აშშ-ის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა არგენტინელ კარლოს ბერლოკთან შეხვედრა ზედიზედ 14 გეიმის მოგებით დაიწყო
ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცებმა მეორე წრე დაიწყეს. იოლი გასეირნება ჰქონდათ ფავორიტებს - ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს.

ჯოკოვიჩმა არგენტინელ კარლოს ბერლოკთან შეხვედრა ზედიზედ 14 გეიმის მოგებით დაიწყო. სერბი ისე იოლად იღებდა გათამაშებებს, რომ მაყურებელი თავიდანვე მიხვდა - ამ მატჩის სერიოზულად აღქმა არ შეიძლებოდა და ჩოგბურთელების შოუს მოწყობაზე პროვოცირება დაიწყო. ეს ბერლოკს ხელს აძლევდა და მაყურებლის გართობაზე გადავიდა, მხიარული ხასიათით ცნობილი ჯოკოვიჩიც აჰყვა არგენტინელს.

საინტერესო მომენტი შეიქმნა მესამე სეტის სტარტზე, როცა ნოვაკის მიერ ზედიზედ მოგებული გეიმების რიცხვი 14-ს გაუტოლდა. სერბს ლეგენდარული ივან ლენდლის მიერ 1987 წელს დამყარებულ რეკორდის გამეორების საშუალება მიეცა, როცა ჩეხმა სამი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო. მაგრამ ბერლოკმა პატარა სასწაული მოახდინა - 0:2-ზე ნოვაკის მოწოდებაზე ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო და მეორე ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება, რასაც მაყურებელი ფეხზე ადგომითა და დიდი ოვაციით შეხვდა.

რამდენჯერმე ჩოგბურთელებმა ბადესთან ეფექტური გათამაშება მოაწყვეს, რაც საგამოფენო მატჩებისთვის არის დამახასიათებელი. მოკლედ, პუბლიკა ძალიან გაერთო, ჯოკოვიჩმა კი სეზონში 59-ე მატჩი მოიგო და თუ ხვალ ერთ დროს ძლიერი რუსის ნიკოლაი დავიდენკოს ძლევას მოახერხებს, მესამე წრეში საიუბილეო გამარჯვებას გაიფორმებს.

როჯერ ფედერერმა ისრაელელი დუდი სელას წინააღმდეგ საკუთარი გეიმებში გათამაშებული 60 ქულიდან მხოლოდ რვა წააგო და ერთი ბრეიკის შანსიც არ მისცა მეტოქეს - 6:3, 6:2, 6:2. შვეიცარიელმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 225-ე გამარჯვებას მიაღწია და ამ მაჩვენებლით ანდრე აგასის გაუსწრო. ახლა, როჯერის წინ მხოლოდ მეორე ლეგენდარული ამერიკელი - ჯიმი კონორსია 233 მოგებით.

გუშინ, ფრანგებისთვის იყო ცუდი დღე - ბრძოლას გამოეთიშა ამ ქვეყნის ორი ჩოგბურთელი, რომლებსაც მაღალი განთესვის ნომერი ჰქონდათ. ტურნირის ყველაზე გრძელი მატჩი ითამაშეს გაელ მონფილსმა და ესპანელმა ხუან კარლოს ფერერომ - მათ კორტზე 4 საათი და 48 წუთი დაჰყვეს. 31 წლის ფერერო მეორე ახალგაზრდობას განიცდის. პირველ წრეში მან ასევე ხუთსეტიან მატჩში მოუგო თანამემამულე პაბლო ანდუხარს, ახლა კი ზედიზედ მეორე მარათონს გაუძლო მონფილსის წინააღმდეგ.

პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე წაგების შემდეგ მონფილსმა მომდევნო ორი სეტის დასკვნითი ნაწილი უფრო წარმატებულად ჩაატარა და თითქოს საბოლოო გარდატეხა შეიტანა თამაშში, მაგრამ მეოთხე სეტში ფრანგს ძვირად დაუჯდა ერთადერთი წაგებული გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, მეხუთეში კი გაელს ძალა არ ეყო. სხვათა შორის, ფრანგი მატჩის დღეს 25 წლის შესრულდა.

მონფილს 81 "ვინერსი" და ამდენივე უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ფერეროს ანალოგიური სტატისტიკა 34 "ვინერსსა" და 52 უნებლიე შეცდომას უდრიდა.

მეორე ფრანგმა რიშარ გასკემ კი ოთხ პარტიაში წააგო ივო კარლოვიჩთან. როგორც ჩანს, ხორვატზე დადებითაც იმოქმედა წინა დღეს წყვილებში ძმებ ბრაიანებზე გამარჯვებამ. ყოველ შემთხვევაში, ივო პირველ ორ პარტიაში ძალიან კარგად თამაშობდა.

სწორედ, რომ თამაშობდა და არა აწვდიდა - მისი უძლიერეის ფორჰენდები ერთი მეორის მიყოლებით აღწევდა მიზანს. მესამე სეტში გასკე გონს მოეგო და ორი ბრეიკით აიღო პარტია, მეოთხეში კი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტაი-ბრეიკზე დამარცხდა.

II წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:0, 6:0, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:2, 6:4, 7:5; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:0, 7:5, 2:6, 5:7, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-რიშარ გასკე (საფ, 13) 6:4, 6:2, 2:6, 7:6(4); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9)-ფაბიო ფონინი (იტა) 7:5, 6:0, 6:0; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 20)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:0, 6:3, 3:6, 6:3; მარსელ გრანოლერსი (ესპ, 31)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 7:6, 6:3, 6:4; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-გაელ მონფილსი (საფ, 7) 7:6(5), 5:7, 6:7(5), 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-დუდი სელა (ისრ) 6:3, 6:2, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 27)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:1, 6:0, 6:2; ხუან მონაკო (არგ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 23) 6:4, 6:1, 2:0 შტეპანეკის უარი; ტომი ჰაასი (გერ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 7:6(5), 6:1, 7:5; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 11)-სერგეი ბუბკა (უკრ) 6:3, 7:5, 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 19)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:4, 6:3, 6:1; კევინ ანდერსონი (ს.აფრ)-მიხაელ ლოდრა (საფ, 29) 6:1, 6:2, 6:2; მარდი ფიში (აშშ, 8)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 6:2, 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ!" - აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს