საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ სელესტა ამარილიას უპასუხა, რომელმაც "რეალის" ფორვარდის მისამართით რასისტული სახის განცხადება გააკეთა და მას მახინჯი კამერუნელი უწოდა.

27 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ასეთი სახის განცხადებები, მუნდიალზე პარაგვალეთა მიღწევებს აკნიკებს.

"ქალბატონო სელესტა, თქვენ საძაგელი და თანამდეობისთვის უღირსი ქალი ხართ. თქვენ არ წარმოადგენთ პარაგვაის, ქვეყანას, რომელიც მთელი შეჯიბრების განმავლობაში, ვნებასა და პატივისცემას ასხივებდა.

თქვენი უგუნურებისა და თავხედური რასიზმის გამო, მთელმა მსოფლიომ უკვე დაივიწყა ის გზა და ისტორიული ძალისხმევა, რაც თქვენმა მოთამაშეებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასწიეს.

ახლა ადგილი დაეთმო არაკომპეტენტურ ქალს, რომელიც თავისი ქვეყნის ყველაზე ცუდ იმიჯს ქმნის. იცოდეთ, არასდროს დავუშვებ, რომ მისნაირმა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელონ თავიანთი სიძულვილი და რასიზმი", - ციტირებს მბაპეს BBC.

პარაგვაელი სენატორის განცხადებაზე დაუყონებლივი რეაგირება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამაც მოახდინა, რომელმაც გაკეთებულ კომენტარს ამაზრზენი და მიუღებელი უწოდა. FFF-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც გეგმავს.

შეხსენებისთვის, საფრანგეთმა პარაგვაი მუნდიალის მერვედფინალში 1:0 დაამარცხა. მატჩის მეორე დღეს კი პარაგვაელმა სენატორმა თქვა:

“კოლონიზებული კამერუნელი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, თავი ფრანგად წარმოაჩინოს. ამპარტავანი, გამდიდრებული და მახინჯი. მთელი მატჩის მანძილზე ნერვიულობდა და ისევე როგორც მთელი მისი გუნდი, საშინლად შეშინებული იყო. ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს და ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოიგეს.

ერთადერთი, რის გამოც ბევრმა შეიძლება პარაგვაის უსაყვედუროს ისაა, რომ მატჩის შემდეგ მას სახალხოდ არავინ გაულაწუნა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარული არ ვარ.

ბიჭმა წერაც კი ვერ ისწავლა, დედის რძის ნაცვლად ქოქოსის რძეს მიირთმევდა, ყველაზე განათლებული კი ვის შესახებაც სმენია, შიმპანზეები არიან. ორლანდო ხილს შუა თითი უნდა ეჩვენებინა".

გეტყვით, იმასაც, რომ ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 10 ივნისს მაროკოს დაუპირისპირდებიან.

დავით 67
ნევროზზე უფრო მძიმე. გაუნათლებელობა.
suxumchanin
მიკვირს, ბოლო დროს ქალებმა ძალიან წაიგდეს ენა რასაც კაცი არ იკადრებს. მაგ საციდავმა თავის წარმომავლობას მიხეფოს
კახა
ისე რამაგარი დაასხა მბაპეს, რაო ქოქოსის რძეო?
ვეფხვია ფილაური
იყუჩე დიაცო!..არ შეგფერის შეპასუხებაი
N
Korben Dallas-ს: მბაპე რომ თეთრკანიანი ყოფილიყო (ოღონდ კამერუნში დაბადებული/გაზრდილი, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე), რაც იმ ქალმა სიტყვები იხმარა, იგივეს გამეორება შეუძლებელი იქნებოდა განა??? მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველა იგებს თავისი ნაკითხობის შესაბამისად!
Alex
Ro gavxar ra.magisnbralia?
მაია
მთელი მატჩი მბაპე მწარედ იცინოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად და დიპლომატიურად უპასუხა. ამ ე.წ. კონგრესენმა ქალმა ჯო უილსონიც კი გაახუნა.
ვაგლახ
რა უცნაური ქვეყანა ვართ: ა. მე ისე ვიცი, ასეულობით ქართველი ჭლექის მკურნალობის, სასწრაფო ოპერაციის უფასოდ გაკეთების და უბრაალოდ წესიერი სამედიცინო დახმარების მისაღებად გამწარებით მირბის საფრანგეთში და ლტოლვილად ბარდება (რომ სანამ საბუთებს სწავლობენ, უმკურნალონ). ბ. იგივე ხალხი (აქაურ კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ), სიხარულით და ლაღად ასწავლის ფრანგებს როგორ უნდა გაატარონ 'სწორი' საემიგრაციო პოლიტიკა, განსაკუთრებით 'ვიღაცა პარიზში დაბადებული კამერუნელების' მიმართ. გ. არცერთი ქართველი არ მინახავს პარაგვაიში მიდიოდეს მკურნალობის, სამუშაოს თუ რაიმე სხვის საძებლად. შეკითხვა: მხოლოდ ნევროზი გვჭირს თუ რაიმე უფრო მძიმე? :))))
Korben Dallas
რასისტებს ეგ "პრივილეგია" მოგანიჭათ ღმერთმა - იტყვით რამეს და მერე გულწრფელად გიკვირთ და ვერ ხვდებით, რა თქვით არასწორი ))) ისე კი, რაღაცეების მოხვედრას ორი წიგნის გადაშლა და წაკითხვა ჭირდება, რო რამე...
ehhh
მბაპე პარიზში დაიბადა. სამწუხაროდ, რადგან დედა....ი კამერუნელია, ვერ მოიფიქრა, რომ ლოტკინზე ნაქირავებში ცხოვრება, ლილოში შოფინფი და კლავიატურაზე შოპენივით დაკვრაა ბედნიერება და მხოლოდ ამ ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა .... სარკეში ჩახედვა არ გიცდიათ?
N
შეურაცხმყოფელი, კი ბატონო, მაგრამ რასისტული რა იყო ამ გამონათქვამებში მე. პირადად, ვერ გავიგე.
დდდ
მუსიე მბაპე უნდა ჩამოყალიბდეს - პარაგვაელები ბინძურად და ამაზრზენად თამაშობდნენ, თუ ვნებასა და პატივისცემას ასხივებდნენ...ნამდვილად არ მგონია, ხსენებული ტერმინები იმ დონეზე ერთნაირად ჟღერდეს ფრანგულად, რომ თარგმანში ჩავკარგულიყავით...
IniTeam
არადა 100% იანი ყოფილა პარაგვაელი ქალბატონი 😁😁😁 მბაპე მართლა კამერუნელია, მართლა გამდიდრებული ამპარტავანი და დედამ..ლი ხასიათის. ეგრეც მისდის საკლუბო კარიერა და მაგის ეგოს ეწირება ყველა გუნდი. იმედია მსოფლიოდანაც მალე გამოვარდება
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია