მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში გატანის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან - სწრაფი კონტრიერიშისას მბაპე საჯარიმოში მაზრაუიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ ბონომ ბურთი არათუ მოიგერია, არამედ დაეუფლა. შემდეგ მეკარემ დუეს არ გაატანინა, დინმა კი ბურთი ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, დეშამის გუნდი კვლავ სჯაბნიდა მეტოქეს და მბაპემ ლამაზი გოლით საფრანგეთი დააწინაურა. მერე მოწინააღმდეგის კარი დემბელემაც დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყდა. კილიანმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, 77-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და თავისი ფეხით დატოვა მოედანი.

ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“

საფრანგეთი - მაროკო 2:0

გოლები: 1:0 მბაპე (60), 2:0 დემბელე (66)

გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (28, საფრანგეთი)

- მბაპემ მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა და მესისთან ერთად ბომბარდირია.

- მბაპემ მუნდიალებზე მე-20 გოლი გაიტანა - 1 გოლით მხოლოდ მესის ჩამორჩება.

- მბაპე მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 20 მატჩი ჩაატარა - 27 წლის და 201 დღის.

- დემბელეს ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

- 18 წლის და 280 დღის მაროკოელი ბუადი პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხედფინალში ითამაშა.

- მაროკოელებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა მათი საუკეთესო ბომბარდირი საიბარი.

- მსოფლიო ჩემპიონატებზე ბონომ 9 პენალტიდან (მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრინების გარეშე) მხოლოდ 2 გაუშვა - 4 მოიგერია, 3 მეტოქეებმა კარს ააცილეს, ხოლო 2 გაუშვა.

Ardiles78
ყველა საფრანგეთი მახსოვს 1978 წლიდან თავისი გენიოსებით:პლატინი, ტიგანა, პაპენი, ზიდანი, ანრი, გრიზმანი და ა. შ. მაგრამ ახლანდელი ნაკრები ,მგონი,საუკეთესოა თავის ისტორიაში. ნაკლი გუნდს პრაქტიკულად არ აქვს არც ერთ რგოლში. შეტევითი პოტენციალი რაღაც კოსმოსურ სიმაღლეზეა. ესტეთიკურადაც ფრანგების თამაში მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს. ფიზიკურად და მენტალურად გუნდი შესანიშნავ ფორმაშია .თან გუნდია, მშიერი, გაბედული, თავისი ფასის მცოდნე გუნდი.
მამუკა
ფალსიფიცირებულბმა დაამარცხეს ნაღდები
Barmalei
საფრანგეთის გოლთან დაკავშირებით - სწორად არის ჩათვლილი, ჯარიმა იყო მანამდე, გეთანხმები, მაგრამ შემდეგ იყო პასი უკან - ანუ შეტევის მეორე ფაზა წავიდა. ასეთ შემთხვევაში გოლი ითვლება ახალი წესებით. ეგვიპტეს ცოლისგან განსხვავებით იყო პასი უკან. ესაა ახალი წესები.. თუმცა მე რომ მკითხო წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ისეთი გოლები როგორც ეგვიპტელებმა გაიტანეს უნდა ითვლებოდეს..
"პრაფესორებს"
მსოფლიო ჩემიონატზე გასული გუნდები, ნაღდად სუსტები არ არიან, მანდ მოხვედრა, უკვე ბევრის მთქმელია! თქვენი წუწუნი უკვე გულის ამრევია, პირდაპირ სთქვით მიკიბ-მოკვიბის გარეშე, ხართ გაქანებული ანტი მესისტები! ეს არის თქვენი მთავარი მიზეზი! ერთ ანდაზას შეგახსენებთ: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო! ხომ არ გენიშნაათ, პრაფესორებოო?
დავით 67
საფრანგეთმა მოუგო მაროკოს აკადემიურ სტილში. ყველაზე ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს საფრანგეთი ამ ჩემპიონატზე. ესპანეთზე უკეთესია ( ეს ჩემი აზრია). ვინ იცის შემდეგ რა მოხდება,მაგრამ თუ ჩემპიონი გახდება, ნამდვილად ვერავინ იტყვის რომ არ ეკუთვნოდაო. დარჩენილი გუნდებიდან ყველაზე ადვილი ლუკმა საფრანგეთისთვის არგენტინა იქნება, მიუხედავად იმისა რომ მათ მესი ჰყავთ. არა გამორიცხული რომ წინა ჩემპიონატის ფინალისტები აღმოჩნდნენ ფინალში. ერთი მინდა კიდევ ავღნიშნო. მბაპე ხომ მაგარი გოლეადორია, მაგრამ ოლისე არის საფრანგეთის სული და გული. გუშინ რომ ვაკვირდებოდი ყველგან იყო დაცვაშიც კი. ერთი ვერ გავიგე მაინც თავიდან დეშამმა რატომ დააყენა ცენტრში
დავით 67
ვისი კომენტარია ეს ნეტავ?😇
ტრიბუნას
სულელ! ნორმალური ხარ?
სოსო
სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკამ მოუგო ჩრდილოეთ აფრიკას

მაროკოს ძალიან დაეტყო,გამტანი ფორვარდის,საიბარის არყოლა!ფეხბურთელებს საბოლოო მისამართი აღარ ჰქონდათ და თამაშის ნახაზი დაერღვათ.საიბართან ერთადაც,საფრანგეთი მაროკოზე ძლიერ ნაკრებად მოჩანს და მის გარეშე,რა თქმა უნდა მაროკოელებს უფრო მეტად გაუჭირდათ.ამ ჩემპიონატის შემდეგ,დეშამი ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს.მის ხელში საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის ძალიან ძლიერი ნაკრები იყო,უძლიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული,მაგრამ ადრე,ისინი უბრალოდ გუდავდნენ მეტოქეებს,თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ და პრაგმატული თამაშით აღწევდნენ შედეგებს.მუდმივად გვქონდა უკმარისობის შეგრძნება,რადგან ამ ნაკრებს შეეძლო გამარჯვებების მოპოვება,სანახაობრივი ფეხბურთითაც მოეპოვებინა და ამას არ აკეთებდა.ამ ჩემპიონატზე საფრანგეთი სწორედაც სანახაობრივ ფეხბურთს გვთავაზობს და რა სამწუხაროა,რომ სწორედ ახლა ტოვებს ნაკრებს.
ტრიბუნა A
მესი ჭრელი დედალივით დაგორავს მინდორზე🙂
ჯონდო
დავეხმაროთ რუსეთს ბენზინით!
უვიცი
კი საკამათო იყო მართალი ხარ, მაგრამ არგენტინისგან განსხვავებით საფრანგეთი ფლობდა აბსოლუტურ უპირატესობას, ეგვიპტისგან განსხვავებით მაროკომ ვერც გოლები გაიტანა და არც გოლი გაუუქმეს და საერთოდაც კითხვის ნიშანი არ ჩანდა. ამიტომაც არავინ ამახვილებს ყურადღებას.

არგენტინაზე სერიოზული ანტიპიარ კამპანიაა აგორებული. გუშინ საფრანგეთის პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მანამდე ხელით გაიჩერა ბურთი რაბიომ, პენალტის ეპიზოდიც ბოლომდე სუფთას არ ჰგავდა, მანამდე ჰაკიმიზე ჯარიმდებოდა მგონი დუე. მაგრამ რადგან ეს არგენტინა და მესი არაა ყველამ გაატარა, ვერ ეგუებიან რო მესი ყველა დროის საუკეთესოა და ცდილობენ ცრუ ბრალდებებით მისი საოცარი თამაში დააკნინონ ;დდდ თქვენი რონალდუ უკვე დიდი ხანია ჩამოიტოვა უკან, მესის ობიექტურად გვერდზე მხოლოდ პელეს თუ დაუყენებ, სხვას ვერავის.
lasha
გამართლებია ცოტა რბილადაა ნათქვამი. ნაკრები 1/2 ისე რომ ტოპო 20 დან არავინ შეხვდეს?! ამას ხელშეწყობა ჭირდება. ვერ გახდება არგენტინა ჩემპიონი. გამორიცხეტ ეგ. ეგ უსახური ნაკრები. რაც არ უნდა ქაჩონ მაინც ვერაფერს მიაღწევს. დარმწუნებული ვარ რო შეგხვდეს მაგას საქართველოს ნაკრებიც მოუგებს :)

მაგარი ბანძი თამაში იყო , ერთი ოლისე თამაშობს კარგ ფეხბურთს ყოველთვის .
ანზორი
მაგრები ხართ! როგორ მინდა ამათმა ან ესპანეთმა არგენტინელები აატიროს! არგენტინას როგორი იოლი ბადე შეხვდა და გაუმართლა ასე არავის გამართლებია!
ჩემი აზრით-ს
ბართალი ბხარ!
ჩემი აზრით
მაროკოს საკმაოდ ძლიერი ბაკრების ასე დაჩაგვრა ნიშბავს საფრაბგეთი მთავარი ფავორიტია
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი