ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე მეთექვსმეტედფინალისტებს შორის ბაადურ ჯობავაც არის
გუშინ ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე დასრულდა მე-2 რაუნდის ტაიბრეიკები და საბოლოოდ გაირკვა იმ 32 დიდოსტატის ვინაობა, რომლებიც მეთექვსმეტედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

უკვე გაუწყეთ, რომ გალელმა ბაადურ ჯობავამ მეორე ბარიერის გადასალახავად ორი კლასიკური პარტია იკმარა - 1,5:0,5 აჯობა პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკს (პირველი წრეში კი აზერბაიჯანელ ნამიგ გულიევს მოუგო მშრალი ანგარიშით).

მსოფლიოს თასის წინა ორ გათამაშებაშიც ჯობავამ ორი ზღუდე იოლად დაძლია, მესამე რაუნდებში კი მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. იმედია, ბაადურისთვის ამჯერად მესამე ცდა იღბლიანი იქნება. მეთექვსმეტედფინალში თუ იგი რუს დმიტრი იაკოვენკოს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ეგვიპტელ სალეხ სალემს მოუგო 2:0, მეორეში კი ინდოელ ჰარიკრიშნას დააყრევინა ფარ-ხმალი - 1,5:0,5.

ქართველი დიდოსტატი მეთექვსმეტედფინალსაც წარმატებით გაივლის, მაშინ მე-4 რაუნდში აზერბაიჯანელ თეიმურ რაჯაბოვსა და ფრანგ ეტიენ ბაკროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დღეიდან უმთავრესად 2700-იანთა კლუბის წევრები ან ამ რეიტინგთან მიახლოებული მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებენ: სერგეი კარიაკინი (რუსეთი)-იუდით პოლგარი (უნგრეთი), გატა კამსკი (აშშ)-იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-ფაბიანო კარუანა (იტალია), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა)-ზახარ ეფიმენკო (უკრაინა), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი)-ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-ემილ სუტოვსკი (ისრაელი), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-ბაადურ ჯობავა (საქართველო), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა