მალტაში (Ta’ Qali Sports Pavilion) დასრულდა FIBA-ს 16 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი). ნახევარფინალში ალბანეთთან განცდილი დრამატული მარცხის (57:58) შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ძალების მობილიზება შეძლო, მესამე ადგილისთვის მატჩში სომხეთის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად, 73:49 დაამარცხა და ტურნირის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

ქართველმა კალათბურთელებმა შეხვედრა პირველივე წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს და საწყისი მეოთხედი 20:11 მოიგეს. ჩვენი გუნდის უპირატესობა არც დიდ შესვენებამდე შესუსტებულა (19:13). გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, სადაც დაცვაში საიმედო თამაშის წყალობით საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მხოლოდ 8 ქულის ჩაგდების საშუალება მისცა (17:8) და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ფინალური მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში გაილია (17:17) და მატჩიც საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ჩვენი გუნდის რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მარიამ ცერცვაძემ, რომელმაც მოედანზე სრული 40 წუთი გაატარა, 23 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ლიზი ხუბუა (14 ქულა, 10 მოხსნა), ლიზი ჯაბუამ 14 ქულა და 4 პასი მიითვალა. გუნდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ბაია ზურაბიშვილმა (8 ქულა, 7 ასისტი, 5 მოხსნა), ნინი ივანიძემ (6 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი) და მარიამ კეკელიამ (6 ქულა, 8 მოხსნა). სომხეთის ნაკრებში 11 ქულით საუკეთესო თალია კასბარიანი გახლდათ.

საქართველოს U16 გოგონათა ნაკრებმა ტურნირი საპრიზო ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონიდან ბრინჯაოს მედლებით ბრუნდება.

GBF.GE

ziz
ლელა მართლა მაგარია!
alexandre
რა უბედურებაა, 24 ქულით მოგვიგია და ერთმა მოთამაშემ 40 წუთი გაატარა პარკეტზე. დარწმუნებული ვარ, ზოგს 1 წუთიც არ უთამაშია. მაგარი მწვრთნელები გვყოლია.
მამუკა ბათუმს
თითო დივიზიონში რამდენი გუნდია? ც - ს მესამე პაზორია ცალსახად.
მამუკა ბათუმი
ცე დივიზიონიდან ბრინჯაოს მედლებით ვბრუნდებით კიარა ალბანეთთან განცდილი მარცხის გამო ბე დივიზიონში ვერ ავედით. აი ეს არის სამწუხარო სიმართლე 😥
ტრიბუნა A
გილოცავთ!
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
სალომე სვანის 62 ქულა, 16 ჩაჭრა და საქართველოს 88-ქულიანი გამარჯვება გიბრალტართან
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა მარცხი ევროპის C დივიზიონში
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია