ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ივლისში გასამართი მსოფლიო რაგბის ერთა თასის სამი შეხვედრისთვის 34 მოთამაშე შეარჩია. ისინი სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე უკვე გაემგზავრნენ.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში, ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი 4 ივლისს მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაისთან შედგება. შეხვედრა საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება; 11 ივლისს ჩილეში, ვინა დელ მარიში სამოას ჩვენი დროით 23 საათზე ვეთამაშებით; სამხრეთ ამერიკულ ტურნეს კი 18 ივლისს სანტიაგოში, ასევე 23 საათზე, მასპინძელ ჩილესთან მატჩით დავასრულებთ.

სამწვრთნელო შტაბში ორი სიახლე გვაქვს. გუნდს შემუერთდნენ დაცვის მწვრთნელი ჯო ვორსლი, რომელსაც ბორჯღალოსნებში ადრეც უმუშავია და ფიზ. მომზადების მწვრთნელი არჩილ ბეჟიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი საქართველოს ნაკრების გარდა ‘შავ ლომშიც’ იმუშავებს.

რაც შეეხება ბრონკანის სატურნირო რაზმს, ის 34 მოთამაშისგან შედგება, საიდანაც 21 მორკინალი, ხოლო 13 ხაზის მოთამაშეა. გუნდის ბირთვს ლეგიონერები წარმოადგენენ, 8 მორაგბე კი ‘შავი ლომიდანაა’.

ტრავმის გამო შემადგენლობას გამოაკლდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი. მის ნაცვლად გაფართოებულ შემადგენლობაში უხმეს ლაშა ფხაკაძეს, რომელიც 2023 წელს უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობდა, ეროვნულში კი ჯერ არ უთამაშია. მის გარდა პოტენციური დებიუტანტები არიან მესამეხაზელი რატი ზაზაძე, ცენტრი ხვიჩა ჯგერენაია და ფრთა რომა მახათაძე.

გუნდში დაბრუნდა ორი გამოცდილი ბორჯღალოსანი - მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელსაც ნაკრებში 2022 წლის შემდეგ აღარ უთამაშია და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელიც გუნდს 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ უბრუნდება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის ივლისის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის

შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, ბაღდათის ‘დათვები’), ლაშა ფხაკაძე (ნევერი, წყალტუბოს ‘დინოზავრი’), ნიკა აბულაძე (მონპელიე, ბოლნისის ‘ყოჩები’), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა პეტრიაშვილი (ნევერი, თბილისის ‘ხვამლი’), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, ჩოხატაურის ‘ღონე’), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, თბილისის ‘ლელო’), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი, თბილისის ‘ხულიგანა’), გიორგი პერტაია (გრენობლი, თბილისის ‘ლელო’);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი, თბილისის ‘ლელო’), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), კოტე მიქაუტაძე (ბრივი, მარნეულის ‘არმაზი’), გიორგი ჯავახია (ანგულემი, ფოთის ‘კოლხი რაინდები’);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, თბილისის ‘წიქარა’), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, თბილისის ‘არმია’), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, თბილისის ‘ხულიგანა’), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი, კიკეთის ‘იუნკერები’), რატი ზაზაძე (ნევერი, მარნეულის ‘არმაზი’), ბექა შვანგირაძე (ლიონი, ქუთაისის ‘აია’), ანდრო დვალი (პერპინიანი, თბილისის ‘ლელო’);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, მარნეულის ‘არმაზი’), მიხეილ ალანია (ვანი, თბილისის ‘ჩოხოსნები’);

მგეზავი: თედო აბჟანდაძე (ორიაკი, ქუთაისის ‘აია’), ლუკა მატკავა (ოიონა, ფოთის ‘კოლხი რაინდები’);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, კიკეთის ‘იუნკერები’), გიორგი შველიძე (ბრივი, ‘მონტბეტონი’ საფრანგეთი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), გიორგი ხაინდრავა (ბორდო, თბილისის ‘ლელო’), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა, ‘კრედო 63’ უკრაინა);

ფრთა: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), რომა მახათაძე (შავი ლომი, ბოლნისის ‘ყოჩები’);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, თბილისის ‘ხვამლი’), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’).

Rugby.ge

სიმართლე
შემადგენლობიდანაც ჩანს რა დღეშიც არის ქართული რაგბი, ცალკე იმ დოპინგ-სკანდალის და ცალკე იმ განაჩენის შემდეგ რაც მსოფლიო რაგბმა გამოუტანა ჩვენს სარაგბო თემს (მხედველობაში მაქვს 1-ლი დონის გუნდებთან რომ აღარ გვათამაშებს). ასე რომ, როგორც ჰემინგუეი იტყოდა: "მშვიდობით, იარაღო!"
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში