ბლატი: ჩემი შეგირდები სანიკიძისა და ფაჩულიას წინააღმდეგ სათამაშოდ სათანადოდ მოვამზადე
ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში გუშინ დასვენება იყო. ტურნირის ორგანიზატორებმა მედიის მუშაკებისთვის ერთგვარი ექსკურსია მოაწყვეს, რაზეც შემდეგში დაწვრილებით მოგითხრობთ. საინტერესო სანახაობების პარალელურად მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჟურნალისტების გაცნობა.

რუსმა კოლეგამ, როცა გაიგო საქართველოდან ვიყავი, პირდაპირ მითხრა - ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, ჯგუფიდან ჩვენთან ერთად საქართველო გავაო. შედარებით გამოცდილი, სპორტს.რუ-ს მიმომხილველი კი გაოცებული ჩანდა: "შვიდი ევროპის ჩემპიონატი მაქვს მოვლილი და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთი-საქართველოს დარი საინტერსო მატჩი ჯერაც არ მინახავს. ეფექტურ სროლებს არ ვგულისხმობ, შინაარსიანი თამაში იყო, ერთმანეთს კარგად ორგანიზებული და გაწვრთნილი გუნდი ებრძოდა".

თამამად შეიძლება ითქვას, საქართველომ ბევრი უკვე გააკვირვა და ქომაგიც შეიძინა. საქართველოს დროშით შეიარაღებული არაერთი ლიტველი ესწრება თამაშებს. ერთმა ისიც გვითხრა - მთელი ლიტვა თქვენ გქომაგობთო.

არ გაკვირვებულა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დევიდ ბლატი, რომელმაც წინასწარ უთხრა შეგირდებს, რომ ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსთან ელოდა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბლატმა ჯერ რუსი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ბოლოს ჩვენთვისაც მოიცალა.

- შეგირდები სანიკიძისა და ფაჩულიას წინააღმდეგ სათამაშიოდ სათანადოდ მოვამზადე, ვუთხარი - თუ ამ ორ კალათბურთელს შევაჩერებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება მეთქი.

- სამწამიანში ქართველებს მართლაც გაუჭირდათ, სამაგიეროდ მანუჩარ მარკოიშვილმა ბევრი სამქულიანი ჩააგდო.

- ეგეც გათვლილი გვქონდა. სანიკიძისა და ფაჩულიას გარდა სხვებისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან მატჩის გასაღები ამ ორ კალათბურთელში იყო. მანუ უმაღლესი კლასის კალათბურთელია ძალიან გაგვაწვალა, მაგრამ როგორც ვვარაუდობდი მატჩი ვერ მოიგო.

- პირველ ტაიმში რუსეთმა ითამაშა კარგად, მეორეში - საქართველომ. რა იყო ამის მიზეზი?

- დიდი ხანია, რუსეთის ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ისეთი დონის კალათბურთი, რაც პირველ ტაიმში უჩვენა, აქამდე არ უთამაშია. დაცვაში საოცრად გაისარჯნენ, გაოგნებული შევცქეროდი. მეორე ტაიმში კი ფსიქოლოგიურად განვიტვირთეთ - მანმადე იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ კალათბურთელებმა დაიჯერეს, მუდმივად ასე შეეძლოთ გამოსვლა.

არადა, აღმავლობას დაღმავლობა მოსდევს. როგორც ყველა გუნდს რუსეთსაც აქვს პლუსები და მინუსები. სამწუხაროდ, უარყოფითი ელემენტების ტალანტის ხარჯზე გადაფარვა არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის ყოველ მატჩში მაქსიმალური მობილიზება, მოწესრიგებულობა და ბრძოლაა საჭირო.

ავიღოთ თუნდაც ხრიაპას მაგალითი. მან მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი საუკეთესო მატჩი ნაკრებში. მაშინ, როცა საქართველომ ზონური დაცვა დაგვიყენა და კალათისკენ გზას ვერ ვპოულობდით, მნიშვნელოვანი იყო დაცვაზე გაორმაგებული ყურადღების მიმართვა. ხრიაპამ ყველა რგოლი შეაკავშირა და მეტოქეს დაწინაურების საშუალება არ მისცა. ეს მიუთითებს მის მაღალ ოსტატობაზე. არადა, დაბალი კლასის კალათბურთელები მაშინ, როცა თამაში არ მისდით, ფსიქოლოგიურად ტყდებიან.

- როგორც წესი, ზონური დაცვის "გახვრეტა" სამქულიანებით შეიძლება. რუსეთმა კი მეოთხე პერიოდში ერთი შორეული ტყორცნაც ვერ გამოიყენა.

- როგორც ჩანს, არ გვყავს სათანადო მსროლელები. ახლა ვაპირებ ზიმბაბვეში წასვლას, რათა ჯადოქარი ჩამოვიყვანო და შევალოცვინო. იქნებ ამან უშველოს კალათბურთელებს სამქულიანების ტყორცნისას.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი გუნდისთვის ქართველებთან გუშინდელი გამარჯვება?

- ეს იყო რუსეთისთვის მთავარი მატჩი ჯგუფში, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც მათთან მოგება გადაგვყვება. მეოთხედფინალზე მოფიქრალი გუნდისთვის ეს აუცილებელია. ასე რომ, დღეიდან საქართველოს ნაკრებს ვქომაგობ.

- სლოვენიასთან დაპირისპირებაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იყო?

- დიახ. მე ასე ვთვლი.

- სლოვენიელებმა საწყისი მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარეს...

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. სადებიუტო შეხვედრებში ყველას გაუჭირდა. მათ შორის ესპანეთს. მეორე-მესამე მატჩებს ლიდერები გაცილებით უკეთესად ატარებენ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო - საქართველოსთან უკეთესად გავისარჯეთ, ვიდრე უკრაინასთან. სლოვენიას ბევრი იარაღი აქვს და, ბუნებრივია, ფავორიტადაც ითვლება. ვფიქრობ, ჯგუფიდან რუსეთი, სლოვენია და საქართველო გავლენ. თუმცა ჯერ ყველას დიდი ბრძოლა ელის.

- საქართველოს ნაკრების პოტენციალზე რა აზრისა ბრძანდებით?

- გუნდს აშკარად ეტყობა მწვრნელის ხელი. შესანიშნავადაა ორგანიზებული. არადა, წინა წლებში ამ მხრივ მოიკოჭლებდა. ზაზა ფაჩულიას ფანი ვარ. იგი მომწონს, როგორც კალათბურთელი, როგორც ლიდერი და როგორც პიროვნება. იგი იმ იშვიათთა კატეგორიიდანაა, რომლებიც რამდენიმე მეტოქის ყურადღებას საჭიროებენ. ერთი კაცი მის შესაჩერებლად საკმარისი არ არის. ნაციონალურ გუნდებში ასეთი კალათბურთელები აუცილებელია. რუსეთში კირილენკოს შეუძლია გუნდის გაძღოლა, საქართველოში - ფაჩულიას.

- საქართველოს ნაკრებში თქვენს შეგირდს ("მაქაბიში") ჯერემი პარგოს ეპატიჟებოდნენ...

- გუნდისთვის, რომელსაც სწარფი ევოლუცია სურს, ნატურალიზებული ამერიკელის დამატება ოპტიმალური გამოსავალია. თუმცა უცხოელების ჩამოყვანის მომხრე არ ვარ. მითუმეტეს, ისეთების, რომლებსაც მანამადე ქვეყანასთან შეხება არ ჰქონია. ნატურალიზებული შიდა ჩემპიონატში მაინც უნდა გამოდიოდეს. რუსეთში წლების განმავლობაში თამაშობდა ჰოლდენი. მასზე მაღალი კლასის უკანახაზელი არ გვყავს, მაგრამ როგორც ხედავთ, ჰოლდენის გარეშეც კარგად გამოვიყურებით. ერთი რამ ვერ გამიგია - რაში დასჭირდა ესპანეთს იბაკას დახმარება?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა