Goal-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან 1:2 დამარცხებისა, ჰარი კეინი ისევ ლიდერია. ფინალში გასული „ალბისელესტეს“ კაპიტანმა ლეო მესიმ მეხუთედან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი ადგილით წინ წაიწია და ჯერჯერობით მეშვიდეა.

ცხადია, რეიტინგი საკმაოდ არაობიექტურია და გამოცემის ინტერესების შესაბამისადაა შედგენილი.

პირველი ოცეული ასე გამოიყურება

1. ჰარი კეინი (ბაიერნი)

2. ლეო მესი (ინტერ მაიამი)

3. ლამინ იამალი (ბარსელონა)

4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

5. კილიან მბაპე (რეალი)

6. უსმან დემბელე (პსჟ)

7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

8. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

9. ლუის დიასი (ბაიერნი)

10. ვიტინია (პსჟ)

11. მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი)

12. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

13. დეკლან რაისი (არსენალი)

14. ვინისიუსი (რეალი)

15. როდრი (მანჩესტერ სიტი)

16. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

17. გაბრიელ მაგალაიაეში (არსენალი)

18. ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი)

19. დავიდ რაია (არსენალი)

20. ჯუდ ბელინგემი (რეალი)

ქართველი
კი კი ,მესის დოპინგზე აქვს მწვანე ანთებული, მბაპემ ყველა დროის მსოფლიო რეკორდი დაამხო 22 გოლით და მხოლოდ წელს 10,ოლისემ კი პელეს რეკორდი დაამხო ასისტებტთ,l6 ქონდა პელეს და ოლისეს 7, ამათ ყველას დოპინგები აქვთ გესმით? და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი დედამიწაზე ქართველია, ყველაზე მაგარი კალათბურთელის დედამიწაზე ქართველია, ყველაზე მაგარი ჩოგბურთელიც დედამიწაზე ქართველია, ამას სხვას ყველა აქვს დოპინგები აქვთ გაკეთებული და ეგ არ ითვლება, ჩამოართვით ყველას ეს ტიტულები და ყველაზე მაგრები ქართველები გამოვალთ, თუ სადმე ქართველი აგებს ,მოწინააღმდეგეს ყოველთვის დოპინგი აქვს , აბა რანაირად როცა დედამიწაზე ყველაზე მაგარი ქვეყანა საქართველოა და რანაირად აჯობებს ქართველს სხვა??????
Lasha
რატომ ხართ ესეთი მეამიტები . რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატით თუ ვიმსჯელებთ მესია საუკეთესო. თუ საკლუბოთი მაშინ კვარა და დემბელე. თუმცა მეაის რომ დოპინგზე მწვანე აქვს ვერ ხვდებით?....
ამატაკი
თან არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ საწყენად მიიღო, სხვებისგან განსხვავებით ზრდილობის პრობლემა არ გაქვს, მაგრამ ისევდაისევ სასიკეთოდ მინდა სიმართლე გითხრა, სხვანაირად არ მიცხოვრია: შენ რომ კაცმა გკითხოს ვისაც ფეხბურთი ესმის, ე.ი. მან უეჭველი უნდა გაარტყას "ფრანს ფუტბოლის" საუკეთესო ხუთეული? იმას იმედია ხვდები, რომ შენი ნააზრევი აქამდე დადის? ან ის მაინც იმედია იცი ვინ არის ჟიური და რა სისტემით აძლევენ ხმას? მეეჭვება იცოდე და გეტყვი: ფიფას ტოპ 100 ქვეყნის სპორტული ჟურნალისტი 15 ბალიანი სისტემით. ხმის მიცემა რომ პრობლემური იყო კატეგორიების თვალსაზრისით, იმიტომაც ვითომ გაარეფორმეს, მაგრამ კონიუნქტურის ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებისას, არსად გამქრალა. მაგ სიაში მეორე, მეშვიდე თუ ოცდამეშვიდე ვინ იყო, არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი, მთავარია ვინ გახდებოდა "ბურთის" პატრონი. თუ მართლა გულშემატკივრომ ხვიჩას (მინდა დავიჯერო)იცოდე, რომ მას ამ პრიზს მხოლოდ მაშინ მიაკუთვნებენ, როცა ხმათა დიდი უმრავლესობა ექნება გარანტირებული. ზოგჯერ ასეც მომხდარა, მაგრამ უფრო ხშირად ძირითადად 2 ან რამდენიმე კანდიდატს ჰქონია თანაბარი მოლოდინები. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ხვიჩას ფიზიკური კონდიციები და ჯანმრთელობა. ვიცი რომ სეზონის განმავლობაში რაც ფეხბურთს შეუძლია მოგანიჭოს, ის სიამოვნება არ მომაკლდება. ეს ერთი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, მართლა რომ ფეხბურთის მამები როგორც აწმყოში აღნიშნავენ ხვიჩას ფენომენს შესაფერისად, ბევრად მეტს იტყვიან მომავალშიც - როცა მოვა დრო და ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს. იქამდე კი მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავტკბე მისი საოცარი ოსტატობით. მადლობა უფალს, რომ მეც მოვესწარი დიდი ქართველი ფეხბურთელის ეპოქას!
დავით 67
ოქროს ბურთი ხომ წლის საუკეთესო ფეხბურთელს უნდა გადაეცეს? ეს მოიცავს საკუთარი ლიგების 38 მატჩს, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ( აღარ მახსოვს პსჟ-მ რამდენი ჩაატარა). ამ კრიტერიუმებით ხომ ხვიჩამ მოიპოვა უკეთესი შედეგი.? ლიგაზეც მეტი გოლი + ასისტი. ეხლა კითხვა მიჩნდება, მსოფლიოზე 6 თუ 8 მატჩის ჩატარება და მანდ თავის გამოჩენა რატომ უნდა იყოს პრიორიტეტული? მითუმეტეს სხვა ჩემპიონატებზე უფრო უკეთესად წარმოუჩენიათ თავი ფეხბურთელებს. მე თუ მკითხავ 1974 კრუიფი რომ იყო, ისეთი არავინ ყოფილა. ასევე ბარსელონას აღზევება, სწორედ მის მისვლის შემდეგ დაიწყო. წელს ამ ჩემპიონატზე მესიც კარგია კეინიც, ბელინჰემიც იამალიც მბაპეც ერლინგიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ ხვიჩაზე უკეთესი სეზონი ჰქონდათ. თუ ავიღებთ წლიურ გრძელვადიან მომქანცველ სეზონს ხვიჩას არავინ არ სჯობდა. ამიტომ უსამართლობა მგონია, მარტო მსოფლიოზე 5-6 მატჩში თავის გამოჩენა ოქროს ბურთის მოპოვების საწინდარი იყოს.
გიორგი
ხვიჩაზე წინ ოლისე რომაა, და კიდევ დემბელე, ეს მართლა მიკვირს. მბაპე მაგალითად მართლა მაგარი იყო მსოფლიოზე, ესპანეთთან თამაშს თუ არ ჩათვლი. ალბათ სანიოლს არ დასწყვიტეს გული, სხვანაირად ვერ ვხსნი. ხვიჩა, მაგათ ნუ უყურებ, ითამაშე და წინ იარე.
გიორგი
მე-7 ადგილით ხვიჩამ შენგელიას 1981 წლის მიღწევა. იმავე წელს ჩივაძე მე-8 იყო, ყიფიანი მე-11. მესხი იყო თუ არ ვცდები, ორჯერ, მე-11.
ოქროს ბურთი
მე ორი ვერსია მაქვს ერთი ევროპული უეფას და ფრანგების ერთობლივი მეორე ფიფასი მესის პირველ ვერსიაში არაფერი ესაქმება თუ რათქმაუნდა მსოფლიო არმოიგო აქვე კვარაცხელიას გულშემატკივარიც მაგ დღეშია მეორე ვერსიაში.ანუ ესპანეთის მოგება პირველ ვერსიაში კვარას კარგ შანს უტოვებს.
ამდენს რო
კამათობთ ოქროს ბურთს ორი ვერსია როაქ ეგ თუ იცით სადაც ფიფა ცალკე ატარებს უეფა და ფრანგები ცალკე მეორე ვერსიაში მესის შანსი არააქ ხოლო კვარაცხელიას პირველ ვერსიაში.თუარადა აგერ ნახავთ .ეს საერთოდ არ ვიცოდი ერთად მეგონა ატარებდნენ.უეფას კიდე თავის ფავორიტები ყავს.
lasha
კდევ გჯერავთ ზღაპრების? და რომ ეს ოქროს ბურთი ობიექტურია? კვარაცხელიამ მოიგო ჩემ. ლიგა. გახდა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. მაგის გარეშე პსჟ ამ თასს ვერ აწევდა. გეკითხებით რატომ არის კეინი მასზე წინ?! ვკითხულობ. ტუ მესი დღესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდეტი რატომ გაუსეს წლების წინ ეგ ბარსადან და პსჟ-დან? სმი ს, პრ კლუბში ვერ დაინახეს რომ მსოფლიოში საუკეთესოა?! არ ფირობთ რომ ეგ მსოფლიოზე დოპინგით თამაშობს და გარანტია აქვს ფიფასგან რომ არ ჩააგდებენ? მითუმეტეს რომ არის პრეცენდენტი. 1994 წლის მსოფლიოაზე მარადონაც დოპინგით თამაშობდა. ეგ 7 წლის წინ წავიდა ევროპიდან, რადგან ფიზიკურად აღარ შეეძლო მაღალი ტემპის გაძელბა. და ამ 7 წლის დაბერების მერე რა მოერე სუნთქვა გაეხსნა. ან რა ახალგაზრობის ელექსირი იპოვნა, რომ 20 დღესი 10 თამაში ითამაშა თან 120 წუთები? კარგიდ რა ხალხო :) თქვენი ნებაა ტყუილში თუ გინდათ იცხოვროთ იცხოვრეთ :)
Achi
არავინ ფიქრობდა მესის და აგერ სად გაიჩითა ფავორიტად ისე რომ თქვა კაცმა ახლაც ეკუთნის ამ ასაკში იმ ამომავალ ვარსკვლავებს სჯობნის. ისე კვარა ხუთეულში რომ იყოს უფრო სამართლიანი იქნება. მომავალ წელს კი აიღებს ასე თუ გააგრძელა და პსჟმ მესამედ აიღო ლიგა და ჩემი აზრით ასეც იქნება
მირიან
ფინალზე და მე3 ადგილზეა დამოკიდებული.მესი,იამალი,მბაპე, კეინი, ბელინგემი. ვინც გაიბრწყინებს ის მოიგებს ბურთს. თუ ყველამ ჩააგდო თამაში, ალბათ ხვიჩა. ხვიჩამ ლიგა მოიგო, მის გარეშე პსჟ თას რომ ვერ აიღებდა ცხადია და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მესის გარდა ყველას მოუგო უშუალო დაპირისპირება!
ჩემი აზრით
თუ არგენტინამ მსოფლიო მოიგო მესი ოქროს ბურთს უეჭველად აიღებს.რაც შეეხება კვარას ჯერ პსჟ-ს უპირობო ლიდერი უნდა გახდეს მთელი სეზონის განმავლობაში და მხოლოდ ამის მერე ექნება შანსი.როგორც შარშან დემბელემ მოიგო ოქროს ბურთი.
კახა
იამალმა რა გააკეთა რო ასე აფასებენ. მართლა უსამართლოა რა.
ქართველი
მაგდენს რომ წერ მარტივ რაღაცას გეტყვი და დამშვიდდები, თუ შენ მართალი ხარ, თუ გესმის ფეხბურთი, თუ ის გესმის რის მიხედვით ხდება ოქროს ბურთის მიცემა, დაელოდე დეკემბერს და როდესაც ხვიჩას ხუთეულში შეიყვანენ მერე შემოვარდი აქ და პოემა მერე დაწერე, მე პირდაპირ გეუბნები, ეხლავე გეუბნები და გიფიქსირებ ,რომ ხვიჩა ვერ შევა ხუთეულში, არა თუ ბურთს მოიგებს არამედ ხუთეულშიც ვერ შევა! მე გიფიქსირებ ამას აქვე ამ წამს, განა იმიტომ რომ შენნაირებმა ის იფიქრონ რომ მე ხვიჩას ოქროს ბურთი არ მინდა, მე შენზე ასჯერ მეტად მინდა კვარას ოქროს ბურთი, მაგრამ მე არ ვარ სექტანტი ფანტაზიორი და ურაპატრიოტი, შესაბამისად შენ თუ მართალი ხარ და გესმის ფეხბურთი, ხვიჩამ რომ მოიგოს კიარა, აი ხუთეულში თუ შევიდა პირადად მე დამიმახსოვრე და ბოდიშს მოგიხდი და გეტყვი რომ ჩემზე მაგრად იცი მეთქი ფეხბურთი, მაგრამ თუ ხვიჩა ხუთეულშიც ვერ მოხვდა, შენ შემოხვალ აქ და შენ მოიხდი ბოდიშს!
გეგი
მინიმუმ სამეულში უნდა იყოს კვარა!
ამატაკი
მასე არ იქნება , ნუ ფანტაზიორობთ, ეხლა ნახავთ რა მოხდება.... ამ ფრაზებს ვისმენთ რაც ხვიჩა ნეაპოლში გადავიდა. შენ გენაცვალე რა ხვიჩა! აქაურ და გადამთიელ პროგნოზისტებს რომ მიართვი ჯერ იტალია, მერე საფრანგეთი და დესერტად ზედიზედ ორი ლიგა!მაგ სიიდან რომელს გაუკეთებია მსგავსი რამ, იქნებ გაგვახსენოთ, ფეხბურთის მცოდნე ხალხმა, მიათვალეთ მესიც, არაა პრობლემა. არადა იმაზე ვკაიფობ,მავანთ თვალდახელშუა რომ ეცლებათ საოქროსბურთოდ ნაქებ-ნალოლიავები "ელიტნი ფუტბოლის" გმირ-პერსონაჟები!("პა ხოდუ" აქლემმა თავის კუზი ვერ დაინახაო,კვარას პონტში სხვებისკენ იქაჩებოდნენ "სექტანტის იარლიკებით") მართლაცდა ვინმე კი არ გერჩით, 40 წლის კაცის როგორ გეიმედებათ,"პო პრაზდნიკამ" რომ აგორებს მთელი წელი ბურთს. ეს ის მესი არ არის კლუბების მსოფლიოზე ტურისტად რომ დატოვეს! თუ ძველებურად მაგარია ამ ასაკშიც, ერთი მოყევით ეს "ინტერ" მაიამი რატომ მიფარჩაკდა კლუბების მსოფლიოზე?! ეგვიპტე, კაპო-ვერდე, შვეიცარია, ინგლისი - ერთი მხრივ და ჩელსი, ლივერპული, ბავარია, არსენალი- მეორე მხრივ. ნამუსი თუ აქვს შერჩენილი გადაწყვეტილების მიმღებს, ამ ორ გზას შორის ურთულესს მარტივად განსაზღვრავს. მითუმეტეს,თუ ამ გზაზე თითოეული მატჩის შედეგზე ფეხბურთელის გავლენას გაითვალისწინებს.ხვიჩას მსოფლიო არ უთამაშიაო რომ ამბობთ, ეგრე არც მესის უთამაშია ჩემპიონთა ლიგა. პარდონ! სამაგიეროდ იქაური ლიგა ითამაშა, მგონი კონკაკაფის ჩემპიონთა თასი ჰქვია. მართალია, მერვედფინალიდან ვიღაც "ნეშვილმა" გამოაბაძგუნა, მაგრამ სტატისტიკის მოყვარულებსაც კი არ გაუწყრეთ ღმერთი და ამაზე კრინტი არ დაძრან, მესის მადიდებელთა წყევლა-კრულვა დიდსა და პატარას არ განასხვავებს!
ქართველი
სხვის ოქროს ბურთს კი არ ნატრობენ რეალურად საუბრობენ, ნებისმიერ ნამდვილ ქართველს უნდა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი მოიგოს ,მაგრამ რეალურად ეს არ მოხდება ,შესაბამისად არ უნდა იფანტაზიოროთ
პეტუხი კრიშტიანუ
მართლაც ასეა,ეს დატოვეს,ის გადაიყვანეს,ბოლოს იმას მისცემენ!
მორიელი
კვარას რომ მსოფლიოზე ეთამაშა, მაგაზე მაგარი იქ არავინ იქნებოდა
Burton
ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩამ მინდა მოიგოს, მაგრამ რადგან წელს მსოფლიო ჩემპიონატიც იყო, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტად, ალბათ, მბაპე იმსახურებს. ლიგის ბომბარდირიც გახდა და მსოფლიოზეც 8 გოლი გაიტანა. ლალიგაშიც ბომბარდირი გახდა. ობიექტურად, ალბათ ის იმსახურებს.
დავით
ჩემი დიდი სურვილია კვარა გახდეს მარა მესი სუბსხვა პლანეტიდან არი კაცი 40 წლის ხდება და ნახეთ როგორ თამაშობს.
gio-goli
ქართველი რო ხარ და კვარა რო ლიგის საუკეთესო გახდა მესის ან ვინმე სხვის ოქროს ბურთს რატო უნდა ნატრობდე ამიხსენით ვინმემ რა
გიორგი 3
გამოჩნდა, რომ ამ სიაში ვინც არის, მხოლოდ 2 კაცია გადამწყვეტ თამაშებში განსხვავების შემქნელი, რა თქმა უნდა უბერებელი მესი და ჩვენი კვარა!
რევალდო
მესი.

კეინი ან რატომ იყო პირველზე ან რატომ დარჩა?
toy
კვარას, რომ გავეშვათ ჯუდი მე-20 როგორ უნდა იყოს?

მოკლედ , თუ არგენტინა წააგებს , იამალი გადმოვა მეორეზე , მესი მესამეზე და ოქროს ბურთი დარჩება კეინს . ინფანტინო ჭრის და კერავს როგორც უნდა .
Mad s
გუნდს ვინც აგებინებს , ის რითია ნაკლები ?სასწაული ხალხი ხართ . მესის რომ მსოფლიოზე ყველაზე მეტი აქვს გატანილი და ფინალში თამაშობს ?
ქართველი-ს
ყველაზე ობიექტური კომენტარია!
ქუთაისი
დავიდ რაიაა სიაში. მაშინ როცა, რაია საუკეთესო მეკარე თავის ქვეყანაშიც კი არაა და ესპანეთის ნაკრებში სათადარიგოა.
გიორგი
შეეშვით ამ ოქროს ბურთს თავი არავინ მისცემს წელს კვარას მესისაა რომც წააგოს ფინალი მაინც..
ანდრო
კეინი მესის წინ? უსამართლობაა, არც კვარას წინ
gio-goli
კვარა იმსახურებს ყველაზე მეტად. ზოგი იტყვის მესიო მარა ეყოფა მესის რამდენიც აქვს
mda
ქეინს ამ სეზონში კლუბში და ნაკრებში აქვს 72 გოლი გატანილი. ამაზე მეტი ვინმეს თუ აქვს დაწერეთ აბა
არსად არ შევიდეთ
პირველზე ოლისე
ანზ
ესპამეთი თუ გახდა ჩემპიონი, ჩემი აზროთ ოქროს ბურთი დელაფუენტეს ეკუთვნის :))
სიმართლე
ბელინგემი მეოცეზე და დემბელე მეექვსეზე, ან ყველა გამოკითხვებში კვარაზე წინ,როცა ევროპის ჩემპიონთა თასი ფაქტიურად ხვიჩას მოგებულია, სადაურია ეს? სადაურია და აქაურიო მიპასუხებენ იქაურები...
Хачик222
1 - სპერციანი, 2 - მხითარიანი, 3 - იშტოიანი, 4 - ზანაზანიანი, 5 - ოგანესიანი.
ოქროს ბურთს
კვარაცხელია აიღებს.ისე როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა უეფას ვერსიით ხოლო ეგეთი ვითომ გამოკითხვაში მეხუთე იყო სამეულშიც არ შეიყვანეს.
ჯარისკაცი
რა კეინი, რის კეინი? გააფრინა ამ ხალხმა! ქვილითაია და ყაზაიშვილიც შეეყვანათ ამ სიაში ბარემ.
zura222
ეს რეიტინგი ისეთივე დებილობაა როგორც ფიფას რეიტინგი
ქართველი
გინდა ობიექტური ეძახე გინდა არაობიექტური, ცხადია მაგ ხუთეულს კვარაცხელია ვერცერთი პროცენტით ვერ გადაასწრებს, რა გვინდა ერთია და რეალობა რა არის ეგ მეორეა, თორე მე მინდა მომავალი 9 წელიწადი კვარაცხელიამ ყოველ წელს მოიგოს ოქროს ბურთი და მესის გადაუსწროს, წელს გამორიცხულია კვარაცხელიას ხუთეული, მომავალ წელს იმედია ამ დონეზე შეუბერავს ისევ და ხუთეულში კიარა სამეულში უეჭველი მოხვდება, და მერე უკვე მაქედან ბრძოლა შეუძლია ოქროს ბურთზე, მგლებივით კონკურენტები ყავს ყველა აქეთ-იქით, და მოუწევს ძალიან სერიოზული ბრძოლა
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია