ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ინგლისი 2:1 დამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

მატჩი ორმხრივი მაღალი პრესინგით, ბრძოლით, წვრილ-წვრილი ჯარიმებით და შეხლა-შემოხლით დაიწყო. ორივე გუნდი დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, თამაში დაძაბული იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

პირველი შანსი შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში არგენტინას მიეცა, მაგრამ ალვარესის დარტყმული ბურთი პიკფორდმა მოიგერია. ინგლისი კი როჯერსის პასით გორდონმა დააწინაურა, რომელმაც მოლინას დაასწრო. თამაში გაიხსნა, სამხრეთამერიკელები შეტევაზე გადავიდნენ და მიზანსაც მიეღწიეს: პიკფორდმა გონსალესს და ფერნანდესს არ გაატანინა, მაკალისტერმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ფერნანდესმა შორიდან დალაშქრა ბრიტანელთა კარი. „ალბისელესტემ“ იერიშები გააგრძელა, მაკალისტერის დარტყმული ბურთი ისევ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მესის ჩაწოდებულ ბურთს მარტინესმა პიკფორდის კარში მიუჩინა ადგილი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა - საკუთარ კარს მიჯაჭვული ტუხელის "ავტობუსი" მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

19 ივლისს, ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება.

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“

ინგლისი - არგენტინა 1:2

გოლები: 1:0 გორდონი (55), 1:1 ფერნანდესი (85), 1:2 მარტინესი (90+2)

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორი საგოლე გადაცემის ავტორი მესი დაასახელეს.

- მესიმ მიმდინარე ტურნირზე საგოლე მოქმედებებით მბაპეს გაასწრო - 8 გოლი + 4 საგოლე პასი.

• Gurulo

ძალიანაც კარგი!ვერ ვიტან ამ გაბღენძილ ინგლისელებს. მსოფლიო ჩემპიონატებზე თავიდან არ კადრულობდნენ თამაშს,აქაოდა ფეხბურთის სამშობლო ვართ და ჩვენი ტოლ სწორი არავინააო,რამდენი მსოფლიო ჩატარდა და ამ სირ...მა მარტო ერთი მოიგეს,ისიც ინგლისში და მსაჯის დახმარებით...

• დავით

როგორც შენ იტყვი რა. ნუ აცუნდრუკდები, ამ თამაშზე უკეთესი თამაშებიც გვინახავს და უფრო მეტი გმირებიც.

• ტრიბუნა A

კიდევ ერთს დავწერ: მოგებული პირველი ტაიმი და თავის ნახევარზე მიჯაჭვული არგენტინა. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, სამუთარ კარებთან ჯგროთ შეყრილი ინგლისელები და წაგებული მეორე ტაიმი.

• ნაპოლეონ

ირაკლი კაკაბაძე ხარ ?

• ჯონდო

ამ თამაშს არც ,, კრისტალპალასი,, და არც ,, ნოტინგემფორესტი,, არ წააგებდნენ😄😄😄

• კახა

რაქნა ინგლისის მწვრთნელმა,ამ გამოქათამებულმა,მაგის ბრალია ყველაფერი

• ბურუჩაგა

მეფე ხარ ლიონელ ღმერთი ხარ ფეხბურთის.მადლობა ღმერთო რომ მის ეპოქაში მაცხოვრებ,8 წლიდან შენ გიყურებ აგერ 24 წელი შემისრულდა და არ მინახავს ბურთს ვინმე ისე შეხებოდეს რგორც შენ გენია ხარ რომელიც არ განმეორდება მადლობა არგენტინა და მადლობა მესი ბევრი ტკივილისთვის და ბევრი სიხარულისვის.სხვებს ვეტყვი რომ სანამ დრო გაქვთ ირწმუნეთ ჭეშმარიტება და დააფასეთ მესი და არგენტინა.გაუმარრჯოს არგენტინას,გაუმარჯოს მესის და გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს. ვამოოოოოს

• ტრიბუნა A

ინგლისს თამაში ტუხელმა წააგებინა😡გატანილი გოლის მერე , გუნდი ისეთ ყრუ დაცვაში ჩააყენა , სადაც 10 კაცი საჯარიმოდან არ გამოდიოდა. მთლიანად დაუთმო ცენტრი. არგენტინა ლამის საჯარიმო ხაზიდან ცხრილავდა ინგლისელთა კარს. მესიმ კუთხური 4-5 -ჯერ ერთნაერი სქემით გაათამაშა და ერთერთ გათამაშებას არგენტინელთა პირველი გოლიც მოყვა. ინგლისი ამ დაცვაში თამაშით იმდენად იყო დემორალიზებული რომ ვეღარ ამოიქოქა და მეორე ბურთიც გაუშვა. დაცვამ ვერ გაუძლო ამხელა პრესს. როცა ინგლისს, თავით მოთამაშე ქვეყანას, 4-5-ჯერ დაბალი არგენტინელები თავით 2-3 მეტრიდან თავისუფლად ურტყავენ, მწვრთნელი უნდა მიხვდარიყო ( ჩვენ ვატყობდით) რომ საქმე გოლით დამთავრდებოდა. პრემიერლიგის ნებისმიერი შუათანა გუნდი, უფრო აზრიანად , უკეთ ითამაშებდა ამ თამაშს

• napoleoni

რა ტუხელი რის ტუხელი ხალხო და რა პოლკოვნიკი შვანგირაძე. . . ტრილიარდჯერ გითხარით ინგლისს არაფრის შანსი არ აქვს და არც ექნებათ არასდროს სანამ წყევლას არ მოიხსნიან. . .გარდაბნელ მჩხიბავთან კი არ უნდა გზავნონ მაგ კრეტინებმა ხალხი,არამედ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვან უაზრო ამპარტავნობაზე, მეფის თამადობით ჩავიდნენ ბაქოში,ერთი მოკრძალებული "ვენოკი" ჩაიტანონ ტოფიკა ბახრამოვის საფლავზე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ მის ხსოვნას მაინც,თორემ წესით და რიგით ნამუსი რომ ჰქონდეთ ტოფიკას ძეგლი ოლივერ კრომველის გვერდით უნდა იდგეს,ხოლო საფლავი კი ვენსმისტერის გენიოსების გვერდით. . .

რატომ კინაღამ?მაგ კონკრეტულ თამაშში ამოუქაჩეს და მატჩი ფრედ დამთავრდა.უბრალოდ ორი მატჩის ჯამში არ ეყოთ.ბრავო არგენტინა!ბრავო მესი!გაშვებული გოლის შემდეგ,უკვე მთელი არგენტინის ნაკრები თამაშობდა,შედეგზე სრული პასუხისმგებლობით და მიაღწიეს კიდეც შედეგს.მესი,მარადონას მსგავსად ლიდერი ვერ არისო,ამბობდნენ და რა ვიცი,რასაც ის აკეთებს,ლიდერობა სხვა რაღაა.მართლაც დიდი ფეხბურთი ვიხილეთ!

• ზაკო

ამიტომ არის ფეხბურთი სპორტი #1 სახეობა და ამიტომ უყვარს მილიარდობით ადამიანს, კანის, ფერის რასის, სქესის, ასაკისა განურჩევლად, დიდებული ფინალი გველოდება, და კიდევ ერთი არგენტინის წინაშე ყველამ თავი დახაროს, როცა იძახდნენ არაფერი გუნდია და ფიფა ეხმარებაო, ალბათ გუშინდელის მერე იგივეს აღარ გაიმეორებე

• ედგარ ალან პო

მესი! შენ მართლა დიადი ყოფილხარ. არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ვაღიარებ: შენნაირი ჯერ არ შობილა ცისქვეშეთში და ალბათ არც დაიბადება კიდევ დიიიდ ხანს.

• amataki

ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო დაპირისპირებაში სხვა დროს აუცილებლად არგენტინის მხარეს დავიჭერდი, მაგრამ წელს- არა. ალბათ იმიტომ რომ მიდის ზღვარგადასული პიარი წარსულის მართლაც უდიდესი, მაგრამ ამჟამად უკვე ვეტერანი ფეხბურთელის. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც კარგი ტურნირი გამოუვიდა, არა იმ დონის რა დითირამბებსაც თხზავენ აშკარა კომერციული ინტერესით, რა სფეროშიც ამერიკელებს ბადალი არ მოეძებნებათ. ეს არგენტინის ნაკრები დახუნძლულია ვარსკვლავებით,იმდენად რომ აგერ ლაუტარო უზით სკამზე მე 80-ე წუთამდე! ამას რომ თავი დავანებოთ, ბრაზი მიპყრობს უბრალოდ რა დონის მატჩები წაგვართვეს მწვრთნელებმა ამ მსოფლიოზე. პორტუგალია-საფრანგეთი არ მოგვინელებია და აგერ- ტუხელმა გადაჯოკრა ორივე! ინგლისის ნაკრებს პარაგვაი ათამაშა! ამ ქვეყანას, წელს რომ სასტავი მოუგროვდა, მე ასეთი ძლიერი შემადგენლობის ინგლისი არ მახსენდება საერთოდ! აიღო ამ მართლა...არ ვიცი რა ვუწოდო, და ათამაშა ავტობუსი და თანაც სამარცხვინო ( თითქმის 7 მცველით). ასეთი კაცი ფეხბურთს ახლოს აღარ უნდა გააკარო, მიუხედავად იმისა წარსულში რა მოუგია. კომპეტენციას ნაღდად არ უჩივის, მაგრამ პატარა კვერცხებმა იჩინა თავი. მითუმეტეს სულ წინა დღით თვალსაჩინოდ უჩვენა დე ლა ფუენტემ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ანგარიშში წინ გასულმა გუნდმა, მაგრამ ვერ შეირგო და ინგლისის ნაკრებს არა მესიმ , არამედ ტუხელმა ახადა ნამუსი. ინგლისის პოტენციალზე წარმოდგენა სულ პირველ მატჩში შეგვექმნა და ამით მორჩა, ისე გავარდნენ მათი ფეხბურთი რეალურად არ გვინახავს!

• მესისტებს

წინასწარ რატო იზღვევთ თავს ფინალში წაგებისგან ,აწი კიცრო წავაგოთ ფინალში მესი მაინც დიდიაო ვინც წერთ მესის ეს მსოფლიო როარ ეთამაშა მაინც დიდი ფეხბურთელია ითამაშეთ და ცადედ მოგება რაიცი რახდება ეხლა თამაშს რაც შეეხება,პირველი ნახევარი ჩხუბი, აყალმაყალი,გაწევა ,გამოწევა მოკლედ ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო მეორე ნახევარი შედარებით კარგი იყო მაგრამ ინგლისმა რატო ჩაჯდა დაცვაში ბოლო ნახევარი საათი ეს ვერგავიგე.ასერო არგენტინამ დამსახურებულად მოიგო.ფინალი კარგი უნდა გამოვიდეს,ვნახოთ,ძალიან ძლიერია ესპანეთი ბურთზე კონტროლიაქვთ ტოტალური და მაღალი პრესინგი მაგარი მოუხელთებელი გუნდია.

• გოგა

ყველა თამაში 200% დაიხარჯნენ არგენტინელები, განსაკუთრებით წუხელ, ამ გუნდს კლასის გარდა, ყველა ფეხბურთელს ეტყობა, რო ქვეყნისთვის თამაშობენ, ყველა იბრძვის და ყველაფერზე მიდიან, ამის გარეშე ვერასოდეს ვერაფელს ვერ მოიგებ, ყოჩაღ არგენტინის ნაკრებს

• პეტუხი კრიშტიანუ

ობიექტურობისთვის კარგი იქნებოდა აღგენიშნათ,რომ პირველ გოლამდე სულაც არ იჯდა ინგლისი დაცვაში და თამაშსაც ბოლომდე აკონტროლებდა,აი მერე რატომ ჩაიდინა ტუხელმა ის რაც ჩაიდინა,ეგ ცალკე გასარკვევია!

• ვაჟა

მანამდე გეჯავრებოდა? სხვა ტკივილი არ განგიცდია არაფერი?

• კახა

უადგილო შედარებაა მაგრამ იბერიას თამაში გამახსენდა ფლორასტან მე 60 წუთიდან დაცვაში ჩაჯდნენ და კინაღამ რომ ამოაქაჩიეს ფლორას! ყველაზე კარგი დაცვაა შეტევა!

• ასეთ წაგებასაც ნიჭი უნდა...ჰოოოოოოოოოოო!

დოლაბერიძეს თავისი გუნდის წაგება რომ უნდოდა იმიტომ უყვიროდა ხვედელიძეს დაცვას მიხედეო, მაგრამ ამაოდ.მოწინააღმდეგე გუნდის დაუნახავი მწვრთნელი კი განწირული ხმით აპროტესტებდა მისთვის შეთავაზებულ სიკეთეს.გუშინდელ მატჩში კი ყველაფერი პირიქით მოხდა.

• 912

მგონი დროა ფოლკლენდის კუნძულები დააბრუნოთ

• ჟორა

თამაში მწვრთნელმა წააგო, კარგია, რომ შეტევითმა ფეხბურთმა გაიმარჯვა. უტვინო, ერთ ჩხინკიან ბურთს გაიტან და ყრუ დაცვაში გადადიხარ, სად გაგონილა?

• Ardiles78

ტუხელი ბონდო დოლაბერიძეა,მოსაგებ თამაშში,რომ დაცვას მიხედეთო,ყვირის.მაგრამ ქართველები ამაზე ვიცინით,კომედიაა ბოლოს და ბოლოს.გერმანელისთვის კი "ფეოლა" ალბათ ეგზისტენციალური დრამა და ტრაგედიაა.

• კიეზა

ამ დროისათვის სკალონი და დე ლა ფუენტე მსოფლიოს 2 საუკეთესო მწვრთნელია..თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ძლიერი შწმადგენლობა არაა მოგების გარანტი..თორემ არც საფრანგეთს .არც პორტუგალიას და თუნდაც არც ინგლისს არ ყავს ამათზე ნაკლები შემადგენლობა..ტუხელი ლუზერია რაც გამოჩნდა..დეშამმა კი თავი ამოწურა..როგორც ჩემის აზრით ანჩელოტიმ..ასეა თუ ისე..2 საუკეთესო ნაკრები და სუპერ ფინალი გველის წინ..მესიმ თუ ფინალი მოიგო.არგენტინაში ყოველ დაბადებულ ბიჭს მის სახელს დაარქმევენ..უდიდესია და თავისი ქვეყნის გმირი..

• კიეზა

39 წლის მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია..ამით ყველაფერია ნათქვამი..მორგანს ქეჩოში უნდა ჩაავლო ხელი და ისე ათქმევინო თუ ვინაა ყველა დროის გოათი..მთელი გუნდი აიყოლია და ყოველ თამაშში ბიჭებს ენერგიას მატებს..ალბათ საუკუნე გავა რომ ასეთი დიადი კიდევ დაიბადოს.

• დავით 67

მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან. ვამბობდი არგენტინის ნაკრები სუსტი გუნდია თქო.არგენტინა იყო უბრალოდ შეუდარებელი. შესანიშნავი სათაური აქვს ამ სტატიას. დღეს მართლა ფეხბურთმა გაიმარჯვა. ინგლისი გატანილი გოლის შემდეგ საოცრად უსუსურად გამოიყურებოდა. ალბათ მწვრთნელის დავალება იყო ყველანი საჯარიმოში. არ მესმის რატომ ჩაიკეტნენ. ასეთი მეთოდი არ ამართლებს. ეს მარტო პარაგვაის ანტინაკრებს შეუძლია მგონი. ჩემპიონატების ისტორიაში თითქმის სულ ასე იყო. ფინალი ევროპის და სამხრეთ ამერიკული გუნდები უპირისპირდებოდნენ. წელსაც ეგრე განმეორდა. არგენტინამ ფინალი როც წააგოს, მაინც ღირსეულად, მაღალ დონეზე ჩაატარეს ეს ტურნირი. მესი ხომ არის და არის, მაგრამ თითოეულმა ფეხბურთელმა მაგრად ითამაშა.

• ATP 16

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატიი!!! ყველაზე დიდი ტკივილი ალბათ რაც ბავშვობის ემოციიდან მომყვება, პირველი მსოფლიო პირადად ცემთვის და მოწამვლა არგენტინის საფეხბურთო ნაკრებით!!! რამდენმა წელმა გაიარა და რამდენმა იმედგაცრუებამ ალბათ მხოლოდ ის ხალხი მიხვდება, ვისაც ფეხბურთი ჯერ დიეგომ და მერე მესიმ შეაყვარა, კიდევ ბევრი იყო ამ ორ გენიოსს შორის, თუმცა მუდმივი იმედგაცრუება იყო მუდმივად მათი თანამგზავრი! არასოდეს დამავიწყდება 2026 წლის მსოფლიო, სულ რომ წააგოს არგენტინამ ფინალი(ეს არ მოხდება),ფეხბურთი აბრუნებს არგენტინისთვის იმ გაცემულ სიკეთეებს, რაც ამ სპორტს ამ ქვეყანამ შესძინა!!! იმედია ფინალის მერე ვიზეიმებ გამარჯვებას, არა ვარ წინააღმდეგი თუ საკუთარ თავს არ უღალატებენ და ისევ ისე დაამთავრებენ მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ყველა შეხვედრას ამ ტურნირზე, თუმცა გული როდემდე გაუძლებს ამ ყველააფერს არ ვიციი!!!

• სპორტის მოყვარული

ნუთუ კიდევ დარჩა ვინმე ისეთი, ვინც მესის სხვა ვინმეს შეადარებს? ეს კაცი არის მოვლენა, ის უბრალოდ გენიოსია! სხვა სიტყვებით მისი დახასიათება შეუძლებელია.ის არის არგენტინის მხსნელი და ბედნიერია არგენტინელი ერი, რომელთაც ეს კაცი ჰყავთ.

• კახი

ფეხბურთმა გაიმარჯვა. იმედია ჭკუას ისწავლიან ამით ის ნაკრებები და გუნდები რო, გატანილი გოლის მერე ავტობუსი არ უნდა ჩააყენო კარებთან.

• ვახო

ალბათ უნდა დამთავრდეს მესის goat ზე კამათი და ის ჯობია თუ მარადონა და მსგავსი. ამდენი ფეხბურთში არავის გაუკეთებია.. ფინალი რომც წააგოს არგენტინამ აღარ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად ყველა დროის საუკეთესოა ლეო

• გეგი

რა უნდა ვთქვა,სასწაული იყო!

• ჯარისკაცი

მესისტებო, გილოცავთ!!!

• დდდ

ვინც შედეგით უკმაყოფილონი დარჩით, შეგიძლიათ, თავები იმით ინუგეშოთ, რომ ფეხბურთმა გაიმარჯვა...

მეორე ტაიმში რამდენი ბომბა არგენტინამ ეს მშიშარა გუნდი , რომელმაც ომნიბუსი ჩაუყენა 2 მეტრიანი ფეხბურთელების . ვინც ფეხბურთი ითამაშა , იმანაც მოიგო. მესი სასწაული იყო , არგენტინაც გუნდი , რა იყო ინგლისი ?

რა კარიერაც ჰქონდა მესის , ამ ჩემპიონატით გადაუჯოკრა თავისივე კარიერას . გენიოსია .

• მყეფარებს

ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო! ეგრეა!

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"

[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება

"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა

"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა

გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი

ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო

ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს

ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს

კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს

როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა

"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი

[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია

"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი

კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა

ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს

ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია

"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა

"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი

ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით

მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა

ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა