მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ითამაშებს ფინალში.

მატჩი მშვიდად, მომენტების გარეშე მიმდინარეობდა, ვიდრე დინი საჯარიმოში უნებურად იამალს არ ეუხეშა, მსაჯმა ბარტონმა უმალ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და ოიარსაბალმა ესპანეთი დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ორივე გუნდს ჰქონდა შანსი: ფაბიან რუისმა ლამაზი კომბინაცია ვერ დააგვირგვინა, მბაპე კი უნაი სიმონთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მეკარემ დაასწრო და ხიფათი განმუხტა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „ფურია როხა“ მეტოქეს ზონებს უზღუდავდა, გასაქანს არ აძლევდა და მეორე გოლიც გაიტანა - ოლმოს პასით მცველი პორო მენიანთან ერთი ერთზე გავიდა და მისი კარი დალაშქრა. მერე იამალის „გოლი“ თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მძიმე სიტუაციაში მყოფი ფრანგები შეტევაზე გადავიდნენ, მბაპეს დარტყმული ბურთი კუკურელიასგან რიკოშეტით ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო დუემ კარიდან გამოსულ უნაი სიმონს ვერ გაუტანა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

დღეს, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა დაუპირისპირდებიან. ფინალი 19 ივლისს გაიმართება.

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“

საფრანგეთი - ესპანეთი 0:2

გოლები: 0:1 ოიარსაბალი (22, პენ), 0:2 პორო (58)

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პორო აღიარეს.

- ოიარსაბალმა მიმდინარე ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა და ესპანელთა შორის ბუტრაგენიოს და ვილიას რეკორდი გაიმეორა.

- ესპანეთი ყველა ტურნირზე ბოლო 37 მატჩში დაუმარცხებელია - 28 მოგება და 9 ფრე.

- საფრანგეთმა მუნდიალებზე მე-11 შეხვედრაში პირველად ვერ გაიტანა.

- მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე 21-ედ ითამაშა, რაც საფრანგეთის ნაკრების რეკორდია.

- მბაპეს ნაკრებსა და კლუბში 2024 წლის შემდეგ არცერთი ტურნირი არ მოუგია.

- დეშშამმა მწვრთნელის რანგში 25-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდსმენი გახდა.

სტალინი
სსრკ ეკონომიკა 80-ში მსოფლიოში მეორე იყო, რუსეთი კი 90-ს დასაწყისში ისეთ პოლიტიკას ატარებდა რომ გარანტიას იძლეოდა კომენტარი სისტემა რომ არ აღდგებოდა. რეკლამა კი, მაგრამ იმ ეპოქაში სხვა მიზეზებიც იყო რომ სსრკ-რუსეთისთვის ტურნირის ორგანიზატორებს ანგარიში გაეწიათ
Sectarian Unleashed
მორიგი სექტანტი... ქემაინც გიხდიან რამეს, თუ მოხალისედ ეწერებით?
ამატაკი
ცალკ-ცალკე რომ შეხედო ფრანგებს თითქოსდა ყველა ხაზში უკეთესი თუ არა ესპანელებზე არანაკლები ხარისხის ფეხბურთელები ჰყავდა, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. მაგრამ ფრანგები არ ტოვებდნენ ერთიანი გუნდის შთაბეჭდილებას, პირწმინდად დათმეს შუა ხაზი, დაცვის მარცხენა ფლანგზე ლუკა დინი არ გამოიყურებოდა საიმედოდ, ერთერთ გადამწყვეტ მომენტად სალიბას ტრამვა შეიძლება ჩაითვალოს, ამან ისედაც ამ მატჩში არასაიმედო დაცვის ხაზი კიდევ უფრო დააზიანა. ფრანგებს მთელი მატჩის განმავლობაში უჭირდათ ბურთის შემტევებამდე სწრაფად ამოტანა, შესაბამისად ესპანელები ასწრებდნენ სივრცეების ათვისებას, რომლის გარეშეც უსარგებლოდ იქცა ბარკოლა, გაუჭირდა მბაპეს. ოლისეს თავიდანვე ეტყობოდა რომ ვერ მოერგო მატჩის რიტმს, არ ჰქონდა გათავისებული თავისი ადგილი. რატომ მოხდა ყველაფერი ისე როგორც მოხდა? ამას არ აქვს ერთმნიშვნელოვანი ახსნა, ბოლოსდაბოლოს ასეთი დონის მატჩში პირველ გოლსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად ფორტუნაც ბევრს წყვეტს. ეხლა ვერავინ იტყვის ფრანგებს რომ პირველი გაეტანათ, რას შეძლებდნენ ესპანელები. პ.ს. ვიცი ამას ზოგიერთის უადგილო ქირქილი მოყვება, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვიტყვი: სწორედ ასეთ მატჩებში არის გადამწყვეტი ხვიჩასნაირი ფეხბურთელი. საბოლოო ჯამში ფრანგებს მაინც ჰქონდათ მატჩის შემობრუნების პოტენციალი, მაგრამ არ აღმოაჩნდათ კაცი, რომელსაც კვარას მსგავსად ძალუძს თუნდაც "აღმართით მოხნა". ვერცერთმა ფრანგმა და ამჯერად ვერც დეშამმა ვერ შეძლო ფეხბურთელების მძლავრი მოტივირება მაშინ, როცა ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ ლაგდება და ასეთი მომენტი ერთჯერ მაინც ყველა გუნდს უდგება დიდ ტურნირზე. ესპანელებმაც წაიფორთხილეს უკვე თუ არ დაგვიწყებიათ, მაგრამ სათავისოდ გაქაჩეს. სხვანაირად დიდი ჩემპიონობა არ მოდის, რაგინდ მაგარი სახელები არ გყავდეს გუნდში.

თუ დავუშვებთ,რომ ესპანელებმა მთლიანად გაშიფრეს საფრანგეთის თამაში და შეტევის განვითარების დამუშავებული ვარიანტები დაუბლოკეს,ახსნად არ გამოდგება?შემტევები ერთმანთს მოწყვიტეს და აიძულეს,ინდივიდუალურ თამაშზე ,გადასულიყვნენ.კომბინაციური თამაშის გარეშე კი,ესპანეთის ნაკრებს.ერთი კიდევ შეიძლება გაგივარდეს,მაგრამ მეტ გოლს ვერ გაუტან!
გენიოსას
ეგ წესი დიდი ხანია შეიცვალა, მსოფლიო მასშტაბისაა.
ვაგლახ
გადაცემა 'ა-ტალანტი' გენატრებათ თუ რაიმე სხვაშია საქმე? ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ამბავი დამთავრდა 2010 წელს, როდესაც ფრანგული 'Ballon d'Or' და ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი 2016 წლამდე გაერთიანდნენ. მერე დაიშალნენ, მაგრამ ორივე ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. რადგან აქ წერთ, ეტყობა ინტერნეტი გაქვთ და თუ დაგუგლავთ Ballon d'Or და The Best FIFA Men's Player ნახავთ, რომ მაიამიში მოთამაშე მესიმ ორივე ეგ პრიზი მიიღო 2023 წელს ....
Nika
აუცილებლად არგენტინა უნდა გავიდეს, თუ უნდა ესპნეთს ,რომ ფინალი წააგოს, რადგან ინგლისი ამის მომგები არ არის
ამატაკი
არ ვიცი რამდენად მიმაკუთვნებთ "გენიოსებს" მარა, მაგი წესი ბიძია თქვენ რომ მიგაჩნიათ, მხოლოდ ევროპელმა, ან ევროპაში მოთამაშემ უნდა მიიღოს ოქროს ბურთი ჯერ კიდევ 1995 წელს შეიცვალა. პ.ს თუ მიხვდები აბა სად თამაშობდა მესი 2023 წელს, როცა ეს ჯილდო მიიღო? იქნებ სწორედ"ინტერ" მაიამიში...
დავით 67-ს
მე შეგეკამათები. არ ყავთ ფრანგებს ესპანელებზე უკეთესი ფეხბურთელები ჯამში. მაქსიმუმ 3. თითო-თითოდ შეადარე საფრანგეთოს და დაასახელე ვინ ყავთ უკეთესები. რეალურად, წუხანდელი მატჩიც და წინა 2-იც ამ გუნდებს შორის კანონზომიერი შედეგით დასრულდა.
გენიოსებს
მესი ვერანაირად ვერ აიღებს ოქროს ბურთს, რადგან ის გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, იმედია გახსოვთ, სად თამაშობს მესი.
კარლო ბრიგანტე
ფერადკანიან ფრანგებზე მოღლიცინე უვიცებისთვის: საფრანგეთის ნაკრებში ბევრად მეტი ფრანგი თამაშობს, ვიდრე ესპანელი- გუშინდელ ესპანეთის ნაკრებში. არც ერთი კატალონელი არ იტყვის ესპანელი ვარო, მითუმეტეს -ბასკი. ესპანეთის ნაკრებში კი -9 კატალონიელია, 3 -ბასკი. ცოტა ისტორიაშიც თუ გაერკვევით მიხვდებით: საერთოდ რა პირობითია ეთნიკურობაზე საუბარი, მითუმეტეს ევროპაში სადაც 10 საუკუნის წინ არც ესპანელი არსებობდა, არც ფრანგი, არც ინგლისელი, არც ბელგიელი და არც კიდევ ბევრი სხვა.
დავით
მაშინ რატომ თამაშობენ ამ " ფრანგების " ძმები აფრიკული ქვეყნების ნაკრებებში ?
თამაზ
არაბი რომაა, იმიტომაც დავწერე, უკიდურეს შემთხვევაში თქო :)
ehhh
გეთანხმებით. უცნაურია რა გიკვირთ. რატომ გაქვთ განცდა, რომ 'ხომ ვიძახდი' ტიპებს ვინმემ ასწავლა პატარაობაში, რომ საკუთარი თავის ციტირება არაა მთლად ლამაზი? ხალხი, რომელიც (პირველ პირში) 'მიირთმევს', 'მოღვაწეობს', 'დაინტერესდება' და 'ინფორმაციებს (?!) ნახულობს', რის მერე დაიცავს არისტოკრატულ ეტიკეტს? :) ტიპები, რომლებსაც უცხოეთში 3 თვე არ უცხოვრიათ, და 'დაშლილებს', ნათლუღის ბაზარსა და ლილოს შორის 'მოღვაწეობენ', ცხადია სიხარულით გაარჩევენ და ასწავლიან ფრანგებს, როგორ უნდა იცხოვრონ :)))
აუუუუ
1. რასაც ამბობთ ტყუილია, 1994 წელს სამ დროს იყო თამაშები, ვთქვათ 00.00, 02.00, 05.00 ბოლო თამაში მთავრდებოდა დილას, კარგარ როპმ იყო განათებული. 2. დროის განაწილებას განსაზღვრავს ტრანსლაციის ფული, ანუ სარეკლამო შემოსავლები და ა.შ. (იქ პოს-ტვს ერთგული მაყურებლები არ არიან, მთავარი მიზანია შემოსავლის მაქსიმიზაცია), ამიტომ არც ახლა, არც მაშინ, რუსეთის აზრი დიდად არავის არ აინტერესებდა. ახლა ეს ტრანსლაციის გაყიდვა მოხდა ასე: აშშ (ინგლისური) 480 მლნ, აშშ (ესპანური) 400 მლნ, ევროპა 1.4 მლრდ, ჩინეთი 60 მლნ, ს. ამერიკა ჯამში 360 მლნ. ... რუსეთს რაიმე წონა რომ ყქონოდა ან ხმის უფლება, მაგათი კუანა ნაკრები რომც იყოს ახლა ჩემპიონატზე, ესპანეთის ხელა ეკონომიკა რომ გაქვს, რამდენი შეიძლება ღირდეს ტრანსლაცია (რომელიც მერე ტელერეკლამებით უნდა ამოიღოთ ...)?
ამინ! მადლი და ბარაქალა!
დათო
სამ შავკანიანზე მეტი არ უნდა ათამაშო ნაკრებში.
სტალინი
საერთოდ ამ ჩემპიონატის უმეტესი შეხვედრა ჩვენთვის უდროო დროს იმართებოდა. ჩემი სუბიექტური აზრით აქაც პოლიტიკაა ჩარეული. 1986 და 1994 წლებშიც მუნდიალი იგივე ქვეყნებში იმართებოდა, მაგრამ მაშინ ძირითადას შეხვედრები აღმოსავლეთ ევროპისთვის ნორმალურ დროს იყო, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ჯერ სსრკ და შემდეგ რუსეთი მონაწილეობდა. ამჟამად რუსეთის დისკვალიფიკაციამ და გარიყვამ გამოიწვია ის რომ მას ანგარიშს აღარ უწევენ ორგანიზატორები და სადაც რუსეთია დროის სარტყელში იქ საქართველოა
სტალინი
ესპანეთის საშემსრულებლო ოსტატობით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. არგენტინა ესპანეთი საინტერესო ფინალი უნდა იყოს, იმიტომ რომ ინგლისს იგივეს უზამს და ევროპის ფინალის გამეორება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არ არის კარგი. საერთოდ ეს ჩემპიონატი 1986 წლის მუნდიალის მერე სანახაობრივად საუკეთესო ჩანს. მაშინაც არგენტინა ინგლისი შეხვდა და მაშინაც ფინალში არგენტინამ ნახევარფინალში საფრანგეთის ძლიერი ნაკრების 2:0-ზე დაუმარცხებელი გუნდი დაამარცხა
დავით 67
არა ეს რა იცით ზოგმა თამაშის დამთავრების მერე პროფესორებად რომ გადაიქცევით ხოლმე. აი ხომ ვამბობდი, წინასწარ ვიცოდი რომ საფრანგეთი ვერ გახდებოდა ჩემპიონი და ა.შ.მერე კიდევ ღლიცინი აფრიკელობის გამო. ცნობისათვის საფრანგეთის ნაკრებში არცერთი აფრიკელი არ თამაშობს, არ თამაშობს არ თამაშობს. ყველანი ფრანგები არიან.იქ დაბადებულები. ფრანგულ ჰიმნს მღერიან უყვართ თავიანთი ქვეყანა და თქვენ ვინ იმას გიშვებათ? საფრანგეთმა გუშინ წააგო ესპანათმა აჯობა მეთქი დავწერე კიდეც, მაგრამ როგორც ფეხბურთელები ფრანგებს უკეთესები ჰყავთ. შემეკამათება ვინმე? კი ბატონო გუნდი შექმნა დე ლა ფუენტემ უმაგრესი და ორგანიზებული. მე ის მიკვირს ამხელა ესპანეთში ცენტრალური თავდამსხმელი ვერ მოინახა. ოიარსაბალი ამ დონის ნაკრებს შეესაბამება?
გია
ესპანეთმა ღირსეულად მოიგო, დაცვა შეუდარებელი იყო კუკურელიას თამადობით. საფრანგეთმა ვერაფერი დაუპირისპირა მათ.
zura222
რა თქმა უნდა საფრანგეთს შე ლიბერალო ვირთხა
ამატაკი
ჩვენი ნაკრების ბრძენმა ტრენერმა როცა ჰკითხეს, თუ თავისით თქვა: ვინც ოლისეს არ მიცემს ოქროს ბურთს, ფეხბურთის აზრზე არ არისო - რაღაც ამდაგვარი.ვნახეთ ოლისე ლიგის და განსაკუთრებით მსოფლიოს გადამწყვეტ მატჩებში. ჰო და როგორც უთქვამთ :"სხვისი ქათამი ინდაურად ეჩვენებოდაო",- მაგ ტრენერს გუნდში ჩემპიონთა ლიგის სუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს.
თემური
არ მეგონა საფრანგეთი თუ წააგებდა! სტატისტიკაში დიდი განსხვავება არ იყო, თუმცა თამაშში განსხვავება აშკარა იყო! ისაც ვიფიქრე ტოტალიზატორის ამბავი ხომ არ არის მეთქი! გუნდს ოლისე, დემბელე, მბაპე გყავდეს და ასე ითამაშო...
გიორგი
მაინტერესებს ლიგაზე კეინი ოლისე მბაპე ნუ ყველა მესის გარდა ხომ ასპარეზობდა ხოდა საუკეთესოთ ხომ კვარა აღიარეს თუ მიგაჩნიათ რომ ბაიერნი ლივერპული არსენალი რეალი ბარსენოლა სიტი რომელიმე ნაკრებზე სუსტად გამოიყურება? თუ პირიქით ხომ არაა?რაც არ უნდა თქვათ კვარა მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს ერარქიაშია და მასზე საუბრობს ყველა დიდ მატჩებში განსხვავებებს ქმნის რაც მატჩის შედეგზე გავლენას ახდენსო მესამე ადგილისთვის მატჩში ოლისემ და მბაპემ სულ რომ გადაახიოს ბურთი თავზე მეტოქეს უკვე ეს არაფერს ნიშნავს სადაც ნიშავდა მთელმა მსოფლიომ იხილა ყვავებზე მონადირეები

რა ოქროს ბურთი ხალხო, მსოფლიოს სეზონია. კვარაცხელიამ მაღალ დონეზე ითამაშა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გახდა კიდეც ტურნირის მვპ. შიდა ჩემპიონატში და ნაკრებში იყო თითქმის ნული. ზოგადად სეზონს თუ შევაფასებთ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი კეინია. შიდა ჩემპიონატებში საუკეთესო იყო, ლიგაზე გოლები იტანა და ნახევარფინალამდე მივიდა, მსოფლიოზეც არაფერი დაეწუნება.
გიორგი
დიდებული ფეხბურთი ითამაშა ფურია როხამ როდრის მსგავს ჩვენთან ან კარში დააყენებედნენ ან დაცვაში მაღალია
აი ეს არის სიმართლე
საფრანგეთის ნაკრებს სრულყოფილებისთვის აკლდნენ ხვიჩა,ნევეში,ვიტინია,ჰაკიმი და ლუის ენრიკე.
ამატაკი
ზიდანი ხომ წმინდა სისიხლის ფრანგია
თემური
მგონი ეხლა ყველა მიხვდა,რომ ხვიჩას გარეშე პსჟ ჩემპიონთა ლიგის მომგები არ იყო.
აბა ხელი მოისვი-ს
შენ ხოარ დამასწარი პატარავ.ზრდილობა ისწავლე თორე ვიღაციქნება ხელსკიარ მოგასობიებს ხელში დაკავების ქეროიცი იმას.
ნანა
სანიოლ, მიკროფონი ჩართულია, გთხოვთ გააკეთოთ კომენტარი.
თამაზი
მაგარი მეოცნებეები ვართ ქართველები, საფრანგეთი გავარდა და ხვიჩა ოქროს ბურთს აიღებსო :) ნეტავ, მაგას მომასწროს, ქართველმა ოქროს ბურთი აიღოს, მაგას რა აჯობებს, მაგრამ რეალურად, ხვიჩას რომ წელს არანაირი შანსი არ აქვს, ხომ უნდა მიხვდე ადამიანი? რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, 10 ზანგთან ერთად გუნდში უნდა გყავდეს პლატინი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ზიდანი მაინც, რომ ნაკრები იყოს გუნდი და არა ბრბო.
კიგანი
დუეს სიხარბე ამ თამაშშიც გამოჩნდა, კარი ცარიელი იყო და ცენტრისკენ პასი არ გააკეთა…..ესეთ თამაშებში შანსის არ გამოყენება დაუშვებელია.
წერტილი ხარ, თუ ტირე
სტატისტიკის მიხედვით ბურთის ფლობა 51/49-ზე იყო ესპანეთის სასარგებლოდ. ჯამური დარტყმები 10/10-ზე, კარში დარტყმები 3/2-ზე ფრანგების სასარგებლოდ, კუთხურები 7/1-ზე ფრანგების სასარგებლოდ, პასები 85%/84%-ზე ესპანელების სასარგებლოდ. ამიხსენი ერთი, ბურთი როგორ დაუმალა ესპანეთმა საფრანგეთს, თუ შენ ტელევიზორში სხვა ფეხბურთს აჩვენებდნენ? დეშამის შეცდომა იყო არასწორი შემადგენლობის დაყენება. ნახევარდაცვაში ერთით მეტი უნდა ჰყოლოდა და რიცხობრივი უპირატესობა უნდა შეექმნა, სხვანაირად ესპანელებს ვერ აჯობებს ვერავინ. მაგათნაირი ბურთის ამრთმევი არ მეგულება ვინმე. კიდევ ბარკოლას დაყენება ძალიან დიდი შეცდომაა, კაცმა მარტო სირბილი იცის, პასს ვერ აკეთებს ფლანგიდან და კარში ვერ ურტყამს წესიერად. ყველა მისი დარტყმა ტრიბუნეზე მიფრინავს და ასეთი კაცი რა სარგებლობას მოგცემს. მერე კიდევ ზაირე-ემერი, ეს უნივერსალი რატომ არ გამოიყენა, თუნდაც შეცვლებზე. ოლისეს არ ჰქონდა შერჩეული ზუსტი ადგილი. უფრო ეფექტური იქნებოდა მის ადგილზე ეთამაშა, მარჯვნიდან შეეტია და ის ეკეთებია, რასაც კლუბში აკეთებს. მოკლედ, ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდა დეშამს და დაიბნა, ოპტიმალური სასტავის დაყენება ვერ შეძლო, თორემ უკეთს შედეგს დადებდა. სიმონმა ორი ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, როცა კარი დატოვა და ჯერ მბაპემ და მერე დუემ ეს შანსები ვერ გამოიყენეს. ესპანელებმა კი ორჯერ დაარტყეს კარში და ორივეჯერ შეაგდეს. დიდი კრუიფის თქმის არ იყოს, თამაშს იგებს ის, ვინც მეტოქის შეცდომებს უკეთესად გამოიყენებს. ასე, რომ ფრანგებს თავიანთი შანსები გამოეყენებინად, სხვა შედეგი იქნებოდა.
მზია
კრიშტიანოს გავარდნამ და ცრემლებმა ჩვენი გული თან წაიყოლა, მბაპეს ნარცისმა სახემ კი ძარღვიც არ შემიტოკა.
Temo
მბაპეს სავარაუდოთ ტრავმა ქონდა, მაინც გარისკა მაგრამ ვერ ითამაშა.
ტრი-ტრის ძმა, ხურუშიანი მიშა
ვინც არ უნდა გავიდეს ფინალში, ამ ესპანეთის მომგები არავინაა. ხვიჩას უკეთეს შემთხვევაში სამეულში გასვლა ეჯღანება. მაინც კარგი საყურებელი იქნება სცენაზე მესისთან ერთად. მესამე ალბათ ან კეინი იქნება, ან მბაპე. იამალს გამოვრიცხავდი. ცუდ შემთხვევაში ხუთეულში განვიხილავდი ხვიჩას. ცუდად დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატი. იმედია, მომავალ წელს აჯობებს ყველას ხვიჩიკო.
ვაგლახ, ანუ რატომ ხვიჩა, რისთვის რაჟდენი, ისევ ბუხუტი???
სანამ რაღაცა ნესტიან ოცნებებში წავალთ, ხომ შეიძლება ChatGPT გადავამოწმებინოთ? ამ მომენტში იქროს ბურთზე, ტოტალიზატორებში: მბაპე და კეინი (კოეფიციენტი, დაახლოებით) 2.25, დემბელე, მესი და ოლისე 7. ასე რეალობას რატომ უნდა მოწყდე ადამიანი, არ მესმის...
სუხია
ესპანეთი ბოლო წლები, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. 2 წლის წინ ევროპაზე ისეთ ფორმაში ვიყავით, ესპანეთს რომ არ გადავყროდით უფრო წინ წავიდოდით
ავიწყვიტეთ?
ხალხო, რა ხვიჩა, რის ხვიჩა. გაახილეთ თვალები. იმ წელს, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, ტიპი, რომელიც არ თამაშობს ამ ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდება თუ 2 თავით მაღლა არ დგას. 2 თავით მაღლა ხვიჩა არ მდგარა. სავარაუდოდ (ნეტა ვცდებოდე), 3-ეულშიც ვერ მოხვდება. და საერთოდ, კეინის გატანილი გოლები დაგითვლიათ ამ სეზონში?
მხოლოდ ფაქტი
ფრანგები მაგარ პახმელიაზე იყვნენ,განსაკუთრებით ოლისე და მბაპე.სხვა ახსნა არა აქვს ასეთ საშინელ თამაშს.ოლისემ საერთოდ ყველა პასი გააფუჭა.მთელმა გუნდმა საშინლად ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ასეთი პირველად ვნახე.
ჟორა
გათვალული, თვალნაცემი რაც გინდათ უწოდეთ, მოედანზე გუნდი საერთოდ არ იყო, სადღაც დაბორიალობდენ.
ევრეა
აფრიკის ნაკრები წავიდა სახლში
დავით-ს
არგენტინა რომც გავიდეს ესპანეთს ვერაფერს უზამს ფინალში იგივეს ვიტყვი ინგლისზე...ესპანელები მაგრები არიან მაგარი მენტალიტეტი აქვთ!
დდდ
ბოლოს ისე გამოვა, რომ ესპანეთს ყველაზე მეტად კაპო ვერდესთან გაუჭირდა... შეიძლება, არგენტინასაც... თუკი ვინმეს მაგათთან არ გაუჭირდა, ეს ჩვენ ვიყავით...
მამუკა
დავწერე გუშინმე მამლები მიიქინძებიან-მეთქი და აჰა. წააგეს ფალსიფიცირებულებმა
დავით 67
მე ფრანგებს ვქომაგობდი, მაგრამ რეალურად აჯობა ესპანეთმა. დაცვაში ერთი შეცდომა არ დაუშვიათ. გული დამწყდა მაინც ფრანგებზე. დღევანდელი მატჩის გამოკლებით, ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. რაც შეეხება ოქროს ბურთს ან კეინი ან იამალი. მე ასე ვფიქრობ. ინგლისელები ამბობენ ფეხბურთს სამშობლოში ვაბრუნებთო, ეტყობა 6-იანი კარგად აქვთ დაცდილი 1966, 2026.ფინალი ესპანეთი ინგლისი მგონია მაინც. არგენტინა ვერ გაუძლებს ინგლისელებს ფიზიკურად, მიუხედავად იმისა რომ მესი ჰყავთ.
აბა ხელი მოისვი
კიდევ რაზე ოცნებობ, პატარავ
zura222
აი ესეც თქვენი "უძლეველი" საფრანგეთიი P საკმარისი იყო გამართულ გუნდს შეხვედროდნენ და ხუხულასავით ჩამოიშალნენ "ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შემტევ ოთხეულს" (სუსულელეა) ერთი საგოლე მომებტიც არ შეუქმნიათPP
zura222
არ მოგცემენ ოქროს ბურთს((( ესპანეთი ჩემპიონიც რომ გახდეს იქედან არაა გამოკვეთილი ლიდერი სამაგიეროდ მესი და კეინი დარჩბნენ ამ ორიდან მისცემენ რომელიმეს გააჩნია რა შედეგს დადებენ კეინი ისედაც ლიდერია ოქროს ბურთის რეიტინგში ((
zura222
არ ნისცემენ ხვიჩას ოქროს ბურთს((( ესპანეთი ჩემპიონიც რომ გახდეს იქედან არაა გამოკვეთილი ლიდერი სამაგიეროდ მესი და კეინი დარჩბნენ ამ ორიდან მისცემენ რომელიმეს გააჩნია რა შედეგს დადებენ კეინი ისედაც ლიდერია ოქროს ბურთის რეიტინგში ((
ენძო
კვარა,მგონი რჩები უკონკურენტო.იამალი ძალიან ახალგაზრდაა და ფინალის ტვირთი მძიმე იქნება მისთვის.თუ არგენტინა გავიდა ფინალში მესი ამ ესპანეთთან ბევრს ვერაფერს იზამს.თუ ინგლისი გავიდა ფინალში კეინს თავის გამოჩენა ძალიან გაუჭირდება.

რამდენი ფანი ყოლია მბაპეს . მინუსები არ დაინანეს . რა ვიცი , რა ეწყინათ , ესპანეთმა ბურთი არ დაანახა არც მბაპეს და არც სხვა აფრო ფრანგს.
gio
საფრანგეთმა ეს რა თამაში ითამაშა?მეორე გოლზე კაციშვილი არ განძრეულა!

პასუხი ყველას , ვინც ცრურწმენით იშტერებს თავს . მოთამაშეთა კლასით უდაოდ ლიდერი იყო საფრ. ნაკრები , მაგრამ ეს არ იყო გუნდი , პლუს ლუი დე ფიუნესი და ფანტომასი სამწვრთნელო სკამზე .
jordan78
ძალიანაც კარგი. ჯერ ერთი ფულიც მოვიგე და მეორე,მბაპემ ისეთი უზრდელობა გამოამჟღავნა,ბევრად მეტის ღირსიც არის. მბაპეს და საფრანგეთს ვუსურვებ მე-4 ადგილზე გასვლას.
Ardiles78
აესპანეთია,ჩემი აზრით,გუნდი-ანაკონდა : შეგბოჭავს,ძვლებს დაგამტვრევს,მოგახრჩობს და შეგსანსლავს.თან ამას ისე ესტეთიკურად აკეთებს,რომ მსხვერპლიც მოხიბლული რჩება.და ბოლოს,სად ჩუამენი/რაბიო და სად ანაკონდა?
100%
მე ვილისგან მეწყინა, ოლისეო.
ტრიბუნა იუჟნი ლევი
მაურინიო სეზონს ვერ ჩაამთავრებს...
პარაგვაელი პაპუაახალგვინეაშვილი
აბა რა ეგონათ?
ბაგრატიონი
ასეა, მბაპეს უზრდელობა, თავში ავარდნა და უხეშობა, ამპარტავნება, ყოველთვის იჩენს თავს და პასუხს გასცემს ყველაფერს. რაც მბაპემ გააკეთა, უარესზე ბევრად უარესი ეკუთვნის.
კვარაცხელია
ოქროს ბურთი მოვიდა, მბაპე სახლში წავიდა.
დდდ
ვინმემ თუ დათვალა, რამდენი კონკურენტი ჩამოსცილდა ხვიჩას?!,,, არა, მე კი ვითვლიდი, მაგრამ ოლისე რომ გაიყვანა, მერე ავიჭერი...
ტრიბუნა A
ესეც თქვენი ნაქები მბაპე.თუმცა მაურინიო მოიყვანს აზრზე!
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
პსჟ ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - კვარაცხელიას გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური "ნასაფის" ფეხბურთელია
მაგნეს აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
"ნიუკასლის" კაპიტანი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს
პსჟ იაპონიის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო