იყო საუბარი, რომ დინამოელთა 24 წლის მეკარეს გერმანიის, იტალიის, რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ცნობილ კლუბებში იწვევდნენ
გუშინდელ "ლელოში" ვწერდით, რომ ქართველ მეკარეებს ჩვენი ფეხბურთის კვალობაზე უჩვეულოდ დიდი ფასი დაედოთ - გერმანულმა ვებგვერდმა "ტრანსფერმარკტმა" ევროპის ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში დამაჯერებლად ჩატარებული თამაშების შემდეგ თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიას ფასი 450 000 ევროდან 800 000-მდე გაზარდა!

ამით გიორგი ლორიამ, თანაგუნდელ ჩისკოსთან ერთად, ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი შეიძინა და "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი (550 ათასი ევრო) ჩამოიტოვა.

ბუნებრივია, ლორიას ახლა უცხოეთში გადასვლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი უდგას. იყო კიდეც ლაპარაკი, რომ 24 წლის მეკარეს გერმანიის, იტალიის, რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ცნობილ კლუბებში იწვევდნენ, ჩვენთვის მხოლოდ ორი კონკრეტული ვარიანტია ცნობილი - ვარშავის "ლეგია" და ლვოვის "კარპატი".

ლორიას "დინამოდან" წასვლას ევროპის ლიგაზე აეკ-თან მარცხის შემდეგ ელოდნენ. ეჭვები უფრო გამძაფრდა, როდესაც თბილისელებმა ცხინვალის "სპარტაკში" იჯარით გაშვებული ახალგაზრდული ნაკრების მეკარე თორნიკე ზარქუა დაიბრუნეს. ეს თითქოს იმას ნიშნავდა, რომ მეორე მეკარე სოსო გრიშიკაშვილს, გიორგი ნადირაძესთან ერთად, კიდევ ერთი კონკურენტი ჰყოლოდა.

თუმცა გუშინ ეს ეჭვები გაიფანტა: შევიტყვეთ, რომ სანაკრებო შეკრების დღეებში ლორიას "დინამოს" ხელმძღვანელები ელაპარაკნენ, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს და გადაწყდა, რომ გიორგი გუნდის კარს კიდევ ერთი წელი დაიცავს.

ლორიას "დინამოსთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც ერთ წელიწადში უმთავრდება. თუმცა ხელს ესეც არ შეუშლიდა, მაგრამ "დინამოში" კიდევ ერთი წლით დარჩენა თავად ისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iii
გიაია ძამა...მეტი არ ქნა მამფერი თვარა ევროპის ჩემპიონი კი არა მსოფლიოს ჩემპიონიც ვერ გავხდებით
უძლევი
კი, იყო ლაპარაკი რომ ბაიერნი და მილანი, მანჩესტერი და ბარსელონა იყვნენ დაინტერესებული ... ხალხო, ჩამოვცურდეთ ღრუბლებიდან, აეეე :))) განსაკუთრებით ლატვიასთან გაშვებული გოლის მერე მოინდომებენ გერმანული და იტალიური გუნდები ლორიას, ტაციაობა იქნება! რა იყო ლორია, ლატვიასთან მშიერი გახვედი სათამაშოდ? ხაშლამაზე ხომ არ ოცნებობდი გოლი რომ გაუშვი?
geosochi
გიო მართლა მაგარი მეკარე ხარ, მარა ლატვიელებთან რამ შეგაცდინა ასე? ((((
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა