News Makers-ის Youtube არხზე გადაცემა "ყვითელი ბარათის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი იყო, რომელმაც ბევრ თემაზე და მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ეროვნულ გუნდს 2026 წლის მუნდიალზე გასვლა შეეძლო, მაგრამ მან თავისი აზრით ამ წარუმატებლობის მიზეზი ახსნა.

"მსურდა ჩემი კარიერა მაჟორულ ნოტაზე დამესრულებინა, რადგან მჯეროდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, თუმცა მე როგორც გიორგი გველესიანი, ნაკრებში გარკვეული მიზეზების გამო გამოძახებული აღარ ვიყავი.

შემდეგ კარიერაშიც ისე არ დამილაგდა ყველაფერი, როგორც მე მსურდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესია, რადგან როდესაც ნაკრების წევრი ხარ და თამაშობ, კლუბშიც სხვა ნოტაზე ხარ.

12-დღიანი ომი დაემთხვა, სანამ კონკრეტულ კლუბთან მოვაწერდი კონტრაქტზე ხელს და როდესაც უკვე ეს შემეძლო, სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილი იყო. შემდეგ მომიწია გუნდთან ჩემთვის ყველაზე არასახარბიელო შემოთავაზებაზე დათანხმება.

მარტივად, რომ ავხსნა, თუ ვინმეს ვუხდი X თანხას და სხვას ვუხდი ორჯერ ნაკლებს, ჩემთვის X თანხა უფრო პრიორიტეტულია. რა თქმა უნდა, ნაკრებს თავისი პრიორიტეტები გააჩნია და მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გამოიძახოს.

ის ფორმა, რაც ჩემს არ გამოძახებას მოყვა, მატჩის წინ თუ მის შემდეგ, ჩემი გვარი რამდენჯერმე გაჟღერდა. პარადოქსულია ასაკზე საუბარი, მაგრამ 33 წლის ვიყავი როდესაც გამომიძახეს და ასევე 33 წლის ვიყავი, როდესაც აღარ დამიძახეს.

ეს პანაცეა, რომ გინდა თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ, რამდენად სამართლიანია?! არის თუ არა 33 წლის ფეხბურთელი ხანდაზმული?! გააჩნია მეტაბოლიზმს, რა წონაა და ა.შ. ბევრი დეტალია.

ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა მაქვს 9 წელია და მას მუდმივად ვმკურნალობ. ეს ჯაფა რაც ამ დროის განმავლობაში მაქვს ჩაყრილი, ფიზიკური მომზადებისა და მზადყოფნისთვის, მინდორზე გასვლისთვის კილოგრამებით ტკივილგამაყუჩებლები მაქვს მიღებული, ცოტა მენანება.

ეს ყოველივე გარკვეულწილად გულდასაწყვეტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. მინდოდა ბოლომდე მებრძოლა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო.

დიდი შეცდომა დავუშვით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ან სხვა ვინმე არ გამოიძახეს, მაგრამ რაღაცები აურ-დაურიეთ, რისი უფლებაც არ გვქონდა. ფეხბურთში ყველაფრის მიწერება გამართლებაზე არ შეგვიძლია. წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, დავიმსახურეთ, მაგრამ წარმატებას შესაძლოა მოყვებოდეს კრიზისი და ზოგჯერ ასეც ხდება.

თუმცა, როდესაც რაღაცების არასწორედ კეთებას იწყებ, მაგალითისთვის გადააწყობ ტაქტიკას და მიზეზად მოგყავს, 3-მცველიან ტაქტიკაში შეტევაში კაცი გაკლდება, ეს ძალიან პროფანული შეფასებაა.

თუ სწორად დგახარ, შეუძლებელია 3 მცველიან ტაქტიკაში შეტევაში კაცი გაკლდებოდეს. მერე ისევ 3 მცველიან ტაქტიკაზე გადმოწყობა მოგვიწია. იმ მომენტში და იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა ის ტაქტიკა და მონახაზი, რომელმაც წარმატება მოგვიტანა, რაც არ იყო გადაბერებული და დრომოჭმული, შევცვალეთ.

დრომ გამოაჩინა, რომ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის?! ეხლა ეს ძალიან აბსტრაქტული საუბარი და მსჯელობაა, თუმცა მე ამაზე ჩემი აზრი გამაჩნია.

ფეხბურთი არ დაიყვანება რაღაც დეტალებზე, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითს ავიღებ და მე თქვენ პირადად გესაუბრებით (ჟურნალისტს) პირდაპირ გეუბნებით თქვენს პლუსებსა და მინუსებზე და თუ სამსახურიდან თქვენი გაშვება მომიწევს, ამას პირადად გავაკეთებ და არა პრესკონფერენციიდან. ეს ჩემთვის მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ემოციური ბმა არის. ამ ყოველივეს წყენით არ ვამბობ, ყველა თავისებურად იქცევა, მაგრამ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა.

ეს ყოველივე უკვე წარსულია და ნაკრები მომავლისკენ უნდა იყურებოდეს, სადაც ჩემი ადგილი არ არის და ამ ფაქტს უკვე შეგუებული ვარ. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება? - მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც მაქსიმალური მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

არ ვაპირებ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას, რადგან ის მოტივაცია და ცეცხლი, როდესაც არ გამაჩნია და რაღაც დიდისთვის არ ვიბრძვი, უკვე მცირე მიზნებისთვის ბრძოლა არ მინდა. არ არის გამორიცხული მომავალში სადმე მიხილოთ, მაგრამ დღეს და ხვალ ამას არ ვგეგმავ", - თქვა გველესიანმა.

სერგო
სანიოლმა თავი ამოწურა ... დროა ახალ ღირსეულ მწვრთნელზე ვიფიქროთ დაჩქარებული წესით რადგან ვირის პრიმიტიული ტაქტიკა და მეთოდები უკვე კარგად გაშიფრულია და აუცილებელია ახალი სისხლის გადასხმა. უბრალოდ ვირი უნდა წავიდეს. რაც გაუმართლა და ბიჭების ენთუაზმით მოიპოვა შეირგოს და წავიდეს. ძალიან დასანანია რომ ის არც ვეტერანებს და არც ახალგაზრდებს ( მაგ. ლომინაძეს ) წყალობს ... სანამ ჯერ კიდევ არის დრო შევცვალოთ ვირი
'საღი აზრი"-ს
სხვაობას ვერ ხედავთ? თქვენ ნაკრებში თამაშის პრეტენზია ხო არ გაქვთ? მგონი არა და გველესიანს კი აქვს

ამ პოსტის ავტორი,თვითონაც 34 წელია,რაც საქართველოდან ყოფილა წასული.ძალიან ცოტა იქნება ისთი,ვისაც უცხოეთში ცხოვრების ამხელა გამოცდილება ჰქონდეს და თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე რომ გვესაუბრება,ორიოდე სიტყვით როგორ უნდა გამოხატოს,ყველაფერი?რუსთაველი შაირობაზე ლაპარაკობს,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო,თორემ ვეფხისტყაოსანზე ვერავინ იტყვის,მოკლედ თქვაო.სამწუხაროდ დისლაიქების ავტორები,ალბათ იმაზე არც ფიქრობენ,რას ამბობობსო,ეს კაცი.არადა უნდა იფიქრონ.წინა კაცი,უკანა კაცის ხიდიაო,უთქვამთ და სწორედ ეს ადამიანია ის წინა კაცი,ვინც საკუთარ მწარე გამოცდილებას გიზიარებთ. სამწუხაროდ,ქართველებს ფიქრზე მეტად ყველაფრის სხვაზე და შემთხვევითობებზე გადაბრალება გვირჩევნია,ჩვენ სისულელეებზე კი,ვიღაცა ოხრები ნახულობენ ხეირს.
დავითი
რა რიკარდოს ეკონომიკა ემპირია და აპრიორი აუტყდა? ფუტბალისტი ხარ თუ ნოდარა მელაძე. ესპანეთმა რო გოლები გაგიტანა 7 ცალი იმაზე ილაპარაკე.
Emgranti
1. მოძველებული „საბჭოთა“ მენტალიტეტი საქართველოში ბევრ მწვრთნელს საფეხბურთო განათლება მიღებული აქვს ძველი, საბჭოთა სისტემით, სადაც სპორტსმენის აღზრდა ასოცირდებოდა „ყაზარმულ რეჟიმთან“ და წვალებასთან. მათ დღესაც სჯერათ, რომ ბავშვი თუ ორჯერადად არ დაიტვირთა, თუ სული არ ძვრება ვარჯიშზე და სახლთან ახლოსაა, ის ფეხბურთელი ვერ გახდება. მათ არ იციან თანამედროვე სპორტული ფიზიოლოგია, რომელიც ამბობს, რომ 11 წლამდე ბავშვს სჭირდება სისწრაფე და ტექნიკა, და არა ორკვირიანი „ფიზიკური გამძლეობის“ თესვა. 2. კომერციული (ფულის საშოვნელი) ინტერესი ეს არის ყველაზე სევდიანი რეალობა. საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის დიდი ნაწილი მშობლების ჯიბეზე დგას. შეკრებების (ე.წ. „ზბორების“) ორგანიზება კლუბებისთვის, მწვრთნელებისთვის ან კონკრეტული კომპანიებისთვის არის ბიზნესი. მშობლებს ახდევინებენ საკმაოდ სოლიდურ თანხას (მგზავრობა, სასტუმრო, კვება, მწვრთნელის ჰონორარი). ამ თანხიდან გარკვეული წილი რჩებათ ორგანიზატორებს. რაც უფრო ხშირად და დიდხანს წაიყვანენ ბავშვებს, მით მეტია ფინანსური მოგება. 3. მშობლების „მოტყუება“ და ილუზია ბევრ ქართველ მშობელს ჰგონია, რომ თუ მისი შვილი შეკრებაზე მიდის, ესე იგი კლუბი სერიოზულად მუშაობს და ბავშვი პროფესიონალი ხდება. კლუბებიც ამ ილუზიას ყიდიან: „ბავშვებს შეკრებაზე მივახვედრებთ, ფორმაში ჩავაყენებთ“. მშობელს ჰგონია, რომ ამით შვილს კარგ მომავალს უქმნის, რეალურად კი ბავშვის ორგანიზმს საფრთხეში აგდებს. ზბორები 14-15 წლიდან არის დასაშვები
თენგო
ჩააბარეთ ნაკრები ჭკვიანი კაცია
გიო
უნდა გავსულიყავით
გიორგი
ირანში მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რა ნაკრებში გამოძახება, რას ფილოსოფოსობს.
მირო
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველაფერში,მაგრამ რა დიდი მიზნებისთვის იბრძოდი იმ ირანულ გუნდში?ამბიციური უნდა იყო,აუცილებელია,მაგრამ ასაკს მაინც უნდა გაუწიო ანგარიში,რადგან ის პირველია,რასაც ყურადღებას აქცევენ ტრანსფერის დროს.შენს ასაკში(რადგან არა ხარ მესი და რონალდო)ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას უფრო შევუწყობდი ხელს.
საღი აზრი
Მე ერთი თამაშიც არ ჩამიტარებია ნაკრების მაისურით და ამიტომ კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლებას არ მაქვს, თუ რას ამბობთ?
სიმართლე
ჩემო გიორგი, ამ არეულ-დარეულობაში,ყველაზე მეტად ქართულ ფეხბურთთან ერთად კვარა დაზარალდა, შორიდან რომ უყურებს ფეხბურთის ტალანტების ჭიდილს, როცა ვიცით, პიკში მყოფი როგორ გაიბრწყინებდა და სხვების ნაცვლად გოლის აღნიშვნის მისი "რიტუალით" თავად გაგვახარებდა.
სოსო
წესიერი, გაწონასწორებული და სამართლიანი კაცი!
იოსები
სანიოლი სანიოლად დარჩეს, მაგრამ როდის დაიწყო ნარკებმა არევ-დარევა? 2025 წლის ოქტომბერში, 2 თამაში მოგებული ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის ერთა ლიგაზე და რავი კიდე 2 თამაშის მოგება სჭირდებოდა, თან ჩეხეთთან ისეთი თამაში ითამაშა ნაკრებმა (თამაშით ვაჯობეთ ჩეხებს და ისე მოვუგეთ რაც ძალიან რთული შესასრულებელია), რომ ამ მუხტის შენარჩუნება სჭირდებოდა! ოქტომბერში რა მოხდა? და რას დაემთხვა ოქტომბრის თამაშები? დაემთხვა არჩევნებს, სადაც ძველი პოლიტიკოსი ფეხბურთელები დადიოდნენ და თავისი კამპანიისათვის ცდილობდნენ გამოეყენებინათ ფეხბურთელები! ეს ჯიგარიც იმის მაგივრად, რომ ვარჯიშებზე ყოფილიყო და გუნდის ერთიანობა შეენარჩუნებინათ, ოცნების კლიპების გადაღებებზე დარბოდა! ანუ გუნდიდან დაითანხმეს სულ რამდენიმე კაცი ამ ავანტურაზე, სხვები არ დათანხმდნენ, როგორც ჩანს, როგორ გგონიათ ეს ყველაფერი რას იწვევს? იწვევს გუნდის შიგნით გახლეჩვას!!! და კონცენტრაციის სხვა თემაზე გადატანას! არ ვიცი თუ ვინმეს გითამაშიათ ფეხბურთი და გუნდის შეგრძნება გქონიათ მიხვდებით რას ნიშნავს ეს! ასე, რომ უნდა დაგეყენებინა ერთი ადგილი და გუნდთან ერთად დარჩენილიყავი შენც, კიტეც და კიდე ვინ იყო არც მახსოვს კაკაბაძე მემგონი! გუნდში სიმშვიდე და ჯანსაღი სიტუაცია უნდა შეგენარჩუნებინათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა!
lasha
ნაკრები ევროზე გავიდა შესაძლებლობების პიკზე, რაც გამოყვა შესარჩევის 2 მატჩში ინერციით. შემდეგ დაიწყო შეუქცევადი რეგრესი რაც დღესაც გრძელდება. რათქმაუნდა შცდომები მოხდა სამწვრთნელო შტაბში, ფედერაციაში. ჩაერთო პოლიტიკაც. ერთმანეთს გადაკიდეს ნაკრების მოთამაშეებიც. მოკლედ სრული ბარდაგი. არაპროფესიონალზმი და უპასუხისმგებლობა. აბა რას უნდა მიაწერო როცა ალბანეთთან აგებ სახლში თამაშს. რო არა ეს. ეხლა ჩეხების ადგილას ჩვენ ვიქნებოდით მსოფლიოზე. მაგრამ რა, ამ ქვეყანაში არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს.
ტიტე
ძალიან მომეწონა, სწორ აქცენტებს აკეთებს, ფეხბურთის გარდა წიგნიც უყვარს და ანალიზსაც სწორს აკეთებს, ფაქტებს იღებს ისე როგორც არის და ბევრისგან განსხვავებით არ უყურებს ყველაფერს როგორც შავს და თეთრს (აშშ-ევროპა თეთრი, ყველა სხვა შავი), პრინციპული ჩანს, რადგან მთავარი სათქმელი თქვა იქ სადაც ჭაობია, თუ ყიყინი არ გინდა არ უნდა მიხვიდე, განსაკუთრებით მაშინ თუ ამ ჭაობიის დაშრობა არავის უნდა. ერთიც მე არ მახსოვს ვინმეს ფეხბურთელს, მწვრთნელს, საფეხბურთო ფუნქციონერს ეთქვა ესეთი რამ 17-18 წლის ფეხბურთელის ბედი ერთი მწვრთნელის, ან საფეხბურთო ჩინოვნიკის (ძირითადად ყავარზე კუდ გადებული უცოდინრების) ანტიპატიამ შეიძლება გადაწყვიტოსო და ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოშორდესო. წარმატებები.
მწარე
როცა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობდით, მგონი მარტო მე ვიძახდი სწორი ტაქტიკაა ჩვენი გუნდისთვის თქო. ხან ვინ მლანძღავდა და ხან ვინ მარიგებდა ჭკუას. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ ეხლა დაიწყეთ ფულის გათეთრებაო. გათეთრება არა კვახი. სადაც ათეთრებენ იქ ფულიც რჩება, თუ ფული რჩება შედეგიც უნდა იყოს. ევროპის 45 ქვეყანაში 43-ე ადგილზე ხარ და იმის მაგივრად მიზეზი მოიძიო, გაჰკივი ფულის გათეთრებაო. მთვარი მიზეზი ჩვენშია, ქართველები თამაშობენ გასული საუკუნის ფეხბურთს. ასე ასწავლიან ბავშვობიდან. ბავშვებს უნდა ასწავლონ აზროვნება. აზროვნება უნდა იყოს მთავარი და არა ტექნიკა. ჯერ ჭკუა უნდა ქონდეს და მერე ტექნიკა. მაგალითია კვარა, ეგეც გასული საუკუნის ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ჭკუა აქვს და ისწავლა თანამედროვე ფეხბურთი. დაუჯერა მწვრთნელებს და შედეგიც დადო. ეხლა არ დამეტაკოთ ისე როგორც 3 მცველიანზე დამცინოდით.
კასპელი ჯემიკო
ვოვა გუცაევს ახლა ეს დაემატა,თანდათან კრიტიკა მატულობს!
დააT
გასაგებია რომ საქართველოს ჩემპიონატი იკვე დაბალ დონესაც ვეღარ აკმაყოფილებს და სამოყვარულო ლიგას გავს, მაგრამ სულ უთამაშებლობას ან სათადარიგო სკამის ხეხვა ნამდვილად ჯობდა საქართველიში ეთამაშა.
ჯეო
100% ნია გველესიანი ისე იძახით ირანის "ჭ"კლასის გუნდშიო ვითომ საქართველოს კლუბები ვარსკვლავებს ეთამაშებიან და საერთოდ სანამ ფულის გათეთრება არ შეწყდება მანამდე ასეთ ჭაობში იქნება საქართველოს ფეხბურთი
toy
რა გჭირთ ხალხო, როგორ გიჭირთ აზრის გამოტანა, სიმართლეს ამბობს ეს კაცი და კიდევ იქეთ ლანძღავთ, რა მნიშვნელობა აქ რა დონის ფეხბურთელია, რომ ჩამოვიდეს სად ჩამოვიდეს და ითამაშოს, ფულის გათეთრების ქარხანაა ეს ჩვენი ლიგა და მეტი არაფერი,
ანზორი
არ უნდა დაბრუნება და ნუ უნდა!!! იყოს ირანში ჭ კლასის გუნდში და იფორთხოს იქ. ახლა 33 წლისაა და მერეო!!! მერე როდის? 40 ის რომ გახდება???? რაღაცა ჰგონია მისი თავი!!!
ხვიჩა
მთელი კარიერა ირანს ვერ გაცდა, ნაკრებში სულ ხუთიოდე თამაში ითამაშა და არველაძე-ქინქლაძე-ქეცბაიას დამსახურების შესაბამისი ამბიციები ჰქონია.
Rigiti
ნუ რა ვიცი უჭირს კაცს ტოპ 5 ჩემპიონატების შემდეგ საქართველოში დაბრუნება და რას ვიზამთ, უნდა გავუგოთ!!! (ბოდიში, ერთი რამ ვერ გავიგე, ესე იგი ნაკრებში რომ აღარ მათამაშეს, ვეღარც კლუბში ვითამაშეო ???????)
ნანა
ამბობენ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო...
zura222
მართალია ეს მაგარი კაცი ! მსოფლიოზეც შეწგვეძლო გასვლა და ოლიმპიადაზეც მაგრამ იდიოტი ჩინოვნიკებით და "მწვრთნელებით" გაივსო ქართული ფეხბურთი @@@
ქართველი
ქოცების კლიპში რო გადაგიღეს, ეტყობა მაგის მერე დაბრძენდი. სანიოლი არა კვახი, ბანკი კალა და მისი საძმო აზის ფეხბურთს და ეს იმ პროპაგანდის ბრალი, არველაძეები,, ღუპავენ ქართულ ფეხბურთსო მთელი საქართველო რომ გაჰკიოდა. მინიმალურით დაწყებული, დღეს ქვეყანა აღარ გვაქვს. ჭორვილას მადლი გფარავდეთ, არაფერი აღარ ეშველება არც ამ ქვეყანას და არც ფეხბურთს სამწუხაროდ....
ვაუუუ
ძააან უცნაური ინტერვიუ გამოუვიდა და გასაკვირი არის ის რასაც სხვებზე ლაპარაკობს ( გარდა ერთისა) რომ მსოფლიოზე გასვლა შეგვეძლო რომ მწვრთნელმა ჯერ აურია მერე დაურია )) საკლუბო ფეხბურთის მოწყობაზე ჩვენში და ა.შ მაგრამ ასე გადაა…. ქართულ ჩემპიონატს სადაც გაიზარდე და ისწავლე თამაში სადაც ამდენი ახალგაზრდა პერსპექტიული ბავშვი თამაშობს და კლასით მასზე უკეთესი ფეხბურთელები ( რით არის ამაზე ნაკლები ლორია, კანკავა , არაბიძე და რავი უამრავი სხვა ფეხბურთელები არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე ) მათ უთხრა მე აქ თამაშს არ ვიკადრებ იმიტომ რომ ბანძობაა და მე მაღალ მიზნებს ვარ მიჩვეული …და რააა მაღალი მიზანი ირანის ჩემპიონობა …?! კი რთულია ინდოეთის ჩემპიონობაც კი მაგრამ ბოლოსდაბოლოს ირანია ვისაც ადრინდელი დინამო ( ჩემს ბა ვშვობაში მაგალითად ირანის და თურქეთის კლუბებს თუ 5:0 -ის ნაკლებით მოუგებდა ხალხი უკმაყოფილო იყო ) წეწავდა მუდმივ რეჟიმში… და ირანის შემდეგ არ იკადრო აქ თამაში თან ეგრე გადააა…. მაშინ კვარამ რა უნდა თქვას 12-15 წლის შემდეგ …?! არადა დარწმუნებილი ვაე კვარა და სხვა ბევრი დიდი ფეხბურთელები ამაზე ბევრად დიდი ჩამოვლენ და ითამაშებენ …ისე ქართველებს გვჭირს უცნაური სენი აი სტოქგოლმის სინდრომს წააგავს როდესაც საქართველოდან ჩადიხარ სხვა რომელიმე ქვეყანაში თუნდაც მონღოლეთი თავიდან უჭირთ იქ შეჩვევა და იმდენად ცდილობენ ადაპტირდნენ რომ უცხოელად არ ჩანდნენ და ეგ ისეთი მტკივნეული პროცესია ენა მათი მენტალიტეტი წესები და კანონები ამას რომ შეეჩვევიან და ნოსტალგიის პირველი ეტაპები ჩაივლის და იწყებს ყოველივე ქართულის დავიწყებას უმრავლესობას ეწყებათ ყოველივე ქართულის სიძულვილი ( გაშვილებული ბავშვებივით თითქოს საქართველოს გაეშვილებინოთ ისინი ყველა წავიდა თავისი არჩევანით როგორც მე 1992 წლიდან 34 წელიწადი და 10 ქვეყანაზე მეტი ) შემდეგ მაგიტომაც იყო რომ ქართველ ემიგრანტთა 99% გარუსებულა გაფრანგებულა გათურქებულა და ა.შ მითუმეტეს მათი შვილები რომლებმაც 99% 2-3 სიტყვაც კი არ იციან ქართული მაშინაც კი თუ ორთავე მშობლები ქართველებია მაგოტომაც ხდებოდნენ ქართველები უცხოეთში წარმატებულუბი ირანში ოსმალეთში ეგვიპტეში რუსეთში ბაგრატიონ-სტალინიდან დაწყებული ერდოღან-შალიკაშვილიმდის მათ ჩამოთვლას წლები დაჭირდებათ და დასანანი არის ის რომ ებრაელთა სომეხთა განსხვავებით ამდენ და ამოდენა სტატუსების ხალხს არაფერი გაუკეთებიათ საქართველოსთვის ….მაგრაააააამ დასამარხად ყველას საქართველოში უნდა სიკვდილის წინ ახსენდებათ მშობლიური მიწა და ისიც თუ რა როგორ აღემეტება ყველაფერი ქართული სხვა დანარჩებს ასე რომ არ აიღოთ ამ ტიპიდან და ჩემგანაც მაგალითი … დაიჯერეთ რომ ქართული ( სუფრა კულტურა მეგობრობ-ნათესავობა და უმრავი სხვა დეტალები რისგანაც შედგება ცხოვრება ) ბევრად უკეთესია სხვებზე და ნუ მოიძულებთ საკუთარს იმიტომ რომ ეს შენია და სხვას თავიანთი პატრონები ყავთ და ფეხბურთი იქნება თუ გზების მშენებლობა ეს ჩვენი გასაკეთებელია პირველ რიგში თუნდაც სხვათა დახმარებით მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა წამოვიწყოთ სხვა არავინ არ ჩამოვა და იტყვის გავიგე გველესიანი არ კადრულობს აქ თამაშს და ვან დეიკს და მარკინიოსს გამოვუშვებ რომ ახალგაზრდა თაობებს ქონდეთ მაგალითი ვისგსნ ისწავლონ ….ხოლო გველესიანს კი ვურჩევ 8 წელიწადი ცოტაა უცხოეთში აი კიდევ 8 -ც იცხოვროს იქ და15 წლის შემდეგ ის სიძულვილი ყოველივე ქართულის შემდეგ გადადის გააზრებაში რომ აჰააა თურმე ქართული უკეთესია სხვებზე ….ოღონდ თუ მთლიანად არ გაირანელდი გარუსდი გათურქდი და ასე შემდეგ ….კი კარგია ცოცხალი ორგანიზმისთვის ცუდი სისხლდენა მაგრამ საქართველოს არტერიები აქვს გადაჩეხილი იმდენი ქართველი გაედინება ქვეყნიდან …თხოვნა ყველსთან ეგრე ნუ გაუცხოვდებით და ნუ გადაჯიშდებით !!!!
გია
1000%-იანია,_ სხვა ახსნა ვერ მომიძებნია, რატომ არ უშვებენ...
ქუთაისი
სანიოლი არც მოსაყვანი იყო და გასაშვები ხო არი და არი,მაგრამ არც ეს გველესიანის მსჯელობა ვარგა.
გიორგი
სანიოლი კარგა ხნის წინ იყო გასაშვები, მაგრამ საფეხბურთო მაფიას სანიოლი აწყობს, რადგამ მორჩილია.
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი 2026" - კეინი პირველზე დატოვეს, მესი მეორეზე გადაიყვანეს, კვარაცხელია მცირედით დააწინაურეს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე