"ბაიერნიდან" ფრანც ბეკენბაუერი საზეიმოდ გააცილეს. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩატარებულმა მატჩმა დააგვირგვინა, სადაც ბეკენბაუერის სახელობის თასი გათამაშდა...

"ბაიერნიდან" ფრანც ბეკენბაუერი საზეიმოდ გააცილეს. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩატარებულმა მატჩმა დააგვირგვინა, სადაც ბეკენბაუერის სახელობის თასი გათამაშდა. თამაშმა სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა. "კაიზერ ფრანცი" "ალიანც არენადან" 69 ათასმა გულშემატკივარმა გააცილა.

საინტერესო იყო ლუის ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო დაპირისპირება. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მათი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც პორტუგალიელმა გაიმარჯვა – "ინტერის" თავკაცის რანგში. ასე რომ, მოურინიომ "რეალში" ზუსტად იმით დაიწყო, რითაც "ინტერში" დაამთავრა. "რეალის" შემადგენლობაში ვიხილეთ ახალწვეულები – რიკარდო კარვალიო სამი ხედირა, პედრო ლეონი, ანხელ დი მარია და სერხიო კანალესი...

შეხვედრა კი მართლაც ისეთი გამოდგა, როგორიც ბეკენბაუერსა და ამ კლუბებს ეკადრებათ. მატჩის მე-7 წუთზე იკერ კასილასმა გაიბრწყინა, რომელმაც ჯერ ჰოლგერ ბადშტუბერის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, დამატებაზე კი თომას მიულერს არ გაატანინა. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ ძირითად დროში გოლის გატანა ვერავინ შეძლო და დაინიშნა პენალტების სერია, სადაც კვლავ კასილასის ჯერ დადგა. ბადშტუბერმა ამჯერად კი შეძლო "რეალის" კარის დალაშქვრა, მაგრამ სამაგიეროდ, სამეფო კლუბის გოლკიპერმა ჰამით ალტინტოპისა და ედსონ ბრააჰფეიდის დარტყმები მოიგერია და თავისიანებს ბეკენბაუერის თასი დაუბევა.

ბაიერნი-რეალი 0:0 პ. 2:4

ბაიერნი: ბუტი (46. კრაფტი) – იულიჩი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი (46. ბრააფჰეიდი), კონტენტო – ვან ბომელი (60. ოტლი), პრანიჩი (74. ჰაასი) – სოსა (60. შვაინშტაიგერი), მიულერი, რიბერი (60. ალტინტოპი) – კლოზე

რეალი: კასილასი – ს. რამოსი (58. ლ. დიარა), რ. კარვალიო, გარაი (44. ალბიოლი), მარსელო (85. დრენტე) – ხედირა, ხაბი ალონსო - პედრო ლეონი (58. დი მარია), კანალესი (58. ვან დერ ვაარტი), კ. რონალდუ – იგუაინი (59. ბენზემა)

პენალტები: 0:1 რონალდუ; 1:1 ბადშტუბერი; 1:2 ვან დერ ვაარტი; ალტინტოპი (მეკარე); 1:3 ხაბი ალონსო; 2:3 ოტლი; 2:4 ბენზემა; ბრააჰფეიდი (მეკარე)

zaza
"REAL MADRID" WELS SAUKETESO SEZONS CHAATAREBS BOLO 5W MANDZILZE!!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა