საქართველოს ნაკრები რიგაში 2 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქე სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის 96:92 დამარცხების შემდეგ, ოპტიმისტურადაა განწყობილი.

Sport.ua-სთან ინტერვიუში მათმა გამთამაშებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ კოვლიარმა შიაულიაში მოპოვებულ გამარჯვებაზე და ჩვენს გუნდთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

ალექსანდრ კოვლიარი

- როგორია პირველი ემოციები მოგების შემდეგ?

- გასვლაზე ლიეტუვასთან თამაში ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი ტესტი იყო. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ. თითქმის არცერთი ორთაბრძოლა არ წაგვიგია. ჩენი უპირატესობები გამოვიყენეთ და თამაში კარგი შედეგით დავასრულეთ.

- რა უპირატესობები გვქონდა ამ მატჩში?

- ჩვენი თამაში სწრაფი ტემპის გარდამავალ კალათბურთზეა დაფუძნებული და ჩვენი თავისუფალი სროლები უნდა გამოვიყენოთ. ეს თითქმის მოვახერხეთ, თუმცა უფრო უკეთაც შეიძლებოდა გამოყენება. მომეწონა როგორ გავრბოდით. ჩენი ცენტრები ფარზე დაცვაში მოხსნაზე თავის სამუშაოს ასრულებდნენ. საქართველოს წინააღმდეგ მომდევნო მატჩში უნდა გამოვიყენოთ ის, რაზეც ვივარჯიშეთ და დავამუშავეთ.

- უკანა ხაზში მიხაილიუკთან ერთად პირველად ითამაშე. მასთან ერთად თამაშით როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?

- შესანიშნავია ჩინებულ კალათბურთელთან ერთად თამაში. მე ბევრი არ მჭირდება - მოედანზე ყველას მოძებნა შემიძლია. ვთვლი, რომ ჩემთან თამაში მასაც გაუიოლდება, შეეძლება წერტილიდან თავისუფალი სროლების საშუალება მიიღოს. რა თქმა უნდა, შეუძლია ეს სროლები თავად შექმნას, მაგრამ შემიძლია ამაში დავეხმარო. მასაც შეუძლია დამეხმაროს. ასე რომ, ჩვენი თამაშის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება ძალგვიძს, სხვა პარტნიორებსაც მეტი საშუალება მიეცემათ.

- ასეთ ატმოსფეროში თამაში როგორი იყო?

- ასეთ დარბაზში ასპარეზობა ყოველთვის კარგია. ძალიან მინდა ასეთ დარბაზში უკრაინაში ვითამაშო და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, გასვლაზე დაპირისპირება ემოციურ მუხტს გმატებს, ეს მიყვარს და ვთვლი, რომ კარგი გამოცდილება მივიღეთ.

- ისე მოჩანდა, შეხვედრა საკმაოდ ფიზიკური და კონტაქტური გამოვიდა.

- ეს ნორმალურია - ასეთი ლიეტუვური კალათბურთის თამაში. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ქართველებთან შეხვედრაში, რადგან მათ ასეთი თამაში არ უყვართ და ეს გამარჯვებისაკენ ჩვენი გზაა. საჭიროა პირველივე წუთებიდან გავტეხოთ, უხეში ფოლებიც გამოვიყენოთ ხოლმე მათ ლიდერებთან, რათა ეს წნეხი იგრძნონ და ნერვიულობა დაიწყონ. ეს შემდეგი თამაშის დასაწყისისთვის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, კოვტალიუკმა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ სტრატეგია გაამხილა. უკრაინელთა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა კი განაცხადა, რომ საქართველოსთან ადრე სწრაფ ტემპში თამაშის ხარჯზე გაიმარჯვეს და ახლაც იგივე უნდა გააკეთონ.

საინტერესოა, რა გეგმას ამზადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი ალექსანდარ ჯიკიჩი. და კიდევ: სანდრო მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდში ჯერაც არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი უნდა გამოიცვალოს და ამერიკაში საკონტრაქტო საკითხებზე მუშაობს. არადა, თუ ნაკრებს არ დაეხმარა, მის გარეშე გამარჯვებების მოპოვება ძალიან გაგვიჭირდება. ალბათ, უკვე დროა ამ საკითხთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციამ სიტუაცია განმარტოს.

555-ს
ფედერაციამ რა გააკეთოს, იქნებ ურჩიო:). ეს ფედერაციაა, რომლის პირობებშიც საქართველოს კალათბურთელებს სპორტის გუნდურ სახეობებში ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგები აქვთ: ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესოში, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე 8 საუკეთესოში მოხვდნენ. მსგავს შედეგს თუ რომელიმე სახეობაში მიაღწევს საქართველო, უდიდესი წარმატება იქნება. მოგებების დროს არ გახსენდება?

წავაგეთ უკრაინასთან!
ბოროტი ბეჰემოტ-ს
სირცხვილია ასეთი კომენტარი, თუმცა აკაცვუკისგან სხვას რას უნდა ელოდო. კაცი ლეიკერსში აიყვანეს , აქ კი ბლა ბლა ბლა.
დავით აღმაშენებელი
ორივე თამაშს მოვიგებთ.და მერე ჰეითერებსაც დავამუნჯებთ კარგა ხნით.მჯერა ჩვენი ნაკრების.
555
ფედერაციას ძინავს ღრმა საღათას ძილით.იძინეთ მშვიდად!
kkkk
JINJARADZE GVYAVS SAMAGIEROD DA SANADZE 2
სვანსკი
მამუკელაშვილს ეკრძალება თამაში სანამ ტრანსფერი არ შედგება, დანარჩენი კალათბურთელები იმ ხუთის გარდა რისთვის არიან? რომ ათრიოს დანარჩენმა? მხოლოდ ექვს ბურთს,რომ ჩააგდებ წადი რა სხვა რაღაც გააკეთე შეეშვი კალათბურთს
alexandre
სანდროს საკითხი თუ ასე გაიწელებოდა, ნამდვილად არ მეგონა. რა იყო, შეი კაი ადამიანო. ჩამოდი 1 კვირით, და თბილისიდან პირდაპირ გაფრინდი შტატებში. ძალიანაც მეწყინა. წავაგებთ თუ მოვიგებთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი პირველ რიგში თავდადებას, გულით თამაშს, თავგანწირვას, ბოლო ბოლო პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს ყველაზე მეტად აფასებს.
"ტორმუზები" საერთიდ არ გაქვს ?!
სულ აუშვი ! რა დასკვნაა და საიდან მოიტანე ? მხოლოდ სათაური წაიკითხე ?! ვითომ საქართველოს გულშემატკივრობ, რეალურად რაც შენ წარმატებულ ქართველ სპორტსმენებზე, მათ შორის, კვარაცხელიაზე დაწერე , "რაის საქართველოს სიყვარული და გულშემატკივრობა" ? რუსეთზე და წარუკიანზეც ამოგდის მზე და მთვარე ! ჰოდა, ეს ლაიქებიც ძირითადად ალბათ შენნაირი რუსეთუმეებისგანაა . აბა ისე "ნორმალური" ამ შენს ბოდვას რატომ დაალაიქებდა ?!
jorj
რა სათაურია??
რეზო
თავის საქმის თვითონ იცის, უბრალოდ ნურავის ნუ ექნება ილუზია რომ ვინმე მათ ეთნიკური ქართველობის გამო გულშემატკივრობს. იმიტომაა დიდი ზაზა, შენგელია, შერმადინი. ასევეა სხვა სპორტებშიც.
surikas
სურიკ, არ გასვენებს გამჩენი?
მამუმ გვიღალატა ასეთ დროს?
არ ვიცი რა ვთქვა. უკვე ვეღარც მოესწრება მამუს ნაკრებთან შეერთება რადგან სულ დღენახევარი დარჩა. ახლა ფედერდაციამ რაც უნდა ის განმარტოს, რაღა მნიშვნელობა აქვს? მე პირადად არ მოველოდი მამუსგან ასეთ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ, ნაკრების მიმართ. ძალიან ვწუხვარ.
zura222
ხოო აბა რაა პატიოსანი თამაში ხომ არ შეუძლიათ მაგათ @@ საინტერესოა ასეთ არაკაცობაზე რას იტყვიან უკრაინოლოგები ძალად პაწრიოწები ???
ბოროტი ბეჰემოტი
დაგასხით თავზე ლაფი თქვენ ორივეს, ფედერაციასაც და მამუკელაშვილსაც! პირველს იმიტომ, რომ კრინტს არ ძრავთ და ქომაგებს სიმართლეს უმალავთ, ხოლო სანდროს იმიტომ რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში თავისი ისტორიული სამშობლოს გაწირა. მის გარეშე, დარწმუნებული ვარ რომ ორივე თამაშს წავაგებთ და სწორედ მისი ქულები არ გვეყოფა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
MVP-ს ტიტული კობზისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება