ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით

"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა - ორივე მარქაფაში.

საქართველომ ზაფხულის კამპანიის დროს მონტევიდეოში ჯერ ურუგვაი დაამარცხა 41:34, გასულ შაბათს კი ჩილეში, ვინა დელ მარიში სამოას სძლია რეკორდული სხვაობით 33:12.

მესამე თამაშს ჩვენი გუნდი სანტიაგოში, „მაჰუიდა“-ზე მასპინძელი ჩილეს წინააღმდეგ გამართავს. პირვანდელი ინფორმაციით, ჩილესთან ლა სერენაში უნდა გვეთამაშა, მაგრამ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, შეხვედრის გამართვა სანტიაგოში გადაწყდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მატჩს ქომაგი ვერ დაესწრება.

მასპინძლებმა ერთა თასის ორივე განვლილი შეხვედრა ბონუსით (ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) მოიგო: პირველ რაუნდში რუმინეთი 48:31, ხოლო მეორეში ჰონკონგი 38:17 დაამარცხა.

შედეგად, ისინი საკუთარ ჯგუფს (ჩილე - 10, აშშ - 9, სამოა - 5, ტონგა - 5, ურუგვაი - 5, კანადა - 3) ქულათა მაქსიმუმით (10) ლიდერობენ. 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია საქართველოც (საქართველო - 9, ესპანეთი - 8, პორტუგალია - 7, რუმინეთი - 4, ზიმბაბვე - 1, ჰონკონგი - 0) და ამრიგად, 18 ივლისს სანტიაგოში ერთმანეთს ლიდერები შეერკინებიან.

წყნარი ოკეანის კუნძულელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პიერ-ანრი ბრონკანის დამწყები შემადგენლობა უცვლელი დარჩა. შერკინების პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ნიკოლოზ სუთიძე და ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებენ; მეორეში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია; ხოლო მესამეში ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია. აღსანიშნავია, რომ მესამე ხაზი ზედიზედ მესამე თამაშია უცვლელად რჩება.

ასევე მიჯრით მესამე თამაშს იწყებს ღერძი - ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა; ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან; ფრთებზე გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილია.

რაც შეეხება მარქაფას, აქ ერთი პოტენციური დებიუტანტია. ‘გრენობლის’ 29 წლის მარჯვენა ბურჯი გიორგი პერტაია ჩილესთან პირველ კეპს მოიხვეჭს. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 23-კაციან განაცხადში ბრუნდება მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. სამოასთან მატჩის შემდეგ კვლავ მარქაფაში არიან ვახტანგ ჯინჭარაძე, ნიკა აბულაძე, ილია სპანდერაშვილი, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე.

ჩვენ და ჩილე

ბორჯღალოსნებს ჩილეს წინააღმდეგ აქამდე სულ ორჯერ უთამაშიათ, ბოლოს 21 წლის წინ და გუნდებს შორის თანაფარდობაა. პირველად “კონდორებს” (ჩილეს ნაკრების თიკუნი) 2004 წელს სანტიაგოში შევხვდით და მასპინძლებმა 30:4 იმარჯვეს. ერთი წლის თავზე სამხრეთ ამერიკელები თბილისში, “მიხეილ მესხზე” გვეწვივნენ და სრულფასოვანი რევანში ავიღეთ - 29:6.

ახლა ჩვენს გუნდს ჩილესთან დადებითი ბალანსის შექმნის და ჯგუფში ლიდერობის გამყარების კარგი შანსი აქვთ. მოცემული მომენტისთვის საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში 73.30 ქულით მე-13 ადგილზეა. ჩილე საქართველოს ხუთი საფეხურით ჩამორჩება, 67.59 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.

ამ თამაშით ბორჯღალოსნები ერთა თასის ზაფხულის კამპანიას დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ტურნირის ფარგლებში მომდევნო სამ შეხვედრას 2026 წლის ნოემბერში, ტონგასთან, აშშ-სთან და კანადასთან საქართველოში გამართავს.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. III რაუნდი

ჩილე. სანტიაგო. „ესტადიო ლა პორტადა“.

საქართველო - ჩილე

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გიორგი პერტაია, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს

ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე

არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს

18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ

ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს

3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..

სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა

ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს

[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან

დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო