მონტევიდეოში ურუგვაისთან 41:34 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები ჩილეში ჩავიდნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან.

პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდები 11 ივლისს, საქართველოს დროით 23 საათზე სამოას ვინა დელ მარიში შეერკინებიან.

ვინა დელ მარი ჩილეს ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა 335 ათასს შეადგენს. ის ჩილეს სიდიდით მეოთხე და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

თამაში „საუსალიტო სთედიუმზე“ გაიმართება, რომელიც 1929 წელს აშენდა და 2015 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მრავალფუნქციური სტადიონი 21 754 მაყურებელს იტევს. ის ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, ‘ევერტონის’ საშინაო არენაა. 1962 წელს „საუსალიტო სთედიუმზე“ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 8 თამაში გაიმართა. მანვე უმასპინძლა 1991 და 2015 წლების კოპა ამერიკას შეხვედრებს.

სამოა კვირაზე მეტია ჩილეში იმყოფება. ერთა თასის პირველ ტურში ის სანტიაგოში ჰონკონგს შეხვდა და 66:19 დაამარცხა. სამოამ მეტოქეს 10 ლელო გაუტანა და 8 გარდასახვა შეასრულა, თავად კი სამი ლელო გაუშვა.

ჩვენ და სამოა

საქართველოს სამოას წინააღმდეგ აქამდე 6-ჯერ უთამაშია, საიდანაც სამში გამარჯვება მოიპოვა, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორში კი კუნძულელებმა იმარჯვეს.

“მანუ სამოას” პირველად ჩვენთვის სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში შევხვდით და მეტოქემ დიდი უპირატესობით, 46:9 იმარჯვა. მეორედ სამოას 2013 წელს “მიხეილ მესხზე” შევერკინეთ და იმხანად მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფ გუნდთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ - 16:15.

2016 წელს სამოას კუნძულებზე ვეწვიეთ და აპიაში ფრედ, 19:19 ვეთამაშეთ. ამის შემდეგ სამოელები სამჯერ გვეწვივნენ საქართველოში. 2016 მათ „მიხეილ მესხზე“ 20:16 ვაჯობეთ, 2018 წელს კი, „ავჭალაზე“, 3:19 ჩამორჩენის მიუხედავად თამაში შემოვატრიალეთ და 27:19 გავიმარჯვეთ.

სამოას ბოლოს 2022 წელს „დინამო არენაზე“ დავუხვდით და დაძაბული მატჩი სტუმრებმა 20:19 მოიგეს. ამრიგად, ბორჯღალოსნებს ოთხი წლის წინანდელისთვის რევანშის აღების შანსი აქვთ, რაც მათ ერთა თასზე ლიდერობის გამყარებაშიც დაეხმარება.

მოცემული მომენტისთვის სამოა მსოფლიო რაგბის რეიტინგში 66,90 ქულით მე-18 ადგილზეა, საქართველო კი 72,67 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

Rugby.ge

წერტილი,მიმაჩნია,რომ სპორტული ჟურნალისტიკისათვის ხართ დაბადებული.თუ ძალიან ასაკოვანი არ ბრძანდებით ამაზე დაფიქრთით.

საქართველოს ნაკრები უკვე დაამთავრებდა,საქართველოდან ამერიკაში გადაფრენით გამოწვეულ აკლიმატიზაციის პერიოდს და ახალ მწვრთნელთანაც უფრო გაშინაურდებოდნენ.ასე რომ შედარებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ,წესით.სამოაც ურუგვაიზე წინ არის რეიტნგში და უფრო საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს,სადაც ჩვენი გამარჯვება,სავალდებულო საჭიროებაა.უნდა შევძლოთ და ამ ტურნირზე უპირობოდ გავიმარჯვოთ,გზადაგზა კი,თამაშიც დავხვეწოთ და რეზერვებიც გავსინჯოთ.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შოტლანდიამ მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა მოიგო
ბორჯღალოსნები სამოას 3 დებიუტანტით დაუპირისპირდებიან
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საქართველოს ნაკრებმა სამოასთან პირველი ტაიმი 10:19 წააგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
პოლიციამ სამოა-საქართველოს მატჩის წინ მაგრად გააჯაზა [VIDEO]