15 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდება. ბრიტანული გუნდის ყოფილი ფეხბურთელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.

გარი პალისტერი: „ეს ის მესი არაა, რომელიც 10 წლის წინ იყო. არგენტინის ნაკრებში ისევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ არ მგონია, ისეთივე სახიფათო იყოს, როგორც თავის საუკეთესო წლებში. მეეჭვება ძველებურად შეძლოს მეტოქეთა მოტყუება. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ შესანიშნავია. კაბო-ვერდესთან ჩინებული გოლი გაიტანა. გოლების გატანა ეხერხება, გუნდის ლიდერია. თუმცა, ვფიქრობ, ის აღარაა, რომელმაც „ბარსელონას“ დიდი გამარჯვებები მოაპოვებინა. არ მგონია, რომ პერსონალურ მეურვეს მიუჩენენ ან რაღაც მსგავსი, უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ და ეცადონ გაანეიტრალონ. ცხადია, კვლავ სახიფათოა, მაგრამ მოდი, ასე ვიტყვი, ახლა უფრო მეტად მოკვდავს ჰგავს. არგენტინელთა სუსტი ადგილები გავაანალიზეთ, ეს დაცვაა. მიმაჩნია, რომ ინგლისი უკეთესი გუნდია და მოიგებს“.

უეინ რუნი: „დროდადრო მესი არგენტინის ნაკრებში, დაცვაში სუსტი ადგილია. უკან არ გარბის, მაგრამ მაინც კარგად მუშაობს, ამით რაღაცნაირად ჯუდ ბელინგემს ჰგავს. ლეოს ძლიერი მხარე სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაა: საკვანძო მომენტებში ჭკვიანური მოქმედებით ყველაზე აქტიურად ერთვება თამაშში. კონცენტრირებული და პარტნიორებთან შეთამაშებულია. მათ შეუძლიათ მოედანზე პოზიცია შეიცვალონ“.

ჯო კოული: „მესის დასასვენებლად გავუშვებთ. დავაძინებთ, 100%-ით დავაძინებთ. ინგლისი ფინალში გავა. ჩვენ არგენტინისთვის ძალიან სწრაფები ვართ და დავამარცხებთ. ამას შინაგანად ვგრძნობ“.

რიო ფერდინანდი: „ვფიქრობ, არა, მჯერა. როდესაც სიტუაცია რთული ხდება და საქმე სასურველად არ მიდის, ინგლისმა იცის, როგორ იპოვოს გამოსავალი. ეს პაზლის აწყობას ჰგავს - ვაჩვენებთ, საჭირო მომენტში საჭირო ელემენტი როგორ მოვნახოთ. ეს სხვა გუნდებთან ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა. ეს რამდენიმეჯერ არგენტინამაც გააკეთა, მაგრამ მგონია, ჩვენზე უფრო ახლოს იყვნენ გავარდნასთან“.

ფეხბურთის ფანი
მესი კი დაიძინებდა ტკბილად რადგანაც გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ამ ბაქი-ბუქა ინგლისელებს რა ეშველებათ ასე ვიზამთ ისე ვიზამთ რო იზახდნენ. 10 წუთი ვერ გაუძლეს ნამდვილ ფეხბურთს და შტურმს.
ჟორა
მესი რომ ღრმა დაცვაში არ ჩადის სწორედ ესაა კარგი გუნდისთვის, რადგან მოედნის ცენტრში მას ორი მცველი დარაჯობს და გამოთიშული არიან შეტევებიდან.
გოჩა
ისე ესპანეთი ფინალში თუ გავიდა არავის დაინდობს ესპანეთის წაგებული ფინალი მე არ ვიცი
zura222
ჯო კოულ შენ უკვე დიდი ხანია გძინავს P და დანარჩენ ინგლისელებსაც უმღერებს მესი იავნანას PP
დდდ
მესის კიდევაც რომ მოერიონ და მართლა პირდაპირი გაგებითაც რომ დააძინონ, ვაჟას მაინც ვერ მოერევიან- ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია...

ბაქიბუქია. არაფრით უკეთესი გუნდი არაა ინგლისი. არგენტინაში ბებერი ხარის რქებიც კი ხნავენ. მესიმ თავისი ლიდერობით მოიყვანა გუნდი აქამდე . მესის დონის გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისგებლობის იგროკი არც ერთ გუნდში არაა. ვინ მოიგებს არავინ იცის, არც გავგიჟდები ინგლისმა რომ მოიგოს,მაგრამ ვისურვებდი მესიმ თავისი შემოქმედებითი კლასი აჩვენოს და კარგი თამაში იყოს ზოგადად.
ვაჟა მასწავლებელი
შიშისაგან წამოსული საკუთარი თავის დასამშვიდებელი ჩვეულებრივი ინგლისური ბაქი-ბუქი მესის ვერაფერს დააკლებს! საინტერესო იცით რა არის? - მესი და არგენტინელები რატომ არ ბაქი-ბუქობენ? - იმიტომ, რომ საქმის გასაკეთებლად ემზადებიან!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა