ხან ვყიდიო იქეთ ტორპედოს პრეზიდენტია თუ ვინცაა ყოველ გამოსვლაში იტყუება ბიჭო ტყუილს ვერ ვხდებიით?!
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
მსოფლიოს ჩემპიონი მალე პსჟ-ში გადავა
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
მუდრიკის დისკვალიფიკაცია გაუქმდა - უკრაინელს ყველა ბრალდება მოეხსნა და მოედანს დაუბრუნდება
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა
UEFA-ს ბოიკოტი დადასტურდა - ევროპის საფეხბურთო ასოციაციები FIFA-ს ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ
[VIDEO] "აუცილებლად უნდა გაიყიდოს" - "ლივერპულის" ფეხბურთელის ქმედება, რის გამოც ქომაგები მოთამაშის გაყიდვას ითხოვენ
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] თქვა და შეასრულა - რა ვიდეო გაავრცელა "ჟალგირისის" პრეზიდენტმა "დინამოს" დამარცხების შემდეგ და რას წერს ლიეტუველთა მთავარი აქციონერი
"შთამბეჭდავია და კაკას მოგვაგონებს" - "უდინეზემ" ჩაკვეტაძე წარადგინა
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა