მუნდიალი, ფაქტობრივად, შეუჩერებელ რეჟიმში გრძელდება. გადაჭრით ვერაფერს იტყვი, შუა დღით დაწერილმა ტექსტმა იქნებ საღამოს ფასიც კი დაკარგოს. ყველაფერს თითქოს ვუყურებთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ საუბარი სულ გვჭირდება.

ჩვენი სურვილია, ყველას შევეხოთ და მხოლოდ ვარსკვლავებს არა, მაგრამ მესი, მბაპე, რონალდო თუ იამალი სულ თავს გვახსენებენ - ასეთი დიდების გამო გვიყვარს ფეხბურთი!

ჩემპიონატი გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა და რამდენიმე საღამო მართლაც გამორჩეული იყო. უკვე თამამად შეგვიძლია, წარმატებულები და წარუმატებლები გამოვყოთ.

აღმოჩენა სხვადასხვა კონტექსტში

კაბო-ვერდეს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ თუკი თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს შეიძენ, ნებისმიერი მეტოქისთვის რთულად დასამარცხებელი შეიძლება გახდე და გადამწყვეტი სულაც არ იყოს, ფეხბურთელების გუნდებს შორის რა სხვაობაა. ამის კომპენსირება შეგიძლია, თანაც, ისე, ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიები დაიმსახურო. კონკრეტულ მატჩში მოგებაზე მნიშვნელოვანი იქნებ მათი გულის მოგება იყოს.

23 წლის კაბო-ვერდელმა, სიდნი კაბრალმა არგენტინის ნაკრების კარში გატანილი გოლი ჯერ ოჯახთან ერთად აღნიშნა, მატჩის შემდეგ კი მათთან ერთად იტირა. ეს იყო გულისწყვეტის, მაგრამ სიამაყის ცრემლები. ამ ფეხბურთელის კარიერის აწყობა საშუალო დონის ევროპულ კლუბებშიც გაუჭირდა და ახლა იქნებ დიდი ტრამპლინი ელის!..

აღმოჩენაა პარაგვაის ნაკრებიც, ამ გუნდმა ითამაშა ისე, როგორც შეეძლო, მაგრამ ის, რაზეც კაბო-ვერდელების შემთხვევაში ვისაუბრეთ, აქ პირიქითაა - მათმა სათამაშო სტილმა ნეიტრალური გულშემატკივრების გული ვერ მოიგო. საქმე მხოლოდ ძალიან დაცვით და ნაკლებად ფანტაზიების მქონე თამაშში არაა, პარაგვაელი ფეხბურთელები ერთგვარ პროვოკაციას მიმართავდნენ. ასე რომ, კარგია როცა გერმანიას არაფერს უთმობ, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

რაც შეეხება პარაგვაელთა მეკარეს, ორლანდო ხილის შემთხვევაში სხვა ემოციებია. მას ჰქონდა ცხოვრებისეული პრობლემები, გადალახა და დიდებული მუნდიალი ჩაატარა. თანაც, მის მხრიდან არ ყოფილა ის გამოვლინებები, ვინმე ნეგატიურად განეწყოს.

ვოზინია

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი დანიშნულება იქნებ მათი აღმოჩენა იყოს, თვალს ნაკლებად რომ ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი ნამდვილად ვოზინიაა. კაბო-ვერდეს მეკარე 40 წლისაა, ახლა გუნდის მოლოდინშია, მაგრამ მან მოიგო მთავარი - სოციალურ ქსელებში მასზე ყველაზე მეტს საუბრობენ, უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე აქამდე ნებისმიერ სხვა, ექსტრაკლასის მეკარეს.

ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ადრე თუ გვიან მაინც დაფასდება ის, რისთვისაც ბევრი რამ გაიღე!..

დიდების სურვილით

მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ სვლას აგრძელებენ და უკვე მეოთხედფინალში არიან მაროკოსო და ნორვეგიის ნაკრებები. მიუხედავად ფეხბურთელების მაღალი კლასისა, მსგავსი არაგრანდი გუნდების მიმართ ორმაგი მოლოდინია - წარმატებისაც და "ჩაფლავებისაც". ამ ორმა ეროვნულმა გუნდმა წარმატებას უკვე მიაღწია. აქ უკვე მიღწეულით ტკბობა (მაროკო) ან ვარსკვლავური სტატუსის ერთგვარი შეფერება (ერლინ ჰოლანი, ჰაკიმი) არ გვინახავს, არამედ ახლიდან დამტკიცება იმის, რა შეგიძლია. საქმისადმი ეს დამოკიდებულება ამართლებს!..

მოსალოდნელი კრახი (?!)

ბრაზილიის ნაკრებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მათ გრძნობებზე თამაში არ შეიძლება. ის, რითაც შეგიყვარეს, არ უნდა შეცვალო, ან თუ შეცვლი, შედეგი უნდა მოგცეს. მისი სამწვრთნელო სიდიადის მიუხედავად, კარლო ანჩელოტი ვერ გამოდგა მწვრთნელი, საკადრო პრობლემების პირობებში, ბრაზილიის ნაკრებს ასე მონატრებულ ტიტულს რომ დაუბრუნდებდა. შესაძლოა, ისინი ამისთვის მენტალურად არ არიან მზად და კარლოს მორიგი 4 წელი სჭირდებოდეს, გუნდი საჭირო წარმატებამდე რომ მიიყვანოს. ახლა კი მორიგი ცრემლებია...

ხასიათის სიმტკიცე

ინგლისის ნაკრების შესაძლო ჩემპიონობაზე ხშირად ქილიკია. მექსიკასთან მძიმე ბრძოლაში გუნდმა თითქოს ის ხასიათი გამოავლინა, რაც პლეი-ოფის გზაზე ძალიან უნდა გამოადგეთ - გაუტეხელობა, საკუთარი თავის რწმენა და სიტუაციის კონტროლი. ამას ისეთი ფეხბურთელის თავდაჯერება დაემატა, როგორიც ჯუდ ბელინგემია, საოცარი უნარების კაცი. ასეთი ინგლისი უკვე საინტერესოა, დანარჩენს კი დაველოდოთ!..

ყველაზე საინტერესო მატჩები პლეი-ოფში:

არგენტინა - კაბო-ვერდე 3:2(დ.დ);

პორტუგალია - ხორვატია 2:1;

ინგლისი - მექსიკა 3:2.

ბომბარდირები:

მესი/მბაპე/ჰოლანდი - 7; კეინი - 6.

სავარაუდო ნახევარფინალები:

ინგლისი - არგენტინა;

საფრანგეთი - ესპანეთი.

დდდ
მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნდიალის მიმართ უამრავი ხასიათის ასევე უამრავი პრეტენზია არსებობს, - უმეტესწილად სამართლიანი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმ ხიბლს, რასაც მსოფლიოს საუკეთესო ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ჰქვია... კი ბატონო, შესაძლოა, ერთი შეხედვით მაისურების გარეშე ვერც გაარჩიო, ევროპული ნაკრები თამაშობს თუ აფრიკული, მაგრამ თუ დაუკვირდით, კაცნაკლული გუნდები - სულერთია, პარაგვაი იქნება, შტატები თუ ინგლისი (გაიხსენეთ პარაგვაი-თურქეთი, შტატები-ბოსნია და აგერ ახლახან მექსიკა-ინგლისი) უკეთაც კი თამაშობენ, რაც საკლუბო ფეხბურთში პრაქტიკულად წარმოუდგენელია... ეს ხალხი ამაყობს იმ ქვეყნით, რომელსაც წარმოადგენს, ექსტრემალურ და არახელსაყრელ პირობებში საიდანღაც დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს და გაუგონარ თავდადებას იჩენს... სულ მეფიქრება, ჩვენი ბიჭები როგორ გაუძლებდნენ მსგავს სტრესულ სიტუაციებს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და სხვა დროს, იმედია ეგ დროც მოვა...
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
"ვოზინიამ პირად შეტყობინებაში მომწერა და ეს მთხოვა" - რუს ბლოგერს კაპო ვერდელთა გმირი მეკარე გაახსენდა და ისტორია მოჰყვა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ვოზინია მალე "კოლო-კოლოსთან" გააფორმებს კონტრაქტს
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა