სანაკრებო პაუზისას თბილისის "დინამომ" საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე დუბლიორებთან ტესტმატჩი გამართა
თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, სანაკრებო პაუზისას გუნდი მხოლოდ ვარჯიშით არ შემოფარგლულა და საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე დუბლიორებთან ტესტმატჩი გამართა.

"გუნდებმა ორი 35-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, პირველმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა. მე-6 წუთზე ოდიკაძის გადაცემით იაგუემ თავურით გაიტანა. 22-ე წუთზე პაპავას კარგი პასით გრიშიკაშვილთან პირისპირ ფოცხვერია დარჩა და ანგარიში გაათანაბრა. სამ წუთში პირველი გუნდი ისევ დაწინაურდა. ოდიკაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ლექვთაძესთან აღმოჩნდა და ირაკლიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარში ფანცხავა აქტიურად ჩაერთო თამაშში და რობერტინიოს პასი გოლად აქცია, 65-ე წუთზე კი იგი საჯარიმოში წააქციეს და ჩისკომ 11-მეტრიანის დარტყმის შემდეგ დამატებაზე გაიტანა. შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

"დინამო": გრიშიკაშვილი, ოდიკაძე (კოშკაძ), ღონღაძე, თომაშვილი, კახელიშვილი, ბერაია, ჯიღაური (ფანცხავა), თექთურმანიძე, კოტო, ლექვთაძე (რობერტინიო), იაგუე (ჩისკო, მუმლაძე)

დუბლები: ნადირაძე (ლეგაშვილი), ამაშუკელი, ხოჭოლავა (თ. ნემსაძე), გველესიანი, კაკულია (ხიზანეიშვილი), პაპავა (დოლიძე), რეხვიაშვილი (ჯიშკარიანი), ჩაფიძე (კაჭარავა), ფოცხვერია (მათიაშვილი), პარუნაშვილი, გაბაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს