საქართველოს ნაკრებმა რიგაში, 10 226-იან „სიაომი არენაზე“ ამხანაგურ მატჩში ლატვიას 87:77 მოუგო.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ჩვენი გუნდის კაპიტანს შენგელიას, რომელიც გუნდს გუშინ შეუერთდა. მამუკელაშვილი კი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ნაკრებში.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, რიდი, სანაძე, ბურჯანაძე, ბითაძე. საქართველოს ნაკრებმა თამაში ცხრაქულიანი გაქცევით დაიწყო, რაზეც მასპინძლებმა თორმეტქულიანი გაქცევით უპასუხეს. თუმცა, შემდეგ უპირატესობა დავიბრუნეთ, ჩინებულად ირჯებოდა რიდი და პირველი მეოთხედი 29:17 მოვიგეთ. მეორე პერიოდის დასაწყისში ანგარიში 18 ქულამდეც გავზარდეთ, მაგრამ აქედან მოყოლებული ლატვიამ სხვაობის შემცირება დაიწყო და პირველი ტაიმი 39:47 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თამაში ისევ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეოთხე პერიოდის მერე ანგარიში 65:56 იყო. ჯიკიჩმა წამყვანი კალათბურთელები დაასვენა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და 4 ქულით დაწინაურდა. თან ჯარიმების ლიმიტიც ამოვწურეთ. პარკეტზე ჩვენი ლიდერების დაბრუნების შედეგად სიტუაცია შეიცვალა და საბოლოოდ გავიმარჯვეთ.

23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე რიდი იყო (პლუს 8 პასი), ბითაძემ 17 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა), სანაძემ 12, ბურჯანაძემ და ანდრონიკაშვილმა 11-11, ოჩხიკიძემ 7, მერკვილაძემ კი 6.

საქართველოს ნაკრები რიგაში 2 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.

მასტერ-ს
მისმა გელფრენდმა სურათები გამოაქვეყნა, ლონდონში არიან ერთად🤷
მასტერს
Როცა გულშემატკივარს ეიმედება და ელის რომელიმე კალათბურთელს ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დროს (ამ შემთხვევაში სანდროს ვგულისხმობ) და არანაირი ინფორმაცია არ ისმის მის შესახებ, ბუნებრივად ჩნდება არაერთგვაროვანი მოსაზრებები, რაც არ არის სასიამოვნო არც სპორტსმენთან და არც ნაკრებთან მიმართებაში. აჯობებს იყოს ინფორმაცია, რატომ არ არის მამუკელაშვილი გუნდში და მოახერხებს დახმარებას, თუ ხელი ეშლება რამით - მაგალითად პირადი კონტრაქტის თემით.ეს "არ ვიმჩნევთ" - პოზიცია უცნაურად გამოიყურება. Ნაკრებს და სანდროს წარმატებები!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
Soso-s-s!/თავისი ნაკრებისთვი მხარი რო დაეჭირა და რაიმე პოსტი ან სთორი გაეზიარებინა?? ესეც აკრძალული აქვს NBA-დან??
კოტე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თურქეთის ფედერაციას ცხვირწინ ააცალა. თურქეთი აპირებდა გადაბირებას, მაგრამ დავასწარით, მით უმეტეს ნაკრებში ხელფასს არ იღებს.
toy
ლატვიას 6-7 მთავარი კაცი, რომ აკლდა ეგ არაფერი?
Sosos
Mamus nugar eli, sanan axal kontraqts ar gaaformebs nba-shi manabde ufleba ar aaqo da magas kai xani daagviandeba.
სოსო
მამუკელაშვილი სად არის?რატომ არ არის ნაკრებში?
ყოჩაღ ბიჭებს
შენგელიას და მამუს გარეშე ლატვიას სახლში მოუგო თუნდაც შესუსტებულ შემადგენლობას მშვენიერია. ჩვენ რაა შესუსტებუკი არ გვყავდა? უკაპიტნოდ მოუგეთ ბოლო ბოლო.
duta
ჯერ ერთი ტესტ მატჩია და ლიდერების დასვენებისას გავიდა წინ. მეორეც ერთი ჰყოლოდა შე კაი ადამიანო პორზინგისი და იანეშ კრუმინში:)))) თუ გინდა მასე შენგელია და მამუ რომ გვყოლოდა ვერც ვერაფერს იზამდნენ. არ უნდა ეს ნეგატიური მაზგაჩიზმი .წარმატებები ნაკრებს .
სიმართლე
რა ,,რეპერიცია,, მე4 მეოთხედში,მოგებულ თამაშს ვაგებდით...კიდევ კარგი პორზინგისი არ ჰყავდათ,მერე გენახათ...
Lasha
ჩვენმა ბოჭებმა რიდს მიბაძონ და ყველა თამაშს მოვიგებთ
zura222
არა რაა ვინც რიდი მოძებნა და ჩვენთან თამაშზე დაიყოლია მართლა ორდენი ეკუთვნიის !! ასეთი მარტო ლეგიონერი კი არა უკანა ხაზის მოთამაშე საერთოდ არ გვყოლია !
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება