ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა მატჩის შემდეგ მთავარი განხილვის თემა არა მხოლოდ ჯუდ ბელინგემის დუბლი, არამედ მისი და მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის, განსხვავებული შეფასებები გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუხელმა, მიუხედავად გამარჯვებისა, საკუთარი გუნდის თამაშით აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინგლისმა საკუთარ თავს ზედმეტად გაურთულა ცხოვრება, ბევრი შეცდომა დაუშვა და, მისი აზრით, წარმატებაში იღბალმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გერმანელის თქმით, ასეთი თამაშით მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან რთული იქნება და გუნდს ნახევარფინალამდე საგრძნობლად გაუმჯობესება სჭირდება.

მალევე ჟურნალისტებმა ტუხელის კომენტარები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, ჯუდ ბელინგემს, გადასცეს. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯერ მოკლედ უპასუხა: "კარგი... რაც არის, არის" შემდეგ კი მწვრთნელის შეფასებას ნაწილობრივ არ დაეთანხმა.

ბელინგემმა აღნიშნა, რომ ასეთ მძიმე კლიმატურ პირობებში, ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ნორვეგიაა, გამარჯვების მოპოვება მარტივი არ ყოფილა. მისივე თქმით, ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და სწორედ ეს არის მთავარი, რის გამოც თანაგუნდელები მხოლოდ შექებას იმსახურებენ. ფეხბურთელმა ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა, გარედან არ ჩანდეს, რამდენად რთულია ასეთ პირობებში თამაში.

მომხდარის შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ტუხელსა და ბელინგემს შორის კონფლიქტი იწყებოდა, თუმცა ინგლისის მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. ტუხელმა განაცხადა, რომ ჯუდი არ ცდებოდა, როდესაც გუნდის თავდადებაზე საუბრობდა, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ ბრძოლისუნარიანობა საკმარისი არ არის და ინგლისმა თამაშის ხარისხიც აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკა შედეგს კი არა, მხოლოდ შესრულებულ ფეხბურთს ეხებოდა.

შეგახსენებთ, ინგლისი 15 ივლისს, ნახევარფინალში არგენტინას შეხვდება.

შირერი
ინგლისი გადაიხევს არგენტინას

ასე თუ ითამაშეს ჩემპიონები ვერ გახდებიან, ვერც არგენტინას გასცდებიან; ტუხელი მართალია: ინგლისს ჯერ ერთი დამაჯეტებელი მატჩი არ ჩაუტარებია, სულ ბეწვზე ეკიდა. თუმცა თუ ბელინგჰემის მიზანი მეოთხე ადგილია ეს მისია უკვე შეასრულეს!!!
ჟორა
არა უშავს არგენტინასთან რომ წააგებთ დაგავიწყდებათ
დავით 67
თითქოს ორივე მართალია, მაგრამ ტუხელის სიტყვებს ვეთანხმები, მარტო თავდადება არ კმარა. ეს თამაში უფრო სორლოტმა წააგო, როცა 1-0ზე ჰოლანდს პასი არ მისცა მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულებმა. 2-0ზე ვინ იცის რა მოხდებოდა. ჯუდი უდავოდ გმირია. ბევრჯერ გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანად თამაშობს. ბელინგემმა და მარინმა დიდი როლი ითამაშეს თავიანთი ნაკრებების წარმატებაში.

არც ერთი არ ტყუის!თამაში მართლაც არ იყო,კაშკაშა საყურებელი,ძალიან ცხელა და ჩრდილოელებს გაუჭირდათ,ასეთ სიცხეში სრული შესაძლებლობების ჩვენება,მაგრამ ნორვეგიელები,ბოლოსკენ მთლიანად გამოიფიტნენ.ინგლისელები კიდევ ტოკავდნენ,არ ჩანდნენ,ბოლომდე დაუძლურებულები,არადა ნორვეგიას,ბრაზილიასთან დიდი გაჭირვება არ დასტყობია.
ჰაჰა
ყოჩაღ ტრენე. არ გამიკვირდება რომ ჩემპიონები გახდნენ, თუმცა ჯერ არ არიან ეგეთ დონეზე.
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ჯუდ ბელინგემმა "რეალს" "კრისტალ პალასიდან" ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ტუხელის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ფოდენი და პალმერი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა