ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა

[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ შვეიცარიას დამატებით დროში 3:1 სძლია და ისტორიაში მეექვსედ, ბოლო ოთხ ტურნირზე კი მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

„ალბისელესტე“ დებიუტშივე დაწინაურდა - კუთხურიდან მესის ჩაწოდებულ ბურთს მაკ ალისტერმა თავურით კობელის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ე. მარტინესთან პირისპირ გასულმა ემბოლომ ვერ გაიტანა, მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და სამხრეთამერიკელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ არგენტინა არადამჯერებლად გამოიყურებოდა, ევროპელებმა  შეუტიეს, ე. მარტინესმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მომდევნო ეპიზოდში კი ნდოიემ ანგარიში გაათანაბრა. მერე ემბოლომ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე აღმოჩნდა და შვეიცარია რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. არადა, იმ მომენტისთვის იაკინის გუნდი ინიციატივას ფლობდა და არგენტინა არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იმყოფებოდა. არგენტინა იერიშებზე გადავიდა, მესიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ლ. მარტინესის დარტყმული კობელმა მოიგერია და ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

შვეიცარია ექსტრა ტაიმებშიც არაფერს უთმობდა მეტოქეს, მაგრამ ალვარესმა დიდებული გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ბოლოს ლ. მარტინესმაც გაიტანა და არგენტინამ გაიმარჯვა.

არგენტინა 15 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.

კანზასი. „ეროუჰედი“

არგენტინა - შვეიცარია 3:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (10), 1:1 ნდოიე (67), 2:1 ალვარესი (112), 3:1 ლ. მარტინესი (120+1)

გაძევება: ემბოლო (72, შვეიცარია)

- მესიმ მუნდიალებზე 32-ე მატჩი ჩაატარა. მან პლეი-ოფში მეთხუთმეტედ ითამაშა და კლოზეს რეკორდი დაამხო.

- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე საგოლე გადაცემების რეკორდი გააუმჯობესა - 10.

- არგენტინამ ზედიზედ 12 მატჩში გაიტანა 2+ გოლი და 1930-1954 წლებში ურუგვაის დამყარებული რეკორდი დაამხო.

- პირველად ისტორიაში ნახევარფინალში რეიტინგის პირველი ოთხი გუნდი ითამაშებს.

• დავით 67

არ მესმის არგენტინას რატომ უნდა დაეხმარონ, მაგრამ ფაქტი ერთია, მათ ძალიან შედარებით ადვილი მეტოქეები შეხვდათ. ვფიქრობ ინგლისთან შანსი არა აქვთ. ვეთანხმები ამატაკს ამ ჩემპიონატზე ყველაზე შტამბეჭდავი მსაჯობაა. სად შეყარეს ან რა დავალება მისცეს ასეთი ამ მსაჯებს, რომ გასაგდებ ფეხბურთელს ყვითელს ვინ ჩივის, ჯარიმასაც არ დებ.რაც იმ უზბეკმა გააკეთა პარაგვაისთან მიმართებაში, ის უფრო გასამართლების ღირსია, არა თუ კარიერის გაგრძელების. ფიფას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. მარტო ოლივერი შემიძლია დავასახელო ნორმალურ მსაჯად. ეს ჩემპიონატი დასამახსოვრებელი იქნება უმსგავსო მსაჯობით და მეკარეების კარგი თამაშით.

• Dima

თუ კონსპირაციების თეორიებს გავყვებით, არგენტინის 'თრევას' მხოლოდ 2 მიზანი შეიძლება ჰქონდეს (იმის გათვალისწინებით რომ ისედაც არაა მდიდაარი ქვეყანა და ახლა კიდევ გამოწერილ კრიზისშია). უფრო რეალისტური - აშშ-ს საფეხბურთო ლიგას მაგრად გაქაჩავს მესის სუპერ-პუპერად და საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადება, მოგეხსენებათ, ბექჰემის და ცნოვბილი ვინმეების მილიარდები დევს მაგ ჩემპიონატზე; ნაკლებად რეალური - ტრამპს ძალიან უყვარს მილეი (ზოგადად კლოუნები უყვარს ...), სულ რომ არავინ თხოვდა $20 მლრდ ასესხა პრაქტიკულად უფასოდ და შეიძლება რაღაცა მანდ ხდება. ანუ, ამ მესის ეხმარებიან ან მილეის და არგენტინა მგონი დიდად არაფერ შუაშია.

• ამატაკი

მესმის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, მესის უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და არაფერია ამაში ცუდი, პირიქით.მე მხოლოდ ის მინდა გითხრათ, რომ მესი და არგენტინის ნაკრები არ არის ერთიდაიგივე. მეტიც, მესი არასოდეს თამაშობდა წმინდა არგენტინულ ფეხბურთს, მასში ყოველთვის ჭარბობდა ბარსელონას სკოლა.არგენტინა მახსოვს ჯერ კიდევ პასარელას დროიდან, ხოლო ვგულშემატკივრობდი მარადონას დროს. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ჩემპიონობის მომდევნო მსოფლიოზე მაშინდელი არგენტინაც ძალიან იყო დამოკიდებული მარადონაზე, ის მაინც არგენტინული სულის მატარებელი ნაკრები იყო. მესი კი, ვერ გახდა ჩემპიონი მაშინ, როცა მართლაც რომ ფორმის პიკში იყო. მეტყვით ალბათ, მაშინ რამ გამოიწვია მისი გაჩემპიონებაო კარიერის დასასრულისკენ? ამაზე ნამდვილად არ მაქვს ერთი გადამწყვეტი პასუხი, ჩემი აზრით მეტწილად იმან, რომ ზოგადად დიდი გუნდების კრიზისის ეპოქაში ვცხოვრობთ, მერამდენე ჩემპიონატია ძირითადი კანდიდატები - ბრაზილია და გერმანია, იტალია თვითმყოფადობის კრიზისს ვერ აღწევენ თავს. იქამდე მივედით, რომ მათ ნაკრებებს მხოლოდ ფორმითღა თუ ამოიცნობ. მეტნაკლებად აფრიკის ნაკრებებმა შეინარჩუნეს მსოფლიო ჩემპიონატის სულისკვეთება. მსოფლიოზე არასოდეს გადამწყვეტ როლს არ თამაშობდნენ კლუბური ფეხბურთის ვარსკვლავები, აქ მეტი მნიშვნელობა თვითმყოფად ფეხბურთს და ეროვნულ სულისკვეთებას ჰქონდა. დღესდღეობით ამის მაგალითად შეიძლება დაასახელო- კაბო-ვერდე. ნახეთ აბა სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები და მოუძებნეთ მათ ნაჩვენებ თამაშებს ლოგიკური ახსნა. არ ვიცი რა სიკეთეები აქვს გლობალიზმს, მაგრამ რაც აქვს უარყოფითი,იმით ფეხბურთსაც დაატყო თავისი გავლენა. საცოდავი სანახავია ბრაზილიისა და გერმანიის ამ ყოფაში ხილვა. თანდათანობით მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ევროპის ჩემპიონატს ემსგავსება, სადაც ევროპული კლუბური ფეხბურთის გავლენა უფრო მეტად იგრძნობა.პ.ს. რითაც დავიწყე იმას დავუბრუნდები, მიმაჩნია რომ არგენტინის ნაკრებს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და მესის გარეშეც მიაღწევდა შედეგს და არანაკლებს. მგონია რომ ისე როგორც რონალდო პორტუგალიის, მესიც აფერხებს არგენტინის შესაძლებლობებს, ზედმეტად მასზეა აწყობილი ნაკრები და შედარებით სუსტ ნაკრებებთან, ისევე როგორც აშშ ჩემპიონატში კარგი შედეგები აქვს. მისი ამჟამინდელი ნამდვილი შესაძლებლობები გამოჩნდა მსოფლიო კლუბურ ჩემპიონატზე და აქაც გამოჩნდება პირველივე მართლაც ძლიერ ნაკრებთან. საერთოდაც რაღაც ამ ჩემპიონატს ეს პანაშვიდური განწყობა გასდევს, წარსულის დიდ ფეხბურთელების გაცილება უფროა, თავისი პიარ-მარკეტინგული ფარსით, ვიდრე ნაღდი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი-ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი, შეუპოვარი ბრძოლებით, მოულოდნელი სიახლეებით - მოდევნო წლების ფეხბურთსაც ძირითადად ხომ ის განსაზღცრავდა და არა ჩემპიონთა ლიგა თუ თასი, საითკენაც ამჟამად მივდივართ.

• Ardiles78

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ალვარესმა და ლაუტარომ გაიტანეს. ხულიანმა, საერთოდ ნავსი გატეხა და 100% შედევრი შექმნა. მინუსებიდან ავღნიშნავ გუნდის არა ოპტიმალურ, რბილად რომ ვთქვა, ფიზიკურ ფორმას. ემბოლოს აფრიკულმა "არტისტიზმმა" იხსნა არგენტინა დიდ წილად,თორემ არ ვიცი , რა მოხდებოდა

• Amataks

ახალი წესებით როცა ფეხბურთელი მეორე ყვითელი ბარათს ღებულობს ამ დროს ვარი ერთვება! სანამ 12 სტრიქონიან ტექსტს გააშვანშვალებ ჯერ წესებს გადახედე

• ირაკლი

100-პროცენტიანი ყვითელი იყო და მიიღო კიდეც. აქ სალპარაკო არაფერია. რაც შეეხება არგენტინას, ცოტა უხერხულია, ჩემპიონობის ამბიციის მქონე გუნდს 40 წლის კაცი რომ ათრევს. მესი რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ, არგენტინა უკვე გავარდნილი იქნებოდა

• amataki

ss-ს მეორე ყვითელი ბარათი მიიღოო, რომ წერ, მაგი ყველამ ვნახეთ. მაგრამ საქმეც იმაშია რომ მსაჯმა თავიდან პირიქით გადაწყვეტილება მიიღი, ყველაფერი VAR-მა გადაწყვიტა. აი აქ კი არის ძაღლის თავი: ჰქონდა უფლება ჩარეულიო ვიდეორეფერი, აქ პიდაპირი საწითლო არაფერი იყო. ჩვენ კი უამრავი მატჩი გვინახავს სადაც ვიდეორეფერიო არ ჩარეულა სწორედ ამ მიზეზით, რომ ვითომცდა მათ არ აქვთ უფლება ყვითელზე ჩარევის, მიუხედავად იმისა პირველია თუ მეორე. რამდენი ასეთი მომენტი ამ მიზეზით გაუტარებიათ! ამას უბრალოდ უთვლიდნენ არბიტრს შეცდომად, მითუმეტეს ეს არ იყო ისეთი მომენტი, რომელსაც უშუალოდ გავლენა ჰქონდა შვეიცარიელების სასარგებლოდ, მაქსიმუმ გაეუქმებიათ ყვითელი და ინცინდენტიც მორჩებოდა, ემბოლოს სიტყვიერი გაფრთხილებით, რაც ამ ჩემპიონატზე უამრავჯერ ჩაუდენიათ, მართლა რომ მატჩზე გავლენას ახდენდა ისეთ დროს. ასე რომ მსაჯი 100% მოიქცაო, ამაზე სულ მთლად თავს ნურავინ დადებთ. მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ამ მომენტმა გადამწტვეტი გავლენა მოახდინა მატჩის მსვლელობაზე და უსამართლო უფრო ეთქმის ვიდრე სამართლიანი.

• მაინც!

მაინც მისცემენ-ან ორ პენალტს დაუნიშნავენ ან კიდევ მოწინაარმდეგებს როგორც გუშინ წითლებს გაუფორმებენ :)

• funny

გალანდია :) :)

• llcl

სრულიად გეთანხმებით მეგობარო შეფასებაში რაც არგენტინაზე დაწერეთ, მაგრამ ემბოლოს რომ გრამი ტვინი არა აქვს თავში, ეს ნამდვილად არაა არგენტინელების ბრალი, ორივეჯერ გასაყვითლებელი იყო და არც ერთის და მით უმეტეს მეორეს საჭიროება არ იყო!

• ევროპა არა კვატი

რაღას აწვალებენ ამ ევროპულ ნაკრებებს, გერმანიაო გალანდიაო შევეიცარიაო, აგე იტალია რო მიხვდა აზრი არ ქონდა მანდ ჩასვლას დიდი ხანია აღარც ჩადის..დაუტოვეთ ეგ თასი არგენტინას და ითამაშეთ ხოლმე ამხანაგურები!!! ბარსა ელოდოს კიდე 11 წელი ჩემპიონთა ლიგას)))

• zura222

რა მომგებიანი ? ყველა მოგება უკვე გაწერილია ბილეთების შემოსავლის გამოიკლებით და დარჩენილ ოთხ უმთავრეს თამაშზე ხალხი არ წავა იმის გამო რომ შეეიცარია და ნორვეგია ვერ გავიდნენ ნახევარფუინალში ? თუ ტელევიზიები და სარეკლამო კომპანიები გადახდილი ფულის დაბრუნებას მოითხოვენ ??

• ამატაკი

ზოგადად ყველა მსოფლიო ჩემპიონატს ახასიათებდა მსაჯობის დაბალი დონე. მაგრამ ამ ჩემპიონატმა ყველა რეკორდი მოხსნა. ისეთ სიტუაცებში არ იღებდნენ ბარათებს, პირდაპირი გასაწითლებელ დარღვევაზე ჯარიმას საერთოდ არ დებდნენ! ის რაზეც ემბოლო გააგდეს იმათთან შედარებით საერთოდ უნდა გაეტარებინათ. არგენტინასთან დაკავშირებით უტყუარი ფაქტი ის არის, რომ ვერცერთი პლეიოფის მატჩი დამაჯერებლად ვერ მოიგო, მოწინააღმდეგე მწვრთნელები პროტესტს ღიად აფიქსირებდნენ. არ ვიცი, შეიძლება ვინმეს მოგწონდეთ ამ არგენტინის თამაში, კაცია და ხასიათი, მაგრამ ამ გუნდს საჩემპიონო არაფერი უჩვენებია, მიუხედავად იმისია, რომ ოთხეულიდან უდაოდ ყველაზე მარტივი გზა გაიარა.

• Gio

ამდენ დადგმულ სპექტაკლებს არ სჯობდა რომ არგენტინისათვის ჩემპიონატის დაწყებამდე მიეცათ მსოფლიო თასი? :)

• რით ფიქრს შენ ხარ მიჩვეული

Goga

• მამა ვარ შენი

ფანი რამდენი წელია ფანი ხარ მამა გენაცვალოს.

• Goga

რეებს წერთ რით ფიქრობთ საერთოდ

• SS

"მესის რომ ესიმულიანტა გააგდებდნენ"🤦🏻‍♂️ ამ ხალხმა ბიღმისგან აზროვნების უნარი დაკარგა.რატო გააძევეს? მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სიმულაციის გამო და არ ყოფილა პირდაპირ გაძევება

• ტიჯანი

შენ ასაკში ამ დროს ძინავთ!

• ენძო

არ უნდოდათ შვეიცარია ნახევარფინალში(ინგლისი-არგენტინა უფრო პრესტიჟულია და მაყუთსაც მეტს დადებს).განმკითხავი არის ვინმე?! არავინ!

• მესსის

ერთი მსოფლიო რო აჩუქეს არ კმარა და მეორეც უნდათ რო მიცენ მარა არ გამოუვათ

• ფანი

მესის ხსენებაზე ეგ ოხერი პირები გამოირეცხეთ!

• ბაბანგიდა

აიღეთ ეგ თასი და პირდაპირ მიეცით მესის.რაღას გვაწვალებთ? მეისის რო ესიმულიანტა გააგდებდნენ?

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"

[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია

ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს

შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან

Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს

ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება

ირაოლამ მომავალი სეზონისთვის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაასახელა

UEFA-ს ბოიკოტი დადასტურდა - ევროპის საფეხბურთო ასოციაციები FIFA-ს ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ

ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა

"შთამბეჭდავია და კაკას მოგვაგონებს" - "უდინეზემ" ჩაკვეტაძე წარადგინა

გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს

[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია

დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა

U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში

ქოჩორაშვილი უკვე მადრიდშია - ის ლა ლიგაში ითამაშებს

ბელგიური კლუბები დადიანის შეძენას გეგმავენ

"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს

ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს

"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა

"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს

ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა

ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW

მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა

არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია

"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი

[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება

ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს

შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა

"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი

"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ

მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა

ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა

მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა