მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

დებიუტში ბერგმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბრაზილიამ შეტევებით უპასუხა, საჯარიმოში კუნია აიერმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, გიმარაეშის დარტყმული კი ნიულანდმა მოიგერია. თამაში თანაბარი იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

58-ე წუთზე კუნია ენდრიკმა შეცვალა, რომელიც მალე ვინისიუსმა ნიულანდთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ნიულანდმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 68-ე წუთზე ანჩელოტიმ მოედანზე ნეიმარი შეუშვა. 79-ე წუთზე სკელერუპის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ჰოლანმა მაგალიაეშს დაასწრო და თავურით დალაშქრა ალისონის კარი. 86-ე წუთზე ნიულანდმა კარში რიკოშეტით წასული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. მერე ჰოლანმა დუბლი შეასრულა. კომპენსირებულ დროში ნეიმარმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა და ნორვეგიამ გაიმარჯვა.

ნორვეგია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, მექსიკასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“

ბრაზილია - ნორვეგია 1:2

გოლები: 0:1 ჰოლანი (79), 0:2 ჰოლანი (90), 1:2 ნეიმარი (90+10, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: გიმარაეში (14, ბრაზილია)

- ჰოლანმა მიმდინარე ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და მესისთან და მბაპესთან ერთად ბომბარდირია.

- ჰოლანის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 54 მატჩში 62 გოლია.

- გიმარაეში ბოლო 40 წელიწადში პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე პენალტი ვერ გამოიყენა.

- ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბურთის ფლობის საკუთარი ანტირეკორდი განაახლა - 34%.

ვითომ ჰალანდს
თუ ძმა ხარ, ნუ იჩემებ ჰალანდობას! წადი გორის ბაზარში და ვაშლი გაყიდე!
თბილისელი
ჰოლანი რომ კლასიკური გოლეადორია ალბათ არავინ შემეკამათება.მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია,რომ შეზღუდული რაოდენობის მაღალი დონის შემსრულებლის ფონზე,უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მწვრთნელმა,რომელიც მაქსიმუმს წურავს იმ ფეხბურთელებისაგან ვინც ჰყავს. სწორი ტაქტიკური დავალება,გუნდის მობილიზაცია...ასე ერთი ვარსკვლავი და 2-3 საშუალო დონის ფეხბურთელი ჩვენც გვყავს,მაგრამ რად გინდა? მოქილიკეებს შევახსენებ რომ ნორვეგიაში 6 მილიონია მოსახლეობა,კლიმატზე არაფერს ვამბობ.
ჟორა-ს
დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ფაფარაშლილი სიგიჟე შემოზღუდულია მხოლოდ ფაფარის სიგრძით ... (0) მაროკო პორტუგალიას საერთოდ არ ხვდება; (1) ჯერ 4 გუნდი გავიდა 1/4 ფინალში და აქედან 3 ევროპულია; (2) ესპანეთი-პორტუგალია ვინც არ უნდა მოიგოს, მინიმუმ კიდევ 1 გუნდი იქნება 1/4 ფინალში; (3) მე რომ ჩემპიონატების ყურაბა დავიწყე 1982 წელს, ტიტულებით ევროპა vs ს. ამერიკა იყო 5-6, ახლა არის 12-10; (4) როგორ წარმოგიდგენიათ, თამაში უფრო მშრალი და პრაგმატული ხდებოდეს და ამერიკის და აფრიკის შანსები იზრდებოდეს? (5) როგორ წარმოგიდგენიათ, 5 მთავარი ჩემპიონატი და საუკეთესო საფახბურთო აკადემიები ევროპაში იყოს, ისევე როგორც ფულის უდიდესი ნაწილი და ევროპა გრძელ დისტანციაზე სხვების ფონზე დეგრადირებდეს? დასკვნა: გაეშვით ამ ალტინფოს და პოსტივის ყურებას, ხომ ხედავთ, გწყენთ ....
alexandre
ანჩელოტიც კი ვეღარ შველის ბრაზილიის ნაკრებს. ამ დროს არ არის ევროპული საკლუბო გუნდი, სადაც ბარაზილიერები არ ბრწყინავდნენ. არ ვიცი, სამწუხაროა თუ არა, მაგრამ დღეწს შედეგს უფრო დებს მებრძოლი გუნდი. ისევე როგორც ჩვენი ნაკრები. ქინქლაძის დროს (მე მაინც ვთვლი, რომ ის იყო მთავარი ვარსკვლავი პოსტსაბჭოთა პერიოდში) უამრავი გვყავდა ძალიან ძლიერი ტქნარები - არველაძეები, ქეცბა, ჯამარა, ნერმსაძე, დაცვაზე აღარ ვამბობ. შედეგი კი არაფერი. დღეს მათი დონის და შეიძლება ცოტა მეტიც კვარაა, მაგრამ შედეგი უკვე დადეს, და, მჯერა, კიდევ იქნება წარმატებები, თუ კვლავ მთელ სულს და გულს ჩადებენ თამაშში. მეცოდება ბრაზილია, ძალიან მიყვარდა გარინჩას მერე. მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.
toti
არც ეგენი იყვნენ ძირითადის ფეხბურთელები, მარტინელი თუ ბრაზილიელი იყო ეხლა გავიგე:) სრული ფიასკო
davit
დრო დადგა ასეთი. ბრაზილიას სადაც ფეხბურთის თამაშს ლამის აკვანში იწყებენ, ერთადერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს: ვინისიუსი(ნეიმარს აღარც ვახსენებ, ხეიბარი ვეტერანია). ხოდა შედეგის სახეზეა.
Ardiles78
დამტკიცდა რომ თანამედროვე ფეხბურში თუ არ გეყოლება სუპერფორვარდი,ვერ მიაღწევ წარმატებას.ბრაზილია,სადაც თავის დროზე ჯოვანი ელბერი და რომარიოც იყვნენ ზედმეტი ნაკრებისთვის ,ეხლა დეგენერატი ენდრიკის და ჩამოწერლი ნეიმარის იმედზეა.
ბირსი
პორტუგალიის ნაცვლად ალბათ საფრანგეთს გულისხმობთ - თუმცა აზრი სრულიად გასაგებია

ვინც ოდნავ ფეხბურთს თვალს ადევნებს მიხვდებოდა, რომ ეს ბრაზილია არაფრის მაქნისი იყო. ზენიტის მარჯვენა მცველით, 76 წლის დანილოთი, ხეიბარი ნეიმარით, გადამთიელი რაიანით და დიდთავა იგორათი ნორვეგიასაც უნდა გაეგდო. მარტო ჰოლანდი წონის მთელ ბრაზილიას ახლა. (ეს ანჩელოტიც არაა სისტემური მწვრთნელი, წარმატებას აღწევს მარტო ვარსკვლავურ და 2 მილიარდიან შემადგენლობაში. ნაპოლიში, ევერტონში და უკვე ბრაზილიაში კი ვნახეთ რაც არის)
toti
პორტუგალიას საერთოდ არ ეთააშება ნახევარფინალადე.. და ევროპული გუნდების დეგრადაციას სად ხედავ? ჯერ ყველა ვინც გავიდა ყველა ევროპული ნაკრებია
რევალდო
ნორვეგია და ინგლისი არაევროპული გუნდებია?
ჟორა
როგორც პოეტი ამბობს: "ინგრევა ძველი კერპები ვით ციხე-ბურჯი არმაზის"-ო სწორედ ისე ხდება. ახლა მაროკო გამოაგდებს პორტუგალიას და მივიღებთ ევროპული ფეხბურთის დეგრადაციის სრულ სურათს.
ჰალანდ
დაიზეპირეთ ჩემზე მუსიკა გრუზინებო:)) ოქროს ბურთი ჩემია. კვარა კი არა კვატია და ფისო. მე ვარ დონე!
კიეზა
ამ გუნდიდან მაქსიმუმი ეს იყო..210 მილიონიან ქვეყბის ეროვნულ ნაკრევში რომ ზენიტის 2..არაბეთის ლიგიდან 2..და ბრაზილიის ლიგიდან ნახევარი გუნდი გყავს..პლუს არ გყავს ბურთის გამანაწილებელი მაესტრო..ანჩელოტი კი არა ვერავინ ვერაფერს იზავს..თავიდანვე ვამბობდი რომ შემადგენლობის ღრმა კრიზისია..რა დანილო.რა იბანიესი და ნეიმარი..ვულოცავ ნორვეგიას ღირსეულ თამაშს...არ მიყვარს პროგნოზების გაკეფება მაგრამ საფრანგეთი-არგენტინას ვისურვებდი და მესის ბოლო აკორდს თასით ხელში..ის ამას იმსახურებს..
გეგი
მართალი ხარ არც არავის,მაგრამ რომც ყავდეს ბრაზილიას ძლიერი ნაკრები ანჩელოტი არაფერს მოაგებინებს ამაში დარწმუნებული ვარ და ასე მგონია რა ვქნა.აი ნეიმარი რომ დამატებით ზედმნეტი ტვირთი იყო ეგეც გამოჩნდა კარგად.
დავით 67
უნდა აღინიშნოს რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სუსტი ნაკრები ჰყავს დღეს,რაც კი ოდესმე ჰყოლია,მაგრამ დღეს უბრალოდ ფორტუნა მათ მხარეზე არ იყო, თამაშით სჯობდნენ მაინც ასე თუ ისე. თუმცა ერლინმა დამარხა დღეს ბრაზილია. მაგრად მომწონს ჰალანდი.შეიძლება მოედანზე არაფერი აკეთოს, მაგრამ ერთ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს.
ანვარი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები დაღუპა მაშინ როდესაც ნეიმარი შეიყვანა მოედანზე
ფეოლა
ანჩელოტიმდე ვის კრამიტებს აუტეხეს ლაწალუწი რო?
912
ყველა მხრიდან ატენეს პენალტები მაგრამ არ გამოუვიდათ
გეგი
ვინმეს იმედი ჰქონდა რომ ბრაზილია რამეს იზამდა?რა ანჩელოტი რის ნეიმარი ღადაობთ?ყველაზე უსუსური ნაკრები რაც კი ისტორიაში ჰყოლია ბრაზილიას აი ეს არის და სანამ ანჩელოტი იქნება სულ ასე იქნებიან.
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
"ისეთი რაღაცები მესმოდა, კინაღამ გავგიჟდი" - ლეანდრო პარედესი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" და პსჟ-ს ყოფილი მეკარე "მალიორკაში" გაანათხოვრა
"რეალი" დიომანდეს 100+ მილიონად შეიძენს
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
ისტორიაში პირველად - საქართველოში "ბარსელონას" კემპი გაიხსნა
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
ქოჩორაშვილი "სპორტინგის" განაცხადში არ იყო და მისი წასვლა გარდაუვალი ჩანს
7-კაცა | საფრანგეთს მეორედ ვეღარ ვაჯობეთ
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
მარცხის შემდეგ გამარჯვება - "ნიკე ლუსომ" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
ვოზინია მალე "კოლო-კოლოსთან" გააფორმებს კონტრაქტს
მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ში? - რა ხდება როდრის ტრანსფერთან დაკავშირებით
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
პსჟ-ს ნახევარმცველი "ატლეტიკოში" გადავიდა
"იმ მომენტიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ მწვრთნელი ვიქნებოდი" - მოურინიოს ემოციური განცხადება
„ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა