აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკუეინ მალინმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების გამოვარდნითა და ჯგუფში ჩარჩენით ძალიან გახარებულია. როგორც მან აღნიშნა, ამ ყოველივემ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზეც დააყენა.

"უბრალოდ მიხარი და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ყველაფერი დასრულდა და ისინი აღარ ბრუნდებიან. ძალიან გამიხარდა, როდესაც შევძელით მათი ვიზების გაუქმება და ვუთხარით, რომ შეეძლოთ აშშ-ის დატოვება. შესაძლოა, 1-2 სიმღერა მემღერა და კიდევ ცეკვა დამეწყო", - თქვა მალინმა ტურნირის უსაფრთხოებაზე გამართული პრესკონფერენციისას.

ამერიკელმა ჩინოვნიკმა თავისი მკაცრი პოზიცია იმით გაამართლა, რომ, მატჩებში არ მონაწილე ირანული დელეგაციის თითქმის ნახევარს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC).

ტურნირზე ყოფნისას ირანის ფეხბურთის ფედერაციამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება აშშ-ის ხელისუფლების მიერ გუნდის მიმართ ცუდი მოპყრობის გამო. მთავარმა მწვრთნელმა ამირ გალენოიმ თავისი გუნდი ამ ტურნირზე ყველაზე დაჩაგრულადაც კი უწოდა.

ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მატჩის დასრულებისთანავე აშშ-ის ტერიტორიის დატოვებას უკავშირდებოდა, რაზეც მალინმა თქვა, რომ ეს ყოველივე წინასწარ იყო შეთანხმებული.

"ეს უბრალოდ თავიდანვე შეთანხმებული იყო. როდესაც შეხვედრა დასრულდებოდა, არა სასტუმროში, არამედ თავიანთ საწვრთნელ ბანაკში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ირანელები თავს იქ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ. ეს შეთანხმება FIFA-სთან მუნდიალის დაწყებამდე დავდეთ".

ტურნირის დატოვებისას, ირანის გუნდმა მექსიკელი ხალხის მიმართ ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

"თქვენ გვაჩვენეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სტადიონები და ბილეთები. ნამდვილი სტუმართმოყვარეობა პატივისცემას, ადამიანობასა და ღირსებას გულისხმობს. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ტიხუანას მოსახლეობის სიკეთეს. ამიერიდან, მექსიკა ჩვენთვის ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ მასპინძელი ქვეყანა. ის ჩვენი მეორე სახლი და მეორე გუნდი იქნება".

შეხსენებისთვის, ირანელები მუნდიალის ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, ბელგიასთან და ეგვიპტესთან ერთად იყვნენ. გუნდმა თამაში არ წააგო და სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა ეს პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

DAVID73
არა, ბატონო, სხვა დავითი ვარ. იმ იუზერთან 67, შეხება არ მაქვს და არც მსგავსი ლექსიკით ვსაუბრობ. ცალკე/სხვაგან რომ დამეპოსტა, ვერ დაინახავდით. მიკროფონი კი გადმომეცით მაგრამ ვატყობ პასუხს კამათის მომავალი აქვს და არა გამოსავალის. წარმატებები.
tedo
DAVID73 გაზრდილხარ , დავაჟკაცებულხარ -ადრე 67 იყავი და უკვე 73 გამხდარხარ )) კი , წაგიკითხავს რაღაცები , თეორიაში მომზადილხარ ბატონო ჩემო შეძლებისდაგვარად , მაგრამ გლობალიზმის იდეა ლეიტმოტივად გასდევს შენს ცნობიერებას და მაგას რა ეშველება მე არ ვიცი . ამერიკა სად იყო , ცვენ რომ მეფის დარბაზი გვქონდა და სიკვდილით დასჯა აკრძალული , ან ,,ლეკვი ლომისა სწორია"-ს რომ ვწერდით , ან დედაკაცობით და მამაკაცობით ხაზს ვუსვამდით ქალის და კაცის იდენტობასა და თანასწორობას ?! იმ ინდიელს მაგონებ , ,,უძლიერესი ღირებულებებით " რომ მიადგნენ და ჯერ შუშის ნამსხვრევებით მოსჭრეს თვალი , მერე დაუნდობლად ჟლიტეს აბორიგენი მოსახლეობა და ,,ვისაც დიდი თოფი აქვს და ვინც სხვას კარგად ატყუებს " პრინციპით ააშენეს ის , რაც ააშენეს . ერთი რამ ნაღდად განსხვავებს იმ ინდიელებისგან და უპირატესობასაც განიჭებს , იმათ არ იცოდნენ , რომ ევროპა სამ ბორცვზე იდგა ))) . გარდა იმისა , რომ სიტყვას არ ძრავ ჩვენს გენეტიკურ წარსულსა და შესაძლებლობებზე ( იქნებ არაფერი გვაქვს გასახსენებელი , როგორ ფიქრობ ?!)სხვისი ხელების შემყურეობასა და საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას ვხედავ შნს პოლიტიკურ-თეორიულ მოძღვრებაში . ერთის მონობას გინდა თავი დააღწიო და მეორე , ,,ნავაროჩენის მონობას მიელტვი . იმ შენს ,,უძლიერესი ღირებულებებით " შექმნილ ქვეყანას ქართველებმა შეუქმნეს ავიაცია , ბალეტი , განათებული ახალი წელი , მაღალი სიმტკიცის ცემენტი და რა ვიცი , რა აღარ შეუქმნია ქართველს ! მაგდენი ღაღაცის კითხვასთან ერთად ,,ღამურა " წაიკითხე ხშირად . მოკლედ , იმდენი აფსურდია შენს კომენტარში , ერთი დღე არ მეყოფა მაგაზე რომ ვწერო . აბა შენ იცი , გიტოვებ ბოლო სიტყვას და იფიქრე ქართულად , ქართულად ! ადამიანი ფიქრისთვისაა გაჩენილი .
ბერგერი
აშშ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უსაზიზღრესი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის დამნაშავე რეჟიმებთან ერთად. ამ სამმა ქვეყანამ და ამ სამში მართლა ერთმა (ნებისმიერმა) მოახერხა მსოფლიოში ზიზღის, სიძულვილის, უსამართლლობის, სიკვდილის დათესვა, ევროპის ქვეყნების მმართველების 99 პროცენტის საკუთარ დაქვემდებარებაში ყოფნა შანტაჟის, მოქრთამვის, ძალის გამოყენებით. ყველა ეს ბოროტება ამ ქვეყნებს და მათ ჭკუაზე მოსიარულე ქვეყნებს ბუმერანგივით დაუბრუნდება. უფალი ჰფარავდეს საქართველოს. 🤔
DAVID73
Tedoს ვეხმაურები. ჩემი აზრით, სრულიად არასწორია არგუმენტად იმის მოყვანა, რომ სოფელში ამერიკაზე ხნიერი ბეღელი ან მუხა გვიდგას. ჯერ ერთი, დემოკრატია ძველბერძნული ფენომენია. მაშინ, როცა საქართველო თანამედროვე სახით ჯერ კიდევ არ არსებობდა, ბერძნულ პოლისებში უკვე აღმოაჩინეს ხმის უფლება და მოქალაქეობის ცნება; მათ უარი თქვეს მონობასა და მონარქიაზე (რაც ჩვენს ისტორიაში არასდროს მომხდარა). უნდა გვახსოვდეს, რომ მონარქისთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს — მისთვის მთავარი ქვეშევრდომობაა. სულერთია, ქართველი იქნება, ყივჩაღი, სომეხი თუ არაბი; მონარქია ეფუძნება ქვეშევრდომობას, სადაც ხალხი მმართველის ზეადამიანურ, ღვთაებრივ წარმომავლობას აღიარებს (ამაზე ნუ ვიდავებთ, ეს ისტორიის მარტივი პოსტულატია და არა ჩემი გამოგონილი). აღარაფერს ვამბობ მეცნიერებაზე, რომელიც თავისი არსით დღემდე ბერძნულია და ყველა თანამედროვე დარგის საფუძველს წარმოადგენს. შემდეგ იყო რომი, რომელმაც სამართლებრივი სისტემა (იურისდიქცია) შექმნა, ხოლო მესამე ბურჯი ქრისტიანობაა. მხატვრულად ამბობენ ხოლმე, რომ ევროპა სამ ბორცვზე დგას: აკროპოლისზე, კოლიზეუმსა და გოლგოთაზე. ასე რომ, ევროპული ღირებულებების (მაგალითად, მოქალაქეობისა და მისი უფლებების) გარეშე დღეს ემირატებიც კი ვერ იმართება. თავად ეროვნება, ნაციონალიზმი და ქართველობის იდენტობა, თავისი არსით, წმინდა წყლის ევროპული, ძველბერძნული ფესვების მქონე იდეაა. საქართველოში ნაციონალიზმი, ეროვნების კულტი და ეს თანამედროვე გაგება დიდი ხანი არაა, რაც დამკვიდრდა. რაც შეეხება მერიკას ის ევროპამ შექმნა — მათ ეს უძლიერესი ღირებულებები მატერიკზე გაიტანეს და მაქსიმალური შესაძლებლობების ქვეყანა ააშენეს. ამიტომ, ვისაც ჰგონია (თქვენი ჩათვლით, რა თქმა უნდა), რომ რაკი ამერიკა სულ რაღაც 250 წლისაა, თქვენი ეზოს მუხა ან ნალია მასზე „დიდია“ და შესაბამისად, უფრო ღირებული, ეს ძალიან ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ლანძღვას: როცა რუსეთი და „ქოცეთი“ თავზე გვაზის, აქ „ნეიტრალურობის“ თამაში და ორივეს (რუსეთისაც და ამერიკისაც) ერთ ქვაბში მოხარშვა არ მოსულა. რატომ? იმიტომ, რომ თუ ამერიკასაც აგინებ, ამ მოცემულობაში ავტომატურად რუსეთი რჩება. ორივეს ლანძღვით რეალობა არ იცვლება, ანუ კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ ვრჩებით. ოპოზიციასაც აგინებ? შესაბამისად, მმართველი კაცური ძალა რჩება უალტერნატივოდ. და ბოლოს, ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთის აზრს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს, პატივი უნდა ვცეთ. პრინციპით — „ჩემი აზრი უპირატესია და შენი უტვინობა“ — და ლანძღვის ჭრილში კომენტირება არაფრის მომცემი არ არის.
tedo
დავით 67 -ს კითხვა დასვი , უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი ! ჩემი პასუხი ასეთია : ერთის პატრონიც და ზედ მეორისაც !! გიჩხუბია სკოლაში ? თუ გიჩხუბია , ვისთან , შენს ან გვერდზე სკოლელთან, ან შენს ქალაქელთან თუ ქვეყნის მეორე მხარეს რომ სწავლობდა და ცხოვრობდა იმასთან ?შენს მეზობლად დანთებული ცეცხლი უფრო საშიშია შენთვის , როგორც ხანძრის კერა თუ ალიასკაზე გაჩენილი დიდი ხანძარი ?ეს შენი უარგუმრენტო , შეუფერებელი , ლოგიკას აცდენილი კითხვის პასუხად . ისე , კიდევ ერხელ , პატრონი გასტ... ია ერთსაც და მეორესაც! ზუსტად იმ ზიანისვის , რაც ერთმაც და მეორემაც მოგვაყენეს .რუსებმა უკან გაიკეთონ თავიანთი მეზობლობა და ამერიკელებმა ჯერ პარტნიორობა , მერე თავისი კონსტიტუცია დაახვიონ და ისიც . მაგათი ხნის ბეღელი გვიდგას სოფელში ,მაგათი ,,უძველესობა" არსად გაიშვას! ისე , თქვენ , მაგარ ფილოსოფოსად და ,,პროდვინუტად " მიგაჩნიათ თავი ?
დავით 67
წინა კომენტარში ავღნიშნე რომ ამხელა ქვეყნის ჩინოვნიკი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს მეთქი და მგონი ამაში ბევრი დამეთანხმება. გამომდინარე იქიდან რომ ამ ქვეყანაში უამრავი რუსეთის აგენტია იმათ ვუსვამ კითხვას,ძალიან მარტივს. ასევე მარტივია პასუხიც. ჰო ან არა. ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკაა უკეთესი თუ რუსეთი.?? ვინ უფრო გაგვამწარა? ორი კითხვა გამომივიდა. რაც შეეხება ირანს, ფეხებზე არ გკიდიათ თუ რას უზამს ირანს ამერიკა, რატომ ნერვიულობთ ასე, თუმცა ეს ჩემთვის სრულიად ნათელია. რუსული და ასევე სხვა იმპერიული სახელმწიფოს მოქალაქეები დაჩლუნგებული პროპაგანდის გზით, ხშირად ვითომ ანაღვლებთ სხვა ხალხების ბედი. მე რომ რუსეთში ვიყავი, იქ მისვამდნენ ასეთ შეკითხვებს, როდესაც ვეუბნებოდი რომ ოკუპანტები ხართ მეთქი, თქვენ ოსებს და აფხაზებს ჩაგრავთო. პასუხი ლოგიკურია. რა თქვენი ტრაკის საქმეა საკუთარ ქვეყანაში ჩვენ რას ვიზამთ, მითუმეტეს რომ მათ არავინ არ ჩაგრავს. ჰოდა ასე გამოგდით თქვენ ირანის დამცველებს. თქვენ არც იმპერია ხართ და არც სხვისი დამხმარე. ისე ბევრმა არ იცის რომ ამერიკა არის ყველაზე უძველესი ქვეყანა, როდესაც ვწერ უძველესი მხედველობაში მაქვს ქვეყნის კონსტიტუცია, რადგან კონსტიტუციაა სახელმწიფოს განმსაზღვრელი..დღესაც ტომას ჯეფერსონის დროინდელი კონსტიტუცია არსებობს მცირედი შესწორებებით ,სხვა ქვეყნებმა ჭრეს და კერეს როგორც უნდოდათ. მარტო ის რად ღირს რომ 4+4 წელზე მეტი არა აქვს უფლება არავის იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ ამას გააგებინებ პუტინოიდებს და პროჭორვილელებს?
ნანა
რეგვენი!!!!!!!!!!!!!!
nika
მერე თუ ყველა ქვეყანა ერთნაირია და ყველა ცუდად ეპყრობა თავის ხალხს, ამათ შორის მაინც ირანს არჩევ, რომელიც ყოველ წელს გიჟლეტდა ქართველობას? ამერიკაზე კი არ უნდა შეგტკიოდეს გული, შენი მტრის დაჩოქება უნდა გინდოდეს დღენიადაგ, რომელმაც უამრავი ქართველი გაამწარა, გადაასახლა, გაწყვიტა, გააუპატიურა, ტერიტორიები წაგართვა და ჯერ კიდევ ქრისტიანების წინააღმდეგ უჭირავს თვალი. რაში მადარდებს ამერიკა და ებრაელები? აქ ჩამოსახლებული ებრაელები ქართველების მხარეს იდგნენ ხოლმე და ებრაელებზე უნდა ღიზიანდებოდეს ნაღდი ქართველი და ირანზე არა? ამერიკის სიდამპლე უნდა ახსენდებოდეს მუდამ და რუსეთ/თურქეთ/ირანის არა? საბავშვო ბაღი კი არაა
ნიკა
აბა ამერიკაზე უნდა შემტკიოდეს გული?ამერიკაზე და ისრაელზე დიდი ტერორისტი და მოძალადე ვინაა,ცოტა ტვინი გაანძრიე,200 წელია ირანი არავის დასხმია თავს,ამერიკა და ისრაელი ყოველ წელს ვიღაცას ესხმის და ანადგურებს,რატომ ვერ დაესხა კორეას?ირანზე მკაცრი კანონები აქვ და ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთი დიქტატორული არაა?ყველა ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს როგორი კანონი ქონდეს,ამერიკამ წააგო ომი ირანთან,დაჯექი ეხლა და კოცნე ტრაკში ებრაელებს და უნთე სანთელი
ნიკას
ყველა ქვეყანას თავისი შესაბამისი კანონები აქვს. არანაკლები აქვთ ევროპის ქვეყნებსაც, სადაც დემოსტრანტებს უმოწყალოდ არაადამიანურად არბევენ, ძაღლებსაც კი აგლეჯინებენ. ნუ რახან ევროპაა ეს "ყველაფერი მსვიდობიანია". მაგ ყველაფერზე როგორც წესი თვალებს ხუჭავენ ევრო პარლამენტარები, ახელენ მარტო ჩვენს ქვეყანაზე, ვითომდა ადამიანების უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ... კარგით დავუბრუნდეთ ირანს, ვინ ეკითხება ამერიკას ირანი რას დაამზადებს და რას არა? უბრალოდ ომი სწყურია იმპერიალისტურ ქვეყანას და სამიზნედ ირანი ამოიღო, მაგრამ ვერაფერს აღწევს ფაქტი სახეზეა. გრელანდია,პანამის არხი, მექსიკა, კანადა, ვენესუელა და კუბა ჩემია, ჩემიი! აი ეს არის ისტორიულად ამერიკის ნამდვილი სახე.
იასონა
ვის ხელშივართ უბრალო ადამიანები!!! კანონი ყველგან ფეხქვეშ გათელეს მარტო ფულზე ლაპარაკობენ მეტი არავის არაფერი აინტერესებს
Nika
Aburjgaს რატომ შეგტკივათ ასე გული ამ ირანზე გაუგებარია. ქვეყანა სადაც შარიათის კანონი მართავს ყველაფერს და მშვიდობიან პროტესტანტებს ხოცავენ რა საყვარელია?. იმედი მაქვს ამერიკელები ისეთ დღეში ჩააგდებენ ირანს რომ ხმა ვეღარ ამოიღოს.
შავლეგო ტუხმუნიძე
ამერიკელებო და მათივე ფანატებო,რამდენი ცოდვა აწევს იმ ყველაფრისთვის,რაც მათ დაატეხეს ჯერ ინდიელებს,რამდენიმე ტომი საერთოდ ამოწყვიტეს!
ნანი
ჩვენ რომ გვაქვს ირანელებთან პრეტენზიები გასაგებია, მრავალჯერ აუწიოკებია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამერიკას რა ესაქმება ირანთან და საერთოდ ქვეყანა არ დაუტოვებია აღმოსავლეთში რომ არ დაემბობა, გამოდის ყველაზე დიდი აგრესორი უახლეს ისტორიაში ამერიკაა
aburjga
მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ! აშშ დედამიწის სახადია!
მამუკა
ამიტომ არ ჩაუთვალეს ლიბერასტებმა ირანელებ გოლი ბელგიელებთან. წინასწარ იყო გადაწყვეტილი ირანის გავარდნა. ესეც თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურები.
ასეა!
დონალდ! ასე ლაპარაკი არ შეიძლება! ძაან მაინტერესებს, თქვენ ამერიკელები რითი ხართ მეტი ვინმეზე? ზევიდან, რომ უყურებთ ყველას, რას წარმოადგენთ, ისტორია თქვენ არ გაქვთ, სხვის სისხლზე და სხვის მიწაზე, (ინდიელებზე) ძალის გამოყენებით დაფუძნდით და "შექმენით თქვენი სახელმწიფო", ამ დროს ირანი არის უძველესი სახელმწიფო და ესე ადვილად არ გაგიტარებთ და ვერც მოერევით! მაგ ომში, რომელიც თქვენ წამოიწყეთ უკვე დამარცხებული ხართ!
ნათია
რა ბოგანო ქვეყანაცაა ამერიკა ისეთივე მმართველები ყავთ,ფუი
N
მე მაქვს რეკომენდაცია FIFA-ს, UEFA-ს და ყველა მსგავს ფედერაციისათვის: როდესაც ატარებენ მომავალი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლის შერჩევას, მონაწილეთათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს ვალდებულების აღება, რომ აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში ამყოფონ ჩემპიონატის ყველა მონაწილე; მათ შორის, მასპინძელ ქვეყანაში შესვლა ყველა მონაწილისა და თანმხლები დამხმარე პერსონალისათვის უნდა ხდებოდეს ერთნაირი წესით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ეროვნული, მოქალაქეობრივი, რელიგიური, რასობრივი, გენდერული და ა.შ. ნიშნით. ქვეყანა, რომელიც არ/ვერ აიღებს ასეთ ვალდებულებას, არ უნდა დაიშვებოდეს მასპინძლის შერჩევის პროცესში!
დავით 67
ჩინოვნიკი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. პირიქით ყველანაირად, სხვა ქვეყნის გუნდებზე უფრო მეტ პრივილეგიებში უნდა ჰყოლოდათ. ეს უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა. ირანის პოლიტიკა საშინელებაა, მაგრამ ესეთი გამოხდომები სამარცხვინოს ხდის ამერიკას.
ავთო
მთლად გაუბერა აშშ-მ...ფეხბურთელები რა კავშირშია---მაშინ თავიდანვე არ შეეშვათ.
გიო
რა გულის ამრევია ეს ბებერი ხრონწი ჩაძაღლდება მალე
TT-ს
აზრი ვერ გამოგაქვს ? ირანი კიდევ სხვა ჭირი იყო!!! მე ეხლა ამათ დემოკრატიას ვპასუხობ….!
gogi
ისტორიკოსს - ცნობისათვის ეს კაცი ზუსტად მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელია
ტოტო
არა ადამიანი!
TT
იქნებ შენც გაიხსენო რა დაგმართეს ირანელებმა. ნაცვლად ამერიკის ინდიელებზე წუხილისა, იქნებ ქართლ-კახეთის გენოციდებზეც გადმოგეყარა ცრემლები.
არსად არ შევიდეთ
არ შეიძლება , ასე არაცივილური მოქცევა, მითუმეტეს როდესაც მთელი დედამიწა შემოგყურებს
ისტორიკოსი
ირანელების დამცველად ვერ გამოვდგები….. პატივცემულო გალსტუკიანებო გაიხსენეთ თქენ საიდან ჩახვედით აშშ და რა დამართედ მკვიდრ მოსახლეობას…..
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს