მაიამის "ინტერისა" და არგენტინის ნაკრების 39 წლის ვარსკვლავი ლიონელ მესი შესაძლოა, "ოქროს ბურთის" მომპოვებელთა შორის ერთ-ერთი ნომინანტი გახდეს. ეს ვეტერანი შემტევის 2026 წლის მუნდიალზე ბრწყინვალე ასპარეზობამ განაპირობა.

ლეოს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის. მან მეტოქეთა კარი ოთხივე ჩატარებულ შეხვედრაში აიღო. პოპულარული The Athletic მას "ოქროს ბურთის" 2026 წლის შესაძლო მომგებთა სიაში პირველ ადგილზე აყენებს.

"ევროპულ ფეხბურთში თამაშის გარეშე ამ ჯილდოს მოგება სრულიად შესაძლებელია. ისტორიულად, ეს უფრო რთულად ჟღერს, მაგრამ ევროპის გარეთ ზოგიერთი ლიგის მზარდი ძალა სიტუაციას ცვლის.

როდესაც საქმე "ოქროს ბურთს" ეხება, შეუძლებელი არაფერია. ტექნიკურად, ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მისი მოგება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ლიგაში თამაშობს", - ნათქვამია Ballon d'Or-ის პრესსამსახურიის გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორებმა გაიხსენეს, რომ 2019 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი ქალებში "სიეტლის" წარმომადგენელი მეგან რაპინო გახდა. მან იმ წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა.

შეხსენებისთვის, მესი "ოქროს ბურთის" რვა გზის გამარჯვებულია. 2023 წელს მას ეს პრიზი მაშინ გადაეცა, როცა უკვე მაიამის "ინტერში" თამაშობდა. თუმცა, კლუბში მისი გამოსვლების შეფასება ძირითადად პსჟ-ში გატარებულ პერიოდს დაერთო, საიდანაც ის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით წავიდა.

სიმართლე
თუ კიდევ მესის მისცეს ოქროს ბურთი, მაშინ როგორც იმ სიმღერაშია: "თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღააამ, თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგიიირს" - თეთრი რაში/თეთრი გედი ვინც არის, მგონი მიხვდით...
toy-ს
მესის და რონალდუს გვერდით ვერასოდეს დადგება ვერც:მბაპე, ვერც კეინი და ვერც ჰალანდი, აი იამალი კი ვერც მას 3-ის გვერდით ვერ დადგება.დდდდ
toy
მესის და რონალდუს გვერდით ვერასოდეს დადგება ვერც:მბაპე, ვერც კეინი და ვერც ჰალანდი, აი იამალს შეუძლია თუ ქალებს შეეშვება.დდდდ
ჟორა გაბრიჭიძე
ფიფა ყოველწლიურად ასახელებს წლის ფეხბურთელს, ასევე ყველა კონტინენტი ასახელებს თავის საუკეთესო ფეხბურთელს. ევროპაში კი ეს ტიტული შეთავსებული აქვს ოქროს ბურთს და მისი მფლობელი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, ამიტომ თუ ოქროს ბურთის მოგება სხვა კონტინენტზე მოთამაშე ფეხბურთელსაც შეუძლია მიიღოს, მაშინ ეს ფიფას მიერ გამოცხადებულ საუკეთესო ფეხბურთელის დუბლირება იქნება, რაც დიდი სისულელეა.
G.A.L.
2026 მსოფლიოს ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახდება.
გიგა
ლეო მესიზე არაფერი დამენანება!ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რო შეუძლებელია არ მოგწონდეს. მარტო ბურთის შეგდება ხომ არ არის? ბურთზე შეხება და ეგრევე მინი შოუ იწყება, ლეოს შესრულებით.წარმატება ლეგენდას!!!!
semi
აქსიოს !!!

დღეს რა თქმა უნდა მესიც კანდიდატია,მაგრამ თუ არგენტინის ნაკრები მხოლოდ მის იმედზე გააგრძელებს ბრძოლას,არგენტინას გამარჯვები შანსი არ აქვს და შესაბამისად,ვერც მესი გახდება,საუკეთესო.დღევანდელი არგენტინა,8 წლის წინანდელს ჰგავს და მაშინ,8 წლით ახალგაზრდა მესიმაც კი ვერ შესძლო,ნაკრები ჩემპიონობამდე მარტოს მიეყვანა.საერთოდ,ამერიკის მთავრობა ისე უხეშად ერევა ჩემპიონატის მსვლელობაში,რომ მის შედეგებზე,არაფერი გამიკვირდება.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა