დიდი გამარჯვება მანუჩარ მარკოიშვილისთვის. სეზონი ქართველმა მწვრთნელმა საფრანგეთის ჩემპიონობით დახურა! ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში მისმა გაწვრთნილმა მონაკომ სტუმრად, პარიზში, ამ ქალაქის სახელით მოასპარეზე გუნდი დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს – ჩემპიონობას დაეპატრონა.

ამ ამბავს მარკოიშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2025/2026 წლების სეზონის შუაწელში, მას შემდეგ რაც ვასილის სპანულისმა „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ფრანგული გრანდი დროებითი უთავკაცობის პერიოდში აღმოჩნდა. სანამ კლუბის ხელმძღვანელობა ახალი სტრატეგიული დამრიგებლის ძიებით იყო დაკავებული, გუნდის მართვის სადავეები სამწვრთნელო შტაბის წევრს, მანუჩარ მარკოიშვილს მიანდვეს და ეს შანსი ქართველმა სპეციალისტმა ფენომენალურად გამოიყენა.

ევროლიგაზე მოპოვებული შთამბეჭდავი, ზედიზედ გამარჯვებების სერიის შემდეგ, კლუბის მესვეურებმა ახალი მწვრთნელის ძებნა საერთოდ შეწყვიტეს — დღის წესრიგიდან მოიხსნა მარკოიშვილის ჩანაცვლების საკითხი და „მანუმ“ ხელმძღვანელობისგან სრული, უპირობო ნდობა დაიმსახურა.

ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით, გუნდმა ჯერ ევროლიგის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა, შემდეგ საფრანგეთის თასს დაეუფლა, დღეს კი ამ დაუჯერებელ სეზონს დიდებული წერტილი დაუსვა. საფრანგეთის ჩემპიონატის (LNB) ფინალური სერიის გადამწყვეტ, დრამატულ მატჩში „მონაკომ“ სტუმრად „პარიზი“ 101:92 დაამარცხა და საჩემპიონო ტიტული მოიპოვა!

მანუჩარ მარკოიშვილისთვის ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული, დაუვიწყარი და ტრიუმფალური სეზონი, რომლითაც მან ევროპულ საკალათბურთო ელიტაში და სამწვრთნელო წრეებში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა!

GBF

სტატუს ქუო
ყოჩაღ, მანუჩარ, გილოცავთ.
ჟორა
დიდებულია, გილოცავ ასე გააგრძელე.
rona
გაუშვით ჯიკიჩი, მოიყვანეთ მანუ.
იუკა
ვულოცავ მანუს.პაროდიაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ფედერაციამ 18 წლამდელების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დანიშნა.
აქ რაღაცა ამბავია )
დემბელეს დედას ჰქვია ფატიმატა.ის არის მავრიტანიელი და პრინციპში არ უნდა იცოდეს ქართული ენა. )
რეზო
რა მავარია. მაგრად გამეხარდა.
ბრავო მარკოიშვილს
ვულოცავ წამატებას. სასიხსრულოა მარკოიშვილის მიღწევა, ასეთი რამ პირველად ხდება სპორტულ ისტორიაში, ქართველი მწვრთნელის დამოძღვრილმა გუნდმა ევროპაში ჩემპიონობა მოიპოვა. ჯერ არცერთ სახეობაში ეს არ მომხდარა და იმედია ეს პირველი მერცხალი ფეხბურთშიც ოდესმე იქნება.
გულშემატკივარი
Flashscore-ზე ისევ სპანულისი წერია მწვრთნელად.
დემბელეს დედა თამთა
ჩაანაცვლეთ სანიკიძე, ღმერთს მაინც არაფერში უქნია.
ვაგლახ
ძაალიან სასიხარულოა! კალათბურთის ფედერაციამ ცოტა ნაკლებად პათოსური სადღეგრძელოები რომ წეროს არ შეიძლება? :) ასე ნორმალურია, ძახილის ნიშნებით სპორტული სიახლეების წერა? "... ჭეშმარიტად ისტორიული, დაუვიწყარი და ტრიუმფალური სეზონი, რომლითაც მან ევროპულ საკალათბურთო ელიტაში და სამწვრთნელო წრეებში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა!"
გიორგი
შთამბეჭდავი მიღწევაა კიდევ ერთი ქართველი რომელმაც საქართველო ასახელა !!👍
შენ გენაცვალე
ყველასთვის საყვარელი მანუ. გილოცავთ.
Rigiti
გილოცავ მანუ!!!!! მოთამაშეც მაგარი იყო და მწვრთნელი ხომ ... ერთადერთი ნათელი წერტილი ქართული კალათბურთის სამწვრთნელო ასპარეზზე. დიდი ალბათობით ახლო მომავალში კარგად ხნით გადაიჭრება მწვრთნელის პრობლემა საქართველოში! წარმატებები მანუ!!!!!!!!
ჯარისკაცი
ბრავო, მარკო! გილოცავთ!
Solo
აიტ!
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ