მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა. ამ დონის ტურნირზე ყველა მაქსიმალურადაა ჩართული და ცდილობს, არაფერი გამორჩეს. ყველაფერი ეს მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვს, მომავლის კონტურებით.

ვინ გაგვიცრუა იმედი?

პირველი ტურისგან განსხვავებით, როცა მისი თამაშით აღფრთოვანებული ვიყავით, ახლა ყველაზე დიდი იმედგაცრუება ინგლისის ნაკრებისგან მივიღეთ. მაშინაც დავწერეთ, რომ ინგლისელებს ორ სტილში თამაში შეეძლოთ, მაგრამ რაც განასთან ვნახეთ, ეს არც პრაგმატულობით შედეგის მიღწევის უნარია და არც სხვა რამ. ტუხელის გუნდს აკლდა ფანტაზია, მრავალფეროვნება და დაცვაში მწყობრად მოთამაშე მეტოქის გატეხვის უნარი. არადა, პლეი-ოფში ასეთი მეტი მოწინააღმდეგე იქნება. გასაგებია ჰარი კეინის ფორმა, დონე და მნიშვნელობა, თუმცა გუნდის ერთ ფეხბურთელის კარგ თამაშზე ამ დოზით დამოკიდებულება, თუკი ის მესი არაა, კარგის ნიშანი ვერ იქნება.

რაც პოზიტივი გამოჩნდა, საკამა და რაშფორდმა მეტი დრო უნდა მიიღონ, თუკი მწვრთნელი თავის ახირებებში არ გაიხლართება. ტუხელს გუნდში არაბეთში მოთამაშე ტონი ჰყავს, რომელიც სხვა დროს სად უნდა გამოიყენოს, თუ არა მაშინ, როცა თამაშის სცენარი შესაცვლელია და გოლი გასატანი, რთული სათქმელია. იმავეს თქმა "ასტონ ვილას" ფორვარდ უოტკინსზეც შეიძლება.

თუ იმედგაცრუებაზე ვსაუბრობთ, ეს თურქეთის ნაკრები გამოდგა. მონტელას გუნდმა მართლაც ვერ დაიჭირა ის ემოციური მომენტი, რის შესახებაც ვთქვით და რაც ასე სჭირდებოდათ. საბოლოოდ კი თურქები არდასა თუ ჩალჰანოღლუს აფეთქებაზე დამოკიდებულები გახდნენ, მათმა შემტევებმა კი, მაგალითად, აქტეროღლუმ, საშუალო კლასიც ვერ გვაჩვენეს.

ჯერჯერობით ბელგიის ნაკრები ცუდად გამოიყურება. ჯგუფიდან გასვლას ბოლო ტურში მაინც შეძლებენ, მაგრამ ერთი შეხედვით სუსტ ჯგუფში ეს საკმარისი არაა.

ვის აღმაფრენასაც ველოდით...

პირველი ტურის შეჯამებაში როგორც ვთქვით, ესპანეთის ნაკრების რესურსი დიდია და მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვინახავს.

მეორე ტურმა აჩვენა, რომ ოლმოს ამ გუნდში დიდი ფასი გააჩნია და პირველ მატჩში მის ნაცვლად გავის გამოჩენა ცოტა უცნაურიც კი იყო.

"ფურია როხას" კარგად ჰქონდა ათვისებული ერთი მეთოდი - კონკრეტულ ფლანგზე კონცენტრირება და ამით საპირისპირო ფრთაზე სივრცეების გახსნა, რასაც დიდებულად იყენებდნენ.

იამალი და უილიამსი ჯერ კიდევ არ "დაქოქილან" და ესპანელები ისეთ გუნდს ჰგვანან, პიკს ფინალისკენ რომ მიაღწევენ.

აღმაფრენა გამოუვიდა პორტუგალიის ნაკრებსა და რონალდოს, მათი თამაში სასიამოვნო საყურებელი იყო. რა იქნება უფრო რთულ მეტოქესთან, ერთად ვნახავთ, ახლა კი რაც გამოჩნდა, მწვრთნელს ფეხბურთელებთან კარგად ჰქონდა გაანალიზებული ვითარება, გამოხმაურებები, ლიდერ რონალდოსთან დამოკიდებილებების მნიშვნელობა და ამან შედეგი გამოიღო.

რბოლა

შესაძლოა, ჯგუფური ეტაპი დაძაბული არაა, მაგრამ დაძაბულობა ბომბარდირებს შორის შედგა.

ჯერ ლეო მესიმ გადაწყვიტა, არა მხოლოდ კლოზეს რეკორდი დაემხო, მეტზეც ეფიქრა და მისით კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავით; არგენტინელს კილიან მბაპე არ ჩამორჩა, ვინც მუნდიალებზე განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა; ამასობაში, ერლინგ ჰოლანდი ამ მარაქაში დიდებულად გაერია და მეტოქეებს შიშის ზარს სცემს; რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მეექვსე მუნდიალზე გაიტანა; თავისი თამასა ვინისიუსსაც უჭირავს, ბოლო ამოვარდნის მიუხედავად, ამ რბოლას ჰარი კეინი აუცილებლად შეუერთდება და პლეი-ოფში ყველაფერი ახალი ძალით გაგრძელდება.

პლეი-ოფი

გერმანიის ნაკრებმა თითქოს ცოტა ხანი დაფიქრდა, უღირდა თუ არა ბრძოლა პირველი ადგილისთვის, მომავალი ბადიდან გამომდინარე, საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა, გაემარჯვა. შესაძლო მეტოქეების არჩევა თითქოს ყოველთვის ხდება და უმეტეს შემთხვევაში, კარგად არ მთავრდება.

თუკი საფრანგეთის ნაკრები ნორვეგიასთან ბოლო ტურში არ წააგებს, პირველზე გავა და მერვედფინალში გერმანიასთან გადაკვეთა ელის(ჯერ 1/16-ფინალს უნდა გაიარონ). ესპანეთის ნაკრებს პირველ ადგილზე განვიხილავთ, შესაბამისად ფინალამდე ისიც მათ გზაზეა, ამიტომაც იქნებ ფრანგებს ერჩივნოთ კიდეც, ამ მხარეს ნორვეგიელები "შემოუშვან."

ბადის ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა, ჯგუფში როგორ გადანაწილდებიან ბრაზილია და მაროკო, ასევე ნიდერლანდები და იაპონია. პლეი-ოფში ეს საკმაოდ დიდ განსხვავებას იძლევა.

ბადის მეორე მხარიდან რაც ვიცით, არგენტინისა და დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრებები აქ მთავარ ამინდს შექმნიან. თუკი პორტუგალიას პირველობა და უფრო იოლი გზა სურს, კოლუმბია უნდა დაამარცხოს.

საინტერესო მესამე ტურს ველით -პლეი-ოფამდე!

ჯაბა
მე კალატოზმა გამიცრუა იმედი!
Travelman
შენ ალბათ მარადონა სახელიგაქვს გაგონილი
დავგუგლე(მოვიძიე გუგლსა შინა)
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირებში დიეგო მარადონა რვა(8) გატანილი გოლით იკავებს ოცდამეშვიდე ადგილს.ამ ადგილს მის გარდა იკავებს კიდევ შვიდი ფეხბურთელი - გილიერმო სტაბილე(არგენტინა),ლეონიდასი(ბრაზილია)ადემირი(ბრაზილია),ოსკარ მიგესი(ურუგვაი),ნეიმარი(ბრაზილია),რივალდო(ბრაზილია),რუდი ფიოლერი(გერმანია),მერვე თავად დიეგო მარადონა(არგენტინა). ყველა მათგანს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში გატანილი აქვს 8 გოლი. რვა გოლის გამტანი რვაკაციანი სია თქვენს თვალწინაა.)
goga
ბონდოს 1.1982 წლამდე 16 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც თითქმის თანაბარი ძალის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, (წარმოიდგინეთ დღევანდელ რეალობაში, მაქსიმუმ 6 მატჩში 13 და 10 გოლის გატანა, როგორია?) შემდეგ 24-იანი და 32-იანი და ახლა ხომ საერთოდ "ვედრა" ფეხბურთელი ლარადაა. 2.წითელი და ყვითელი ბარათები შემოიღეს 1970წ. მანამდე მხოლოდ ჩხუბის გამო აძევებდნენ ფეხბურთელებს, ისიც პოლიციის ჩარევით, ვინაიდან მსაჯის გადაწყვეტილებას დამნაშავე არ ეთანხმებოდა. ამის გამო იმ დროის ვარსკვლავებს უბრალოდ ჩეხავდნენ და ასე ცდილობდნენ მათ განეიტრალებას. ბარათების მოქმედების დროსაც მეტის უფლება ჰქონდათ ფეხბურთელებს, ასეთი სიმკაცრე დაახლოებით 2000 წლებიდან გაჩნდა. ნახეთ პორტუგალია-ბრაზილიის 1966წ. თამაშის ის მომენტი სადაც პელეს ფეხებს ამტვრევენ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თუნდაც 1982 წლის ჩემპიონატი გავიხსენოთ - როგორც მარადონას ეთამაშებოდა ჯენტილე, დღეს რომ მესის, მსგავსად ეთამაშო, გაგაძევებენ კი არა, პირდაპირ მოედანზე დაგადებენ ბორკილებს. ამიტომ არ შეიძლება იმ პერიოდის დღევანდელთან შედარება.
სერგო ორჯონიკიძე
სიურპრიზი აუცილებლად გველოდება
gzp
2026 მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი 40+ მოთამაშე თამაშობს. Craig Gordon (43)Cristiano Ronaldo (41)Luka Modrić (40)Edin Džeko (40)Manuel Neuer (40)Guillermo Ochoa (40)Vozinha (40)Fernando Muslera (40). სხვა ყველა წინა ჩემპიონატზე მხოლოდ 1 ან 0 მოთამაშე იყო.
ბონდო
მე იცი რა მიკვირს მარადონაა რატომ არაა გოლებით ათეულში მსოფლიო ჩემპიონატზე..ამის მერე კიდევ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია?!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა