მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინამ კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ აფრიკული ნაკრები ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმაც აღიარა და კაბო-ვერდეს ძლიერი გუნდი უწოდა.

"ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და მუდმივად ასე იქნება. სტანდარტული დარტყმები და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბრძოლა დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უკვე დიდი ხანია, ვარჯიშებზე ამ კომპონენტზე ვმუშაობთ და საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ჰაერში კარგად თამაშობენ.

პრესინგნს კომპაქტურად ვერ ვახერხებდით, ცოტა არაორგანიზებულები ვიყავით. თითქოს, ისე ჩანდა, რომ მეტოქე მოედანზე 1 ფეხბურთელით მეტით იყო. გვაიძულებდნენ ბევრი გვერბინა, რადგან მათზე ეფექტურად პრესინგს ვერ ვთამაშობდით.

კაბო-ვერდე ძალიან რთული მეტოქეა. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ესპანეთთან ან ურუგვაისთან არ დამარცხდნენ. ახლა პლეი-ოფის ეტაპია და დათმობაზე არავინ მიდის. განსაკუთრებით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იგრძნობა, თუ როგორ გათანარბდა ნაკრებების დონეები.

ყველა თამაში უკიდურესად რთულია. ახლა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან ამ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით", - ციტირებს El Mundo Deportivo ლეოს სიტყვებს.

შეხსენებისთვის, არგენტინა 7 ივლისს, ატლანტაში, მერვედფინალში ეგვიპტეს შეხვდება.

67-ს
თუ ხვდები მაინც, რა მზეობა დაწერე?!... თურმე არგენტინა ისე ხდება მსოფლიოს ჩემპიონი, რომ შედარებით სუსტი მეტოქეებთან უწევს თამაში?!... და სამჯერ ისე გახდა ჩემპიონი, რომ ერთი ძლიერი გუნდი არ შეხვდა, რომ ჭკუა ესწავლებინა მაგ "მამაძაღლი" არგენტინელებისთვის?!... აქ მხოლოდ ორი ვარიანტია - ან არგენტინა თამაშობს პარალელურ სამყაროში პარალელურ მუნდიალს, სადაც მხოლოდ სუსტები ასპარეზობენ, ან შენ თავად იმყოფები პარალელურ სამყაროში, სადაც ფეხბურთის ( და არა მხოლოდ) ექსპერტად ითვლები...
დავით 67
არა სოსო ჩვენ არ ვართ უმეცრები, ფედერაციასაც მათი თამაში არც კი ჰქონდა ნანახი. ვთქვი კიდეც რომ არგენტინა ვერ მოუგებდა და დისლაიქები დამაყარეს. ( ოვერტაიმი არ ითვლება) .სამმა მსოფლიო ჩემპიონმა ვერ მოუგო. მათ ჩვენ ნაკრებზე (ევროზე) უფრო მეტად გამოიჩინეს თავი. ამხელა ტრადიციების მქონე ნაკრებებს ორ ორ გოლს რომ გაუტან ეს უბრალო საქმე არაა, თანაც ორ გზის და სამგზის მსოფლიო ჩემპიონებს. ისე და სიმართლე თუ გინდა 1986 წლის გარდა, სულ რაღაც გამართლებით გახდნენ ჩემპიონები. 78-ში პერუსთან მამაძაღლობა, ეგ ზოგმა ფეხბურთელებმაც აღიარეს წლების შემდეგ, ეგეც რომ არა ფინალში ჰოლანდიასთან ბოლო წუთებზე რენსენბრიკის ძელი, როდესაც მთელი სტადიონის ამოსუნთვა გაისმა. წინაზე პენალტები. ეს მაფიქრებინებს იმას რომ არგენტინა რაღაც "განსაკუთრებული" გზებით ახერხებს ფინალისკენ სვლას. 1990იც რა უფერული იყო, მაგრამ ფინალამდე მიაღწია. შორს ვარ იმ აზრისგან რომ მათ ვინმე ლობირებს, მაგრამ ფაქტია რომ გუნდი არ ვარგა და შედარებით სუსტ მეტოქეებთან უწევთ თამაში. მესის გარდა ამ გუნდში ვინმე შეიძლება გამოარჩიო? ისეთი რომელიც სიმბოლურ ნაკრებში მოხვდება? ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ როგორც საქართველოს ჰყავს ისე ჰყავთ მათ ერთი ფეხბურთელი. აფრიკულ გუნდებს თითქოს რაღაც აკლიათ ბოლომდე ვერ თამაშობენ თუ რაც არის. სამწუხაროდ ჩვენ კი გვჯობიან

ძალიან დაბალ სიჩქარეენბზე თამაშობდნენ,ეგონათ კლასის ხარჯზე მოიგებდნენ და არ გამოუვიდათ.კაბო ვერდე აფრიკელებით და პორტუგალიელებით არის დასახლებული,პორტუგალიული სისტემით მუშაობენ და მჭიდრო ნათესაური ურთიერთობების გამო,ნაკრებში,პორტუგალიელების ნატურალიზებასაც ფართოდ გამოიყენებდნენ.ამხანაგურში რომ შევხვდით,მაშინ მაღლიდან დავყურებდით,მაგრამ მაშინაც გვაჩვენეს,რომ შეკრული და მებრძოლი გუნდია,რომლის დამარცხებაც,ადვილი არ არის და ღირსეული მოწინააღმდეგე იყო.აქედან თუ გადავხედავთ,აღმოჩნდება,რომ ფედერაციას საკმაოდ ძლიერი სპარინგ პარტნიორი შეურჩევია და სწორედ ჩვენ,ამ საიტზე შემომსვლელები ვყოფილვართ,უმეცრები.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...