"ბატეს" პრეზიდენტი, რომლის გუნდსაც ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" მოუწევს თამაში, ლიონელ მესიზე საუბრობს
"ბატეს" პრეზიდენტი ანატოლი კაპსკი, რომლის გუნდსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონასთან" მოუწევს თამაში, კატალონიური კლუბის ფორვარდ ლიონელ მესიზე საუბრობს.

როდესაც ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა, რომ მისი გუნდის რომელიმე ფეხბურთელმა არგენტინელ ფეხბურთელს თამაშის შემდეგ მაისური გამოართვას, კაპსკიმ უპასუხა:

"ბარსელონასთვის" სამი ქულის ართმევას თუ შევძლებთ, მაშინ ნებისმიერი მაისური სულერთია. თუ არა, სურვილიც არ მაქვს. წარუმატებლობას მძიმედ განვიცდი, თუმცა განსაკუთრებული შემთხვევებიც არსებობს. მაგალითად, "რეალთან" მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე. ჩვენ წავაგეთ. თამაშის შემდეგ კი ჩვენს გასახდელში რაული მოვიდა და საშა იურევიჩისთვის მაისური მოიტანა. წარმოგიდგენიათ, როგორი თვალებით უყურებდნენ მას ბიჭები?

მესი ვიცი, რომ ასეთივე უბრალო და გახსნილი ადამიანია. ის დიდი ფეხბურთელია - მსოფლიოში საუკეთესო. მაგრამ ცხოვრებაში კომუნიკაბელურ და კეთილ ბიჭად რჩება. ყველაფერში - გულშემატკივრებთან ურთიერთობაში, პარტნიორებთან... საშა გლები მასზე ბევრს მიყვებოდა. ამბობდა, რომ მესის მხოლოდ ერთი "ნაკლი" აქვს. ვარჯიშზე ორი ბურთი უნდა მისცე. ერთი მისთვის ცოტაა", - თქვა კაპსკიმ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე