მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბრაზილიამ იაპონიას დაძაბულ მატჩში 2:1 მოუგო.

იაპონია თავიდანვე უკან ჩადგა, მეტოქეს ზონებს უზღუდავდა, თავს უნარიანად იცავდა და კონტრიერიშზე სანომ ალისონის კარი დალაშქრა. იმის გათვალისწინებით, რომ „მაინცის“ ნახევარმცველმა შორიდან, არცთუ ძლიერად დაარტყა, თან „კითხვადი“ იყო, ბეკერს გოლი, ალბათ, არ უნდა გაეშვა. ბრაზილიელები უხიფათოდ უტევდნენ, პირველ ტაიმში კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს (პირველად 33-ე წუთზე) და ორივეჯერ ბურთი მეკარე სუზუკის ადვილი ნადავლი გახდა.

შესვენების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა ზეწოლა გააძლიერეს, მოწინააღმდეგესთან მათი ტექნიკური უპირატესობა თვალსაჩინო შეიქნა, კაზემირომ ორი მომენტიდან ერთი გამოიყენა დ ანგარიში გაათანაბრა. მერე ვინისიუსმა ბურთი ძელს გაარტყა. შეცვლაზე შესულმა მარტინელიმ კი კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბრაზილია 5 ივლისს, მერვედფინალში, ნორვეგიასა და კოტ-დ'ივუარს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“

ბრაზილია - იაპონია 2:1

გოლები: 0:1 სანო (29), 1:1 კაზემირო (56), 2:1 მარტინელი (90+5)

- კაზემირომ მსოფლიო ჩემპიონატებზე მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და ანტირეკორდი დაამყარა.

- სანოს 2024 წლიდან მოყოლებული „მაინცში“ 53 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ეროვნულ გუნდში დღეს პირველად გაიტანა.

- იაპონიამ მეხუთედ ვერ გადალახა პლეი-ოფის პირველი ეტაპი.

სტალინი
ბრაზილია თანდათან მოუმატებს
555
ჩემი ცხოვრების 60 წელი ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყავი.იმდენად საზიზღარი გუნდია(თან ნეიმარის გარეშე),რომ ყურებაც არ მინდა.
მეგრელი
ბრაზილიის ნაკრების გამთამაშებელი რო პაკეტა იქნება რა უნდა ილაპრაკო
კიეზა
შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მეგონა ბრაზილია ლაღად ისევე ლაღად ითამაშებდა.მიიხედავად იმოსა რომ პლეიოფია და არც იაპონიის ნაკრებია ხელწამოსაკრავი გუნდი.თუმცა მეტი რესურსი ამ გუნდს არ აქვს..საფრანგეთი და არგენტინა სხვა დანარჩენებზე 1 თავით მაღლა დგანან..პლუს ესპანეთი..ამ სამეულიდან კი მინდა მესიმ აღმართოს ისევ თასი ..იმსახურებს პატარა გენიოსი
გეგი
ზურიკო ძმა,ნეტავ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომეცეს ცხოვრებაში. ქვემოტა კომენტარზე კიდევ იმას ვუპასუხებ რომ ანცელოტი რომ იქირავეს ეგეც მაგრად მიქარეს.იტალიელი არასოდეს ომაგებინებს ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატს, იმიტომ რომ იტალიელია ის.რატომ და როგორ ეგ ახლა თქვენ იფიქრეთ და მოიფიქრეთ ;)
ჟორა
როგორს რუსები იტყვიან: "ნი უმა ნი ფანტაზიაო" ზუსტად ისეთი ნაკრები ყავს ბრაზილიას.
ზურა
გეგი ნუ ნერვიულობ, შენს ნაკრებზე იფიქრე :)
ვილი მახმუდის ძე სანიოლაშვილი
ეს თვითონაც კარგად იციან, ჰოდა ადგნენ და მწვრთნელი იქირავეს კვალიფიციური.
დდდ
კარგია, რომ ტანაკა იაპონელია და არა კოლუმბიელი, თორემ ერთი-ორ მჭიდს დააცლიდნენ სამშობლოში დაბრუნებულს, თუმცა იაპონელებს სხვა მეთოდებიც აქვთ - ერთ მათგანს ჰარაკირი ჰქვია...
გეგი
ბრაზილიის ქომაგებს მოგმართავთ,ასეთი უსუსური ბრაზილიის ნაკრები გინახავთ როდესმე?თითქმის 30 წელია ვგულშემატკივრობ ამ ნაკრებს და ასეთი არაფრის მომცემი ფეხბურთი და ასეთი სიმწირე ფეხბურთელების არასოდეს ჰქონიათ.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
გერმანიის ნაკრები იაპონიასთან 1:4 დამარცხდა [VIDEO]
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა