მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

მიუხედავად 37-გრადუსიანი სიცხისა, თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი დიდად სანახაობრივი არ იყო, მომენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა და 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ფრანგებმა ისევ შეუტიეს, კონეს დარტყმული ბურთი მეკარე ხილმა მოიგერია, ბარკოლას დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა და დუემ შეცვალა, რომელიც საჯარიმოში გომესმა წააქცია და მბაპემ პენალტით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

საფრანგეთი 9 ივლისს, მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.

ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“

პარაგვაი - საფრანგეთი 0:1

გოლი: მბაპე (70, პენ)

- მბაპემ მიმდინარე ტურნირზე მე-7 გოლი გაიტანა და მესისთან ერთად ბომბარდირია.

- მბაპემ მუნდიალებზე მე-19 გოლი გაიტანა - მესის რეკორდამდე 1 გოლი აშორებს.

თამაზ
მართლა გგონია, რომ საფრანგეთში მცხოვრები შავკანიანები და არაბები მენტალობით და ცხოვრების წესით ფრანგებს გვანან? არა მეგობარო, ეგ რომ მოხდეს, ალბათ ათი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, როგორც ახლა აშშ-ში მცხოვრები შავკანიანები არიან. ევროპაში მაცხოვრებელი ემიგრანტების 95% ცხოვრობს თავისი სამშობლოს რელიგიით, ტრადიციებითა და ცხოვრების წესით. მთლად მე-13-ე რაიონი არაა, მაგრამ რაღაც მაგის მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთში. ეგეც არ იყოს, დავიჯერო, ფრანგებს არ უტყდებათ, საქფრანგეთის ნაკრები რომ ქვია და არც ერთი ეთნიკური ფრანგი რომ არაა?
ლადო
პარაგვაის რაც ითამაშა და იკადრა ეს ფეხბურთის სირცხვილია.იმედია ამ თემაზე იმსჯელებენ...
Gio
მასკარადია და უნიჭოდ დადგმული ეს ჩემპიონატი,.ერთი-ორი მატჩის გარდა მსაჯებს ყვითელი ბარათი ჯიბიდან არც ამოუღიათ.დააკვირდით არგენტინა რა ჯგუფში იყო და რა გუნდებს ხვდება.ინფანტინიოს გუშინ ინგლისურად წამოსცდა-"I suffered with Argentina today!!"ისე უნერვიულია კაპე ვერდესთან თამაშის დროს.მესისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად დიდი ალბათობით მას კიდევ ერთხელ ააწევინებენ თასს-პელეს 1958-62 წლების რეკორდი რომ გაამეორებინონ
დავით 67
კიდევ კარგი ვარის ოთახიდან უთხრეს მომენტის გადახედვაზე, თორემ ეს იმ პენალტსაც არ დანიშნავდა. მოკლედ მიათრევდა პარაგვაის პენალტებამდე. აშკარად რაღაც ბნელ დავალებას ასრულებდა. ყოჩაღ ფრანგებს რომ პროვოკაციას არ აყვნენ. მოპატრიოტო ქართველების ნაწილს მინდა ვუთხრა კანის ფერთან დაკავშირებით. პრეტენზია გაქვთ რომ შავკანიანებად დაიბადნენ საფრანგეთში? ეგენი არიან საფრანგეთში დაბადებულნი და არა ჩამოსულები. თავისი ქვეყანა უყვართ, ჰიმნს მღერიან ფრანგულად, თავი მიაჩნიათ ფრანგებად და თქვენ რა ვენებს იჭრით? მე ფრანგებს ვქომაგობ, მსოფლიო ცივილიზაციის აკვანს. ათასჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ. სუნამო მოდა კინო, ულამაზესი ქალები, პარიზი.ეს ყველაფერი ფრანგულია. უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ. თუ არ ქომაგობთ საფრანგეთს, იმას ხომ მაინც ვერ იტყვით თამაში არ იციანო.
ehhh
ეგ შემთხვევით იმისი ბრალი ხომ არ არის, ვინც უზბეკი მსაჯი დანიშნა ამ თამაშზე? წარმოიდგინეთ რას მსაჯობს ეს ტიპი ყოველ კვირა - ვინმე ფლავისტები vs საზამთროისტები, და ახლა ამას რომ აყენებთ მსოფლიოზე, ან რაღაცა პრობლემაა, ან რაღაცა განზახვაა, ჩემი მოკრძალებული აზრით.
რიგითი
ეს თამაში უნდა ნახონ ჩვენი საკალათბურთო ნაკრების წევრებმა.. ნახონ რა არის პროვოკაცია და როგორ არ უნდა აყვნენ მას. ამ პროვოკაციაზე პასუხი კი საბოლოოდ არის ტაბლო სადაც შენ მოგება გიწერია მოწინააღმდეგეს კი მარცხი.. სხვა რა გითხრათ…
ტრიბუნა
მაროკო უფრო თეთრია. მოუგებს

აქვე,ჯო ჰარტის ინტერვიუა დადებული და ჩემ პოსტზე რაც ვილაპარაკე,თითქმის გაიმეორა.ეტყობა ამ საიტზე კითხულობს გამოხმაურებებს და მერე იპარავს!რა თქმა უნდა ვხუმრობ,თუმცა არ დავმალავ,რომ ჩვენი მოსაზრებების დამთხვევა,ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩნდა.ჯო ჰარტი მაგარი მეკარე იყო და ფეხბურთი არ იცისო,ვერავინ დააბრალებს.რაკი ისიც დაახლოებით ჩვენნაირად აფასებს მოვლენებს,ესე იგი არც ჩვენ ვმსხდარვართ ტყემლის ტოტზე.
გიო გიო
25 წელია ფეხბურთს უყურებ პარაგვაის ნაკრებისთვის ერთი ათჯერ მაქ ნაყურები ამ დროის მანძილზე ისეთი ნაგავი ნაკრები ყავთ ხოლმე რო მე მეორე სხვას ვერავის შევადარებ პროვოკატორები ბინძურები არა კაცები, არ მახსოვს რომელი წელი იყო ურუგვაისთან ერთად ფინალში გავიდნენ კოპაამერიკაზე აი სულ ასეთი თამაშით, მერე ფინალს აღარ უყურე, მოკლედ ჩემი მოკრძალებული აზრით ეგ ქვეყანა საერთოდ უნდა ჩამოაშორო ფეხბურთს დაადო სანქციები და თავის რეალობაში ითამაშოს როგორც ეხლა ერთი ქვეყანა თამაშობს.
პატრიოტი1994
რა ტვინი წაიღეთ ამ ეთნიკურობით თუ აფრიკის ფეხბურთელები და ნაკრებები მაგრები არიან თვითონ რატო ვერ ხვდებიან ჩემპიონები . ადამიანი დაბადებული გაზრდილია საფრანგეთში აქვს მენტალობა ფრანგული განვითარდა ფრანგულად , ის რო დარჩენილიყო კამერუნში ჩემს ეტოოს მოიგებდა . ეგრე შვილზე დამთავრებული ბევრი გვარი საქართველოში ებრაელია და რო მაგრად ითამაშოს ნაკრებში ებრაელები უნდა ვეძახოთ ცოტა დაფიქრდით ხალხო რას წერთ
გიორგი
თვენ რასაც ქადაგებთ რასიზმი და დისკრიმინაციაა. რუსებით გაივსო საქართველო და საფრანგეთის ნაკრებს მორალს უწუბებთ?
კიგანი
სამარცხვინოდ იმსაჯა უზბეკმა მსაჯმა…..
Gogi
საღოლ მბაპე! ეს ბიჭი კლუბისგან განსხვავებით ნაკრევში სულ სხვანაირია - თავდადებული და გუნდის შემკვრელი. ფრანგებს წინა ჩემპიონატზეც კარგი გუნდი ყავდათ და ახლაც.
კახი
ურუგვაიც ასეტი ბინძურ თამაშს თამასობდა,დაცვიდან და უხეშად, პარაგვაი უბრალოდ აუტანლად იქცეოდა, ასევე მაგონებს სიმეონეს ატლეტიკოს, ბოლო სეზონს არ ვგულისხმობ ოღონ.
ბუდუ (გპი-ზე რომ წვერებიანი ანეგდოტია იქედან)
ოღონდ გასულიყვნენ ჩემპიონატზე და გინდა ზღარბები ყოფილიყვნენ 11-ვე ....
aburjga
კლუბებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ქვეყნის ნაკრები, საფრანგეთად რომ მოიხსენიება იმ ქვეყნის ნაკრები ეთნიკური ფრანგებისაგან უნდა შედგებოდეს, ნუ 11 დან 6-7 მართლა ფრანგი უბნდა თამაშობდეს! ასეთია ჩემი აზრი. თქვენ- ტოლერანტებს ალბათ მოგეწონებოდათ საქარ^თველოს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ეთნიკური აზერბაიჯანელი, სომეხი და თურქი რომ იყოს?!
კონსპირაციული თეორია
ეს მსაჯობა იმას ნიშნავს, რომ მესის ანუ ამერიკის ლიგის კიდევ უფრო კომერციულ გაქაჩვას მიათრევენ ვითომ?
ჯარისკაცი
უზბეკური მხოლოდ ფლავია კარგი, თუმცა ეგეც საკითხავია... ჰო, ნესვი კიდევ. მსაჯების რა მოგახსენოთ.
მეც მინდა სამი ძახილის ნიშანი ვხიო ...
მაშ, მაშ!!!
ვაგლახ
ძალიან უცნაური მსაჯობთ, მაგრამ მთავარია ჩილავერტები მოვიშირეთ, ცოტა გასუფთავდა ჰაერი. ისე, თამაშის მერე ჩილავერტს რამე არ უთქვამს, მაგას ეხუტუნოს ჩემი თავი?
თეთრკანიანი
ამ შავ აფრიკელ ფრანგებს ისევ ყვითელ/წითელი პარაგვაი ჯობია:
მერაბი -1960
ეს ოროსანი ,ვითომ მსაჯი განზრახ დანიშნეს ამ თამაშზე? 21-ე საუკუნეში, თან მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი რამ ვერ წარომედგინა...საშინლად არ მიყვარს ზოგადად კონსპირაციული თეორიები, მაგრამ ეს რა იყო?
Pepi
ჩილავერტის შთამომავლებისგან კარგს რას უნდა ელოდო
თეთრი პარაგვაი
პარაგვაი!

ნეიტრალური გულშემატკივარი,ყოველთვის სუსტის მხარეს არის,მაგრამ მსაჯიც?!სტატისტიკას გადავხედე და პარაგვაის არც ერთი ყვითელი ბარათი არ აქვს.ჯერ მარტო,რამდენჯერ ჩხუბი ატეხეს და თვითონ მსაჯებმა გააშველეს.თბილისის დინამო,ლენინგრადის ზენიტს ხვდებოდა და დათო ყიფიანის წინააღმდეგ,ძალიან უხეშობდნენ.ერთ მომენტში,კაზაჩიონოკმა უკანიდან რომ მიარტყა ქუსლში და წააქცია,გამწარებულმა დათომ,ზუსტად ისე ამოუქნია ფეხი როგორც მბაპეს გაუკეთეს და მსაჯმა წამიერად გაუძრო წითელი ბარათი.აქ რამდენჯერ დაარტყეს ფრანგებს,ხან ფეხში,ხან ხელით და მსაჯი თვალებს იბრმავებდა.სამი ყვითელი ბარათი ამოიღო,ბარკოლას,ოლისეს და კონეს.აქედან მხოლოდ ბარკოლამ მიიღო უხეში თამაშის გამო,კონემ ჯერ ბურთზე ითამაშა და მაინც გააფრთხილა,ოლისეს კი,ჩხუბი აუტეხეს და მხოლოდ ეს დასაჯა.მბაპეს,მთელი თამაში სიმწრისაგან ეცინებოდა.მაროკო-კანადას მატჩშიც, ცალკეულ ფეხბურთელებს ეგზეკუციას უწყობდნენ მეტოქე ფეხბურთელები და მსაჯი გულგრილად აფიქსირებდა უხეშობას.არ შეიძლება ასე!
დავით 67
ჰო არა?. შენ ისიც გეცოდინება თუ ვინ გახდება ჩემპიონი და გვითხარი ნუ დაგვიმალავ!
დავით 67
მართლა უსასიზღრესი გუნდია პარაგვაი. ყველაფრის მკადრებელი, არცერთ სამხრეთამერიკულ გუნდებს არ ჰგავს. ანდა ეს უზბეკი მსაჯი საიდან მოათრიეს. 3 კაცი მაინც უნდა გაეძევებინა და ამან 1 ყვითელიც კი არავის უჩვენა.
სიმართლეს და პროგნოზს ნუ ურევ
ტაიმბოლით გედო თუ ჰანდიკაპით?
მირო
ასეთი სისაძაგლე და საზიზღრობა,როგორც პარაგვაის ანტიფეხბურთი და ფეხბურთელთა ამაზრზენი საქციელი,ალბათ არც გინახავს მსოფლიო ტურნირებზე არასდროს.გასაგდები იყვნენ სასწრაფოდ და გავარდნა კიდეც.
ქართველი
რადგან შენ ამბობ მასე იქნება
სიმართლე
საფრანგეთი ჩემპიონი ვერ გახდება!!!
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ